Nuk
ალოე ფრეში სენსიტივი / Aloe Fresh Sensitive
  • აღწერა: მგრძნობიარე კბილები და ღრძილები
  • მოცულობა: 100 მლ.
  • დანიშნულება: პირის ღრუს მოვლა

დამზადებულია 100%-ით ნატურალურ საფუძველზე და გამდიდრებულია მინერალური კომპონენტებით.

განკუთვნილია პირის ღრუს ჰიგიენისა და ჯანმრთელობის ყოველდღიური მხარდაჭერისთვის.

უპირატესობები:
სპეციალური Slow Release Formulaუზრუნველყოფს აქტიური ინგრედიენტების ეტაპობრივ გამოთავისუფლებას და ხანგრძლივად ინარჩუნებს სისუფთავის შეგრძნებას.
ბუნებრივი კომპონენტების კომბინაცია ხელს უწყობს:
პირის ღრუს ჯანმრთელ მდგომარეობას,
ღრძილების მგრძნობელობის, უსიამოვნო სუნის შემცირებას,
პირის ღრუს მიკროფლორის ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებას,
ოპტიმალური pH-ის მხარდაჭერას, რაც აუცილებელია პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის.

არ შეიცავს:
ქაფწარმომქმნელ ტენზიდებს (SLES, SLS)
სინთეზურ არომატიზატორებსა და საღებავებს
კონსერვანტებს
შაქარს
გლუტენს
გენმოდიფიცირებულ სუბსტანციებს
დასხივებულ ნედლეულს

მიკრობიოლოგიურად შემოწმებულია.

 

შემადგენლობა:

ალოე ვერა, არყის ხის ქერქის ექსტრაქტი, ჩაის ხის ზეთი, პიტნის ზეთი, მენთოლი, კალგანის (ტაილანდური ჯინჯერი) ფესვის ექსტრაქტი, რათანიას ექსტრაქტი, მწარე ფორთოხლის (ნარინჯის) ექსტრაქტი, სილიციუმის დიოქსიდი, ქსილიტი.

 

მოქმედება და უპირატესობები:
განკუთვნილია მგრძნობიარე კბილებისა და ღრძილების ყოველდღიური მოვლისთვის.
ქსილიტი ხელს უწყობს პირის ღრუს ნორმალური pH-ის შენარჩუნებას, რაც ამცირებს კარიესისა და ღრძილების პრობლემების განვითარების რისკს.
ბუნებრივი კომპონენტები ხელს უწყობს ღრძილების კომფორტის და პირის ღრუს ჰიგიენის შენარჩუნებას.
უზრუნველყოფს კბილების დელიკატურ წმენდას მინანქრის ზედმეტი დაზიანებისა და ღრძილების გაღიზიანების გარეშე.