Nuk
ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება მრავალპროფილური, თანამედროვე სტანდარტების კლინიკა
ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება მრავალპროფილური, თანამედროვე სტანდარტების კლინიკა


თარიღი: 23/01/2024

ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება მრავალპროფილური, თანამედროვე სტანდარტების კლინიკა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს

 

ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება.

ცვლილებების შედეგად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლინიკა 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი.

აქვე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი. რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კლინიკურ აქტივობებში, მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას გულისხმობს.

ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს.