Nuk
„ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
„ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა


თარიღი: 12/10/2023

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვესთან, „ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.
კონფერენციაზე განხილულ იქნა ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა, კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობა და პროგრამული სიახლეები.
კონფერენციის მთავარი გზავნილი იყო მოწოდება ძუძუს კიბოზე სკრინინგის პროგრამებში მონაწილეობაზე. კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება უზრუნველყოფს დაავადების განვითარებისა და სიკვდილობის რისკის მკვეთრ შემცირებას.
კონფერენციის მონაწილეებს მომხსენებლებმა საქართველოში მოქმედი „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამა გააცნეს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის ინტერვენციები, მიზნობრივ პოპულაციებში.
სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც ოჯახის ექიმის დახმარებით, ისე - ონლაინ რეგისტრაციის საშუალებით შემდეგ ბმულზე: https://booking.moh.gov.ge/
„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილია კონფერენციები და შეხვედრები პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლებთან, კიბოს სკრინინგში ჩართულ სამედიცინო პერსონალთან, მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან.
ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს პარლამენტის ინიციატივით გაიმართა.