თუ მშობლები ტანდაბლები არიან ბავშვიც დაბალი უნდა იყოს?
თარიღი: 01 ივლისი, 2025
თუ მშობლები ტანდაბლები არიან ბავშვიც დაბალი უნდა იყოს?
არა
ოჯახური ტანდაბლობა არის დაბალი სიმაღლის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი, ამ დროს მშობელთა სიმაღლე და ბავშვის საბოლოო სიმაღლე ზრდის მრუდზე მოთავსებულია 3 პერცენტილს ქვემოთ.
თუმცა ოჯახურ ტანდაბლობაზე ვსაუბრობთ მაშინ როდესაც ბავშვის სიმაღლეში ზრდის ჩამორჩენის გამომწვევი სხვა პოტენციური მიზეზები გამოირიცხება.
ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომაა როდესაც არ ხდება ბავშვის გამოკვლევა , ვინაიდან დაბალი სიმაღლე შეიძლება გამოწვეული არა ოჯახური ანამნეზით არამედ გენეტიკური პათოლოგიით, ენდოკრინული დისფუნქციით და სხვა.
მაგ: ზრდის ჰორმონის დეფიციტის აღმოჩენა თუ დროულად მოხდება მკურნალობის შემთხვევაში ბავშვის საბოლოო სიმაღლე ნორმალური იქნება ასაკის, სქესისა და პოპულაციის გათვალისწინებით.
პედიატრთან ვიზიტისას აუცილებლად მოახდინეთ ანთროპომეტრული მონაცემების მრუდზე დატანა რათა ასაკის მატებასთან ერთად დინამიკაში შეფასდეს ბავშვის სიმაღლისა და წონის ნამატი.
წყარო: https://shorturl.at/zfjfd