ახალი სიცოცხლე

ქალთა სამედიცინო ცენტრი "ახალი სიცოცხლე"
     
“ახალი სიცოცხლე” – ჩვენ ვზრუნავთ ქალთა ჯანმრთელობაზე
ქალთა სამედიცინო ცენტრი “ახალი სიცოცხლე”  ყველა ასაკის ქალს ემსახურება, განურჩევლად სამეანო თუ გინეკოლოგიური პრობლემისა. კლინიკა მთლიანად   დაკომპლექტებულია მაღალპროფსიონალთა ჯგუფისგან.
ჩვენ ორიენტირებული ვართ  პაციენტზე, მის კეთილდღეობაზე, ხელმისაწვდომობასა და კარგ გამოსავალზე. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვემსახურებით, როგორც ფიზიოლოგიურ  ისე პათოლოგიურ ორსულს, მშობიარესა  და მელოგინეს.
ქალთა სამედიცინო ცენტრი “ახალი სიცოცხლე” ერთადერთი კლინიკაა საქართველოში, სადაც, ნაყოფის განვითარების ანომალიების პრენატალური დიაგნოსტიკა და გენეტიკური კონსულტირება ხორციელდება. “პრენატალური სკრინინგ ცენტრში” შესაძლებელია  ანტენატალურ პერიოდში ორსულობის ადრეულ ვადებზე ნაყოფის გენეტიკური სკრინინგის ჩატერება. (გენეტიკოსის კონსულტაცია, სამმაგი ტესტის ჩატარება, ამნიოცენტეზი). გენეტიკური კონსულტირება ორსულობამდე უტარდებათ იმ წყვილებსაც, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ ნაყოფის განვითარების ანომალიები.
ქალთა სამედიცინო ცენტრი “ახალი სიცოცხლე”  50 საწოლზეა გაშლილი. სტაციონარში ფუნქციონირებს ორსულთა პათოლოგიის განყოფილება, სადაც წარმოებს ორსულობასთან დაკავშირებული  ყველა სახის პათოლოგიური შემთხვევების მართვა. ექსკლუზიურად, „ახალი სიცოცხლე“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ემსახურება მაღალი რისკის ორსულებს, მშობიარეებს და მელოგინეებს.  კლინიკას  4 ინდივიდუალური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამშობიარო ბლოკ-პალატა აქვს.
გინეკოლოგიურ განყოფილებაში წარმოებს ყველა სახის გინეკოლოგიური ოპერაციები, როგორც ლაპარატომიული ისე ვაგინალური მიდგომით.
კლინიკას აქვს ყველა საჭირო რესურსი ურგენტული შემთხვევების  სამართვად. ჰყავს ტრანსფუზიოლოგი, სისხლისა და სისხლის კომპონენტების მზაობა შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში. სტაციონარში ფუნქციონირებს 6 საწოლზე გაშლილი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილება.
ქალთა სამედიცინო ცენტრში “ახალი სიცოცხლე” ფუნქციონირებს ნეონატოლოგიური სამსახური, როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის,  ასევე სამედიცინო კადრების გათვალისწინებით მზადაა მიიღოს ყველა სირთულის ახალშობილი, მათ შორის დღენაკლი და  მცირე წონის ახალშობილები.
ქალთა სამედიცინო ცენტრის “ახალი სიცოცხლე”  ანესთეზიოლოგიური სამსახური ფლობს ყველა სახის ანესთეზიოლოგიურ მომსახურებას.  აღსანიშნავია, რომ ანესთეზიოლოგიურ განყოფილებაში დანერგილია  და ფართოდ გამოიყენება რეგიონალური გაუტკივარების მეთოდები. საკეირო კვეთა ტარდება სპინალური გაუტკივარებით. სამედიცინო ჩვენებებისა და პაციენტის სურვილის გათვალისწინებით მშობიარობის  პროცესი მიმდინარეობს ეპიდურალური გაუტკივარების დახმარებით.