Nuk
ალოე ფრეში პიტნის კრისტალებით / Aloe Fresh Menta Crystal
  • აღწერა: მგრძნობიარე კბილები და ღრძილები
  • მოცულობა: 100 მლ.
  • დანიშნულება: პირის ღრუს მოვლა

დამზადებულია 100%-ით ნატურალურ საფუძველზე და გამდიდრებულია მინერალური კომპონენტებით.
განკუთვნილია პირის ღრუს ჰიგიენისა და ჯანმრთელობის ყოველდღიური მხარდაჭერისთვის.

უპირატესობები:
სპეციალური Slow Release Formulaუზრუნველყოფს აქტიური ინგრედიენტების ეტაპობრივ გამოთავისუფლებას და ხანგრძლივად ინარჩუნებს სისუფთავის შეგრძნებას.


ბუნებრივი კომპონენტების კომბინაცია ხელს უწყობს:
პირის ღრუს ჯანმრთელ მდგომარეობას,
ღრძილების მგრძნობელობის, უსიამოვნო სუნის შემცირებას,
პირის ღრუს მიკროფლორის ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებას,
ოპტიმალური pH-ის მხარდაჭერას, რაც აუცილებელია პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის.

არ შეიცავს:
ქაფწარმომქმნელ ტენზიდებს (SLES, SLS)
სინთეზურ არომატიზატორებსა და საღებავებს
კონსერვანტებს
შაქარს
გლუტენს
გენმოდიფიცირებულ სუბსტანციებს
დასხივებულ ნედლეულს

მიკრობიოლოგიურად შემოწმებულია.

შემადგენლობა:ალოე ვერა, ცხენისწაბლა, გვირილა, ეხინაცეა, კარბოქსიმეთილ ქიტოზანი, პიტნის ექსტრაქტი, სილიციუმის მიკროკრისტალები, კონცენტრირებული მენთოლი, ქსილიტოლი, ზღვის წყალმცენარე.

მოქმედება:
პიტნის მიკროკრისტალები და მენთოლი სრულად იხსნება კბილების წმენდისას, უზრუნველყოფს ეფექტურ, მაგრამ დელიკატურ წმენდას ღრძილების და მინანქრის დაზიანების გარეშე.

 

კარბოქსიმეთილ ქიტოზანი იძლევა ხანგრძლივ დაცვას:
ქმნის თხელ დამცავ ფენას კბილებისა და ღრძილების ზედაპირზე, ამცირებს მგრძნობელობას და აძლიერებს მინანქრის დაცვას;
აკონტროლებს ბაქტერიული ბიოფილმის წარმოქმნას, რაც ხელს უწყობს პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებას;
ხურავს დენტინის მიკროფორებს („ტუბულებს“) და ამცირებს მგრძნობელობას სიცივეზე ან სითბოზე;
ხელს უწყობს კალციუმისა და ფტორის იონების ფიქსაციას მინანქრის ზედაპირზე, რაც დელიკატურად აძლიერებს მინანქარს;
აუმჯობესებს პასტის კონსისტენციას და სტაბილურობას.

 

უპირატესობები:
უზრუნველყოფს ხანგრძლივ კომფორტს (მინიმუმ 1 საათი).
ამცირებს კბილების და ღრძილების მგრძნობელობას.
ხელს უწყობს პირის ღრუს ჰიგიენისა და სიჯანსაღის ყოველდღიურ მხარდაჭერას.
რეკომენდებულია ყოველდღიური გამოყენებისთვის