Nuk
ლარიფანი უნგოს რჩევები - როგორ დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხისგან

თარიღი: 22 ივლისი, 2019

ლარიფანი უნგოს რჩევები - როგორ დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხისგან

ძლიერი სიცხე არ არის რეკომენდებული ბავშვის ორგანიზმისთვის. მაღალი ტემპერატურის ქვეშ ხანგრძლივმა ყოფნამ შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმის გამოფიტვა. ზაფხულში ბავშვის ქცევაში სისუსტის, დაღლილობის, ინტენსიური წყურვილის, ჩვეულებრივზე სწრაფი და ღრმა სუნთქვის, ღებინების ან სხვა უჩვეულო ქცევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ ბავშვი გრილ გარემოში და დაუკავშირდით პედიატრს.
პირველ რიგში მიეცით ბავშვს დიდი რაოდენობით წყალი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენ ძუძუთი კვებავთ მას, რადგან დედის რძე საკმარისად არის ჰიდრატირებული და დამატებითი სითხის მიცემა ბავშვისთვის არ არის საჭირო - წყალი უნდა მიიღოს დედამ.

არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვებს ონკანის წყალი თუ ოდნავ მაინც გეპარებთ ეჭვი მის სისუფთავეში, აჯობებს ონკანის წყალი წამოადუღოთ _ადუღეთ 5 წუთი, რათა განეიტრალდეს ყველა ბაქტერია) და მომდევნო 24 საათის განმავლობაში მისცეთ ბავშვს. 24 საათის შემდეგ ანადუღარი წყალიც შეიძლება დაბინძურდეს ბაქტერიებით.

არ მისცეთ ბავშვს (და არც თქვენ მიიღოთ) ნახევრად მომზადებული ცილოვანი პროდუქტები (თოხლო კვერცხი, გოგლიმოგლი, სუში, გამოყვანილი თევზი, აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები და ა.შ. რძის პროდუქტები გადაყარეთ ყიდვიდან მესამე დღეს, თუნდაც არ იყოს ვადაგასული და ინახავდეთ მაცივარში).

ზაფხულში პირველ რიგში უნდა იზრუნოთ სახლში სიგრილისთვის:
რეკომენდებულია ოთახში 22 °C -26 °C ტემპერატურის შენარჩუნება, რაც შეამცირებს ბავშვის ენერგიის დანახარჯს. 
მოამზადეთ ისეთი საკვები, რომელიც არ საჭიროებს ღუმელის გამოყენებას, რომ სახლში ტემპერატურის დონე ხელოვნურად არ გაიზარდოს.
დღის განმავლობაში შეამცირეთ მზის სხივები ჟალუზების ან ფარდების მეშვეობით, მზის მხარეს დახურეთ ფანჯრები. ოთახში ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, ჰაერსაც გააგრილებთ და ტენიანობასაც გაზრდით. ღამით გააღეთ ოთახის ფანჯარა.
გაიყვანეთ ბავშვი სასეირნოდ ყოველ დღე, მაგრამ შეეცადეთ ეს დღის შედარებით გრილ პერიოდში გააკეთოთ, გაითვალისწინეთ, რომ ხის ჩრდილში ტემპერატურა საგრძნობლად ნაკლებია, ვიდრე მის ირგვლივ.
აბანავეთ ბავშვი გრილ წყალში 
არასდროს დატოვოთ ბავშვი მზის სხივების ქვეშ
არასოდეს დატოვოთ ბავშვი მანქანაში- თუნდაც მანქანა არ იდგეს მზის გულზე - ღია ფანჯარის შემთხვევაშიც კი, 10 წუთში მანქანაში ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს 6 გრადუსით და ამ დ როს რგანიზმის სწარაფი გადახურების ძალიან დიდი რისკია.
უზრუნველყავით ბავშვის ჩრდილში ყოფნა ან დაიცავით ის მზისგან ფართე ნაპირებიანი, ჰაერგამტარი ქუდის ან ქოლგის მეშვეობით.
ჩააცვით ბავშვს ისე, რომ შერჩეული ტანსაცმელი ჰქონდეს თავისუფლად, იყოს ღია ფერებში და დამზადებული იყოს ჰაერგამტარი მასალისგან.
დაიმახსოვრეთ! მზისგან დამცავი კრემი დაგიცავთ ულტრაიისფერი სხივებისგან, მაგრამ არა მაღალი ტემპერატურისგან.
არ გამოიყენოთ მზისგან დამცავი 6 თვეზე უფრო პატარა ასაკის ბავშვებში.
არ გაიყვანოთ 1 წლამდე ასაკის ბავშვი მზის გულზე (ბასეინზე, პლაჟზე) დილი 10,30 საათიდან საღამოს 17,00 საათამდე
დაიცავით ბავშვები ლეიშმანიოზისგან - მოარიდეთ ძაღლებს- ლეიშმანიის ძირითად გადამტანებს. მოარიდეთ ბავშვები მწერებს, გამოიყენეთ მწერებისგან დამცავი ბადეები და სპეციალური საშუალებები.