Nuk

მარცვლოვნები - Poaceae

თარიღი: 07 მარტი, 2018

ოჯახი Poaceae-მარცვლოვნები

მრავალფეროვანი ოჯახია, მოიაცავს შემდეგ გვარებს: Festuca, Stipa, Phleum, Agrostis, Poa, Setaria, Dactylis,Avena, lolium და ა.შ.

Festuca-წივანა და Stipa-ვაციწვერა გავრცელებულია თაბორის, თელეთის ქედებზე.

Avena- შვრია, Phleum- ტიმოთელა და Agrostis-ნამიკრეფია გვხვდება თბილისის გარშემო მინდვრებზე.

Poa-თივაქასრა თბილისის გარშემო გამეჩხერებული ტყეების საფარში.

Setaria -ძურწა იზრდება რუდერალურ ადგილებში, ბაღებში, მინდვრებში.

Dactylis- სათითურა ბუჩქნარებში, ტყის პირებზე, ტყეებში,ბალახოვან ფერდობებზე.

Lolium-კოინდარი. იზრდება ბალახოვან და რუდერალურ ადგილებში. თბილისში ეზოებსა და ბაღ-პარკებში.