Nuk
რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის ტემპერამენტის ცოდნა?

ბავშვის აღზრდა მაშინ ხდება რთული, როცა ველით, რომ ყველა ერთნაირად იგრძნობს და მოიქცევა. ტემპერამენტი სწორედ ის უჩინარი კომპასია, რომელიც თქვენს შვილს მართავს.

 

გაარკვიეთ რომელი ტემპერამენტის ტიპია თქვენი შვილი.

 

ტემპერამენტი ეს არის ადამიანის ბუნებრივი, ბიოლოგიურად წინასწარ განწყობილი ფსიქოემოციური სტილი, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, როგორ რეაგირებს ადამიანი გარემოზე.

 

ტემპერამენტი დაბადებიდანვე იკვეთება

 

კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვილებს განსხვავებული ტემპერამენტი აქვთ უკვე დაბადებისას: ზოგი მეტად რეაქტიულია ხმაურზე ან შიმშილზე, ზოგი კი მეტად წყნარი.

 

ძირითადი ოთხი ტიპი კი ასე გამოიყურება:

1. სანგვინიკი ბავშვი - ენერგიული, გახსნილი, სოციალურად აქტიური.

სწრაფად შედის ურთიერთობაში ახალ ადამიანეთან, ადვილად იძენს მეგობრებს

ხშირად იცინის, პოზიტიურია.

ზოგჯერ ვერ ასრულებდეს საქმეებს ბოლომდე.

გასათვალისწინებელი რომ შესაძლოა უჭირდეს დიდხანს კონცენტრაცია,რუტინული და მოსაწყენი ამოცანები, წესების დაცვა.

რეკომენდაციები:

გამოიყენეთ თამაშის ფორმა სწავლებისთვის;

მიეცით ახალ-ახალი გამოწვევები, მაგრამ შეზღუდული დროით;

მოუსმინეთ მის ისტორიებს, წაახალისეთ მისი კომუნიკაცია და ასწავლეთ მოსმენის კულტურა.

 

2. ქოლერიკი ბავშვი -აქტიური, მიზანდასახული, ხანდახან აგრესიულიც.უყვარს ლიდერობა, ჯიუტია, თავის გზაზე მიდის, რთულად ეგუება წარუმატებლობას, რეაქტიული და ფეთქებადია.

გასათვალისწინებელია რომ შესაძლოა უჭირდეს ემოციების მართვა, მოთმინება, კრიტიკის მიღება.

რეკომენდაციები:

წაახალისეთ მისი ინიციატივები, მაგრამ დააწესეთ მკაფიო საზღვრები,

ასწავლეთ რომ იფიქროს ქმედების შედეგზე;

ემოციური რეგულაციის თამაშები – სუნთქვა, პაუზა და ა.შ.

 

3. მელანქოლიკი ბავშვი - ძალიან ემოციური, მგრძნობიარე, ღრმად მოაზროვნე, დაკვირვებული და ფრთხილი

მიდრეკილი თვითკრიტიკისკენ,

კარგად უმკლავდება ინდივიდუალურ დავალებებს,არ უყვარს სპონტანურობა;

გასათვალისწინებელია რომ შესაძლოა უჭირდეს სიახლესთან შეგუება, ჯგუფში ჩართვა,შეცდომებთან გამკლავება.

რეკომენდაციები:

მიეცი დრო და სივრცე მოსაფიქრებლად,

არ გადაავსოთ ზედმეტი სტიმულებით,

ხშირად შეაქეთ, წაახალისეთ, დაანახეთ მისი ძალები.

 

4. ფლეგმატიკი ბავშვი - მშვიდი, აუღელვებელი, სტაბილური, იშვიათად ფეთქდება,შეიძლება დაბალი მოტივაცია ჰქონდეს, ზოგჯერ ფიზიკურად ზარმაცი ჩანს

გასათვალისწინებლია რომ შესაძლოა უჭირდეს სწრაფად რეაგირება ახალ სიტუაციებზე, მოტივაციის ამაღლება

აქტიურობა;

რეკომენდაციები:

 

მიეცი სტრუქტურა და თანმიმდევრულობა;

მიეცით მცირე ამოცანები პატარ-პატარა წარმატებით;

არ დაჩქარო, მაგრამ წაახალისე ჩართვაში – განსაკუთრებით ფიზიკურ აქტივობებში.

 

დამატებითი რჩევა:
შესაძლებელია, რომ ბავშვი იყოს შერეული ტემპერამენტის – მაგალითად, სანგვინიკ-ქოლერიკი ან მელანქოლიკ-ფლეგმატიკი. ამიტომ დაკვირვება და სიმპათიური მიდგომა აუცილებელია.