შევთავაზოთ თუ არა ბავშვს სწრაფი მომზადების სუფები

თარიღი: 03 მაისი, 2020

ხდება ხოლმე ასე - უცებ სადილი არ გვაქვს, გამოსავლი კი სასწრაფოდ მოსაძებნია.
გამოსავლი ხშირად სწრაფი კვების ობიექტების საკვები ან სულაც სწრაფი მომზადების სუფია. რატომღაც გეგემრიელება და მარტივიცაა - ჩაყარე ჭურჭელში, ცხელი წყალი დაასხი და გემრიელი სადილიც მზადაა.

მოდით, პირველ რიგში, განვიხილოთ, რა არის სწრაფი მომზადების სუფი? თავისთავად ცხადია, პროდუქტმა, რომელსაც მხოლოდ ცხელი წყალი უნდა დაასხათ, მცირე ხნით დააყოვნოთ და მოურიოთ, ნიშნავს, რომ სანამ თქვენამდე მოვიდოდა, უკვე დაამუშავეს თერმულადაც და ქიმიურადაც. დამუშავების პროცესში პროდუქტი იღებს საბოლოო ტექსტურასა და გემოს.

მართალია, პროდუქტის შეფუთავზე ჩამოთვლილია სხვადასხვა სასარგებლო ბოსტნეული, ხორცი, ხშირად ხორცის ნაცვლად სოიოა გამოყენებული, თუმცა ქიმიური და რამდენიმე სახის თერმული დამუშავების პროცესში მათში შემავალი სასარგებლო ნივთიერებათა დიდი ნაწილი სრულად იშლება და პრაქტიკულად მხოლოდ სრულიად უსარგებლო კალორიები გრჩებათ, რაც პირდაპირ კავშირშია გასუქებასთან.
პროდუქტის შემადგენლბში შემავალი ლაფშა წარმოების პროცესში ითვალსწინებს წინასწარ ფრიტიურში დამუშავებს, მრავალჯერადი წვის დროს წარმოქმნილი პროდუქტები კი ხშირად შეიცვენ მავნე ნივთირებებს, მათ შორის კანცეროგენებს.
სწრაფი მომზადების სუფები ხშირად შეიცავენ პალმის ზეთს, რომლის ხშირი მოხმარება ათეროსკლეროზის რისკს ქმნის, ხოლო მაშინ, როცა ის ნახევრადრაფინირებულია, სიმსივნური დაავადების გამოწვევი ხდება.
სწრაფი მომზადების სუფებს წარმოების პროცესში ემატება გემოს გამაძლიერებლები და კონსერვანტები.
ერთ-ერთი კონსერვანტი მარილია, რომელსაც ეს პროდუქტები დასაშვებზე უფრო დიდი რაოდენობით შეიცავას. ჭარბი მარილის მოხმარება კი პირდაპირ კავშირშია ნატრიუმის ბალანსის დარღვევასთან და სისხლის წნევის მატებასთან.
მარილი არ არის ერთადერთი კონსერვანტი. გამოიყენება აგრეთევ ემულგირებული ცხიმოვანი ფხვნილები, შაქარი, გუარის ფისი და სხვა შემსაქელებელები.
მონოსოდიუმ გლუტამატი გამოიყენება, როგორც გემოს გამაძლიერებელი. ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტო ზოგადად არ მიიჩნევს ამ ნივთიერებას საფრთხისშემცველად, თუმცა მიიჩნევს, რომ მის შესახებ პროდუქტის შეფუთვაზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, რადგან იშვიათად მაინც არსებობს ამ ნივთიერებაზე გამოხატული გვერდითი ეფექტები, როგორიცაა თავის ტკივილი, სისუსტე, გულისრევა, ალერგიული რეაქციები.
მშრალ სუფებს აქვთ მაღალი გლიკემიური ინდექსი, რაც იმას ნიშნავს, რომ სწრაფად ხდება მათში შემავალი ნივთიერებების დაშლა და გლუკოზად გარდაქმნა, რაც იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას, ასევე შიმშილის მალე აღმოცენებას. ხშირი მოხმრება ქმნის შაქრიანი დიაბეტის და სიმსუქნის განვითარების რისკს.
ამავდროულად, სწრაფი მომზადების სუფი შეიცავს შემასქელებლებს, უხშირესად სახამებელს, რაც ორგანიზმში იშლება მარტივ ნახშრწყლებად, რაც ზრდის გლუკოზის დონეს სისხლში.
წარმოების პროცესში ხშირად უმატებენ ტრანსცხიმებსაც, რაც სიმსივნური დაავადებების განვითარების ხელშემწყობი მიზეზი შეიძლება გახდეს.

ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა, აჭამოთ სწრაფი მოზადების სუფი თქვენს პატარას.

სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე