პროსტატიტისაგან არ იღუპებიან, მაგრამ პროსტატიტით ცხოვრება საკმაოდ რთულია!

თარიღი: 07 ოქტომბერი, 2019

საუბრობს ექიმი უროლოგი, პროფესორი თეიმურაზ ჩიგოგიძე

პროსტატიტისაგან არ იღუპებიან, მაგრამ პროსტატიტით ცხოვრება საკმაოდ რთულია!

 

ყოველწლიურად იზრდება შარდ-სასქესო სისტემის დაავადებათა რიცხვი. ამ დაავადებათა განვითარების რისკ-ფაქტორები მრავლადაა აღწერილი, მათ შორისაა: არასწორი ცხოვრების წესი, სქესობრივი ცხოვრების შესახებ განათლების დაბალი დონე, სოციალური პრობლემები, ეკოლოგიური არაკეთილდღეობა.

 

უროლოგიურ პათოლოგიებს შორის მამაკაცთა ექიმთან მიმართვიანობის დიდი პროცენტი მოდის პროსტატიტზე. ამ დაავადებისაგან არ იღუპებიან, მაგრამ პროსტატიტით ცხოვრება საკმაოდ რთულია, რადგან სიმპტომები ძალზედ შემაწუხებელია, კავშირშია სქესობრივ და სექსუალური ფუნქციის დარღვევასთან, რასაც მამაკაცები ნებისმიერ ასაკში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

 

უნდა გვახსოვდეს, რომ მკურნალობა პირველ რიგში უნდა იყოს კომპლექსური და მიმართული პროსტატის ფუნქციური აქტივობის და მიკროცირკულაციის (სისხლმომარაგების) აღდგენაზე და ანთებით პროცესების დათრგუნვაზე.

 

პროსტატიტი ანუ წინამდებარე ჯირკვლის ანთება, როგორც ყველა ანთებითი დაავადება ხასიათდება მწვავე და ქრონიკული მიმდინარეობით. როგორც წესი პროსტატიტის საწყისს ნიშნებს (გახშირებულ შარდვას, ღამით შარდვას, შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნებას, შარდის ნაკადის შემცირებას, შარდვის პროცესთან დაკავშირებულ ტკივილს და დისკომფორტს) მამაკაცი არ აქცევს სათანადო ყურადღებას, რის გამოც ხშირია დაავადების ქრონიზაცია. რასაც გარდა წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტორული ფუნქციის მოშლისა, ახასიათებს სასქესო ჰორმონების ცვლის დარღვევა, სქესობრივი აქტივობის ბიორითმის ნორმალური რეჟიმის შეცვლა, შარდვის პროცესის დარღვევა და ასე შემდეგ. მკურნალობის გარეშე ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები როგორებცაა: იმპოტენცია და უშვილობა. სქესობრივ პრობლემებთან ერთად თავს იჩენს ასევე ფსიქოლოგიური პრობლემები: საკუთარ თავში დაუჯერებლობა, შფოთვა უხასიათობა, აგრესია და ადვილად გაღიზიანება. ყველაზე ხშირად პროსტატიტი გვხვდება 25-50 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, მისი ხელშემწყობი ფაქტორებია: თამბაქო, ალკოჰოლი, მჯდომარე ცხოვრების წესი, იშვიათი სქესობრივი აქტივობა.

 

დღესდღეობით პროსტატიტის სამკურნალო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ხშირად დანიშვნადი პრეპარატია ვიტაპროსტი. პრეპარატის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს სამპროსტის სუბსტანცია, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ხარის წინამდებარე ჯირკვლიდან მიღებულ პროდუქტს, რომლის მთავარი თვისებაა, პროსტატიტის დროს  წინამდებარე ჯირკვლის დარღვეული ფუნქციური აქტივობის აღდგენა. მას გააჩნია მაღალი თერაპიული აქტივობა და მოქმედების ფართო სპექტრი. მისი მოქმედების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა სისხლის მიმოქცევის აღდგენა. სისხლის მიმოქცევის ნორმალიზაციას მოჰყვება ანთებითი პროცესის კუპირება, მცირდება ტკივილი, ქრება შეშუპება და მასთან დაკავშირებული შარდის ბუშტის დაუცლელობის შეგრძნება, უმჯობესდება სქესობრივი ფუნქცია. გარდა ამისა, იზრდება პროსტატის ნორმალური ფუნქციონირება, არ ხდება სეკრეტის შეგუბება და ანთებითი პროცესის გავრცელება. არ შეიძლება არ აღინიშნოს ვიტაპროსტის კიდევ ერთი უპირატესობა - მისი გამოშვების ფორმა, რომელიც წარმოდგელია სანთლების სახით.  გამოშვების ასეთი ფორმა უზრუნველყოფს ვიტაპროსტის აქტიური ნივთიერების გადასვლას უშუალოდ წინამდებარე ჯირკვლის ანთებით კერაში, სადაც იქმნება პრეპარატის  საჭირო სამკურნალო კონცენტრაცია, რის გამოც არ ხდება სისტემური ზემოქმედება მთელს ორგანიზმზე. ამაში მდგომარეობს ვიტაპროსტის ეფექტურობა და უსაფრთხოების  გარანტია.

 

ვიტაპროსტის გამოყენების პირველივე კვირის შემდეგ ქრება ტკივილი და დისკომფორტი ინტიმურ ზონაში, რეგულირდება შარდვის პროცესი, თანდათანობით აღდგება სპერმის ნორმალური რაოდენობა და შემადგენლობა.

 

მამაკაცები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა სახის რჩევებს პროსტატის მკურნალობის მიზნით, მაგრამ ორგანიზმს ვერ მოატყუებ, ყველა სახის მკურნალობას ორგანიზმი და კერძოდ თითოეული ორგანო პასუხობს ინდივიდუალურად: დადებითად, უარყოფითად ან უშედეგოდ. ვიტაპროსტით მკურნალობისას  პასუხი მარტივია - პროსტატიტი და მასთან დაკავშირებული პრობლემები ქრება, მამაკაცი - ჯანმრთელდება.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმ უროლოგს, პროფესორს ბატონ თეიმურაზ ჩიგოგიძეს - ქ. თბილისი უროლოგიის ეროვნული ცენტრი

 

ან კომპანია შტადას წარმომადგენლობას საქართველოში ტელ: 240 24 44