აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა - რესპუბლიკური საავადმყოფო

აკად.ნ.ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა – რესპუბლიკური საავადმყოფო, გაიხსნა და ფუნქციონირება დაიწყო 1973წელს, საავადმყოფოს კლინიკური ნაწილის ფართი იყო 36,000 მ2, (12 სართული), საწოლების რაოდენობა 1100, მთლიანად 12 სართული, სარდაფი და დამხმარე ფართი ერთად 36,000მ2 შეადგენდა. მისი მშენებლობისთვის გამოყენებული იყო ასაწყობი რკინაბეტონის და შუშის კონსტრუქციები. ახალი საავადმყოფო აღჭურვილი იყო თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურითა და მოწყობილობით. შენობის ბოლო სართულზე საოპერაციო იყო განთავსებული, დანარჩენ სართულებზე კი განაწილებული იყო ქირურგიული(აბდომინალური, თორაკალური, ჩირქოვანი), პროქტოლოგიური, თვალის სნეულებათა, თერაპიული, ნერვული, ტრავმატოლოგიური, უროლოგიური, ნეფროლოგიური, რადიოლოგიური, კარდიორევმატოლოგიური, გასტრო–ენტეროლოგიური, ენდოკრინოლოგიური და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის სამკურნალო კვების (იმ დროს ერთადერთი ამიერკავკასიაში), ქალთა და მამაკაცთა ნერვული განყოფილება, ცენტრალური ლაბორატორია, ელექტროფიზიოლოგიური და სამკურნალო ფიზკულტურის, ფუნქციური დიაგნოსტიკის და ყელ–ყური–ცხვირის განყოფილებები. ამიტომ კლინიკას ,,საავადმყოფო გიგანტსაც’’ კი უწოდებდნენ.რესპუბლიკური საავადმყოფო გახსნის დღიდან იყო საუნივერსიტეტო კლინიკა, ის იყო ბაზა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, სადაც ყველა პირობა იყო იმისათვის, რომ სტუდენტს ღირსეული განათლება მიეღო.( 14 კლინიკური კათედრა, საკონფერენციო დარბაზები, სასწავლო ოთახები და ა. შ.) 

დღეს კლინიკა ინარჩუნებს ტრადიციებს, მულტიპროფილურ ფუნქციას და ორიენტირებულია პაციენტიზე. ჩვენთან თქვენ მიიღებთ მაღალი ხარისხის მომსახურებას, რადგან კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და მაღალკვალიფიციური პერსონალით.

ამჟამად კლინიკაში ფუნქციონირებს:
• გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი
• კრიტიკული მედიცინის, რეანიმაციის და ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტი
• კარდიოლოგიის და კარდიოქირურგიის დეპარტამენტი
• მულტიპროფილური დეპარტამენტი
• ამბულატორიული დეპარტამენტი
• რადიოლოგიის დეპარტამენტი 
• ნეფროლოგიის დეპარტამენტი
• პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტი


ჩვენი პრიორიტეტია:
• პროფესიონალი და დიდი გამოცდილების მქონე მედპერსონალი
• ადმინისტრაციული მართვის თანამედროვე მენეჯმენტი
• სასიამოვნო და თბილი გარემო
• უახლესი აპარატურა
• ტერიტორიალური და ფინანსური ხელმისაწვდომობა

ჩვენი მიზანია დროული და კვლიფიციური დიაგნოსტირება რაც დაავადებებზე გამარჯვების საწინდარია. ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კვლევები და მიიღეთ კვალიფიციური კონსულტაცია და რჩევები ჩვენი მედპერსონალისგან. შეამცირეთ რისკი დაგვიანებული მკურნალობის ,,იყავი ჯანმრთელი, იყავით დაცული’’, რაც ჩვენი კლინიკის დევიზია, ჯანმრთელი მოქალაქე აძლიერებს სახელმწიფოს.


საყოველთაო ჯანდაცვა
გეგმიური ამბულატორიული მომსახურება.
ოჯახის ან უბნის ექიმის მომსახურება ანაზღაურდება 100%-ით.
ოჯახის ან უბნის ექიმის დანიშნულებით:
70%-ით ანაზღაურდება კონსულტაციები: 
ენდოკრინოლოგი
ოფთალმოლოგი
კარდიოლოგი
ნევროლოგი
გინეკოლოგი
ოტორინოლარინგოლოგი
უროლოგი 

100%-ით ანაზღაურდება შემდეგი კვლევები: 
სისხლის საერთო ანალიზი
შარდის საერთო ანალიზი
გლუკოზა პერიფ. სისხლში
კრეატინინი
ქოლესტერინი სისხლში
შრატში ლიპიდების განსაზღვრა
ანალიზი ფარულ სისხლდენაზე
პროთრომბინის დრო
ეკგ 

70%-ით ანაზღაურდება:
ღვიძლის ფუნქციური სინჯები -ALT, AST
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი - TSH
მუცლის ღრუს ექოსკოპია
გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია

ამასთან ერთად რესპუბლიკური საავადმყოფო თავაზობს თავის ბენეფიციარს 20%–30% ფასდაკლებას ისეთ მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე როგორიცაა MRI, კომპუტერული ტომოგრაფია, სცინტიგრაფია და სხვა, 20%–30% ფასდაკლებას იმ ექიმ–სპეციალისტებთან კონსულტაციებზე, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ვერ ფარავს.

რესპუბლიკური საავადმყოფო გისურვებთ ჯანმრთელობას!