Nuk
თმის ცვენას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ქალების 50% განიცდის

თარიღი: 14 ოქტომბერი, 2023

იცით, რომ ქალების 50% ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე განიცდის თმის ცვენას?

თმის ცვენა ხშირი პრობლემაა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ქალების 50% ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე განიცდის შესამჩნევ თმის ცვენას. ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო კი ანდროგენული თმის ცვენაა, რომელიც ქალების დაახლოებით მესამედს აღენიშნება.

 

ნებისმიერ გოგონას ან ქალს შეიძლება აწუხებდეს თმის ცვენის პრობლემა, მაგრამ იგი უფრო ხშირია:

- 40 წლის შემდეგ
- მშობიარობის შემდგომ პერიოდში
- ქიმიოთერაპიის შემდგომ პერიოდში ან სხვა მედიკამენტებით მკურნალობის დროს
- თმის საღებავების ზემოქმედებით, ხშირი სალონური პროცედურების შემდგომ
- მენოპაუზის პერიოდში

 

მშობიარობის შემდეგ თმის ცვენა სრულიად ნორმალური მოვლენაა, რაც უმეტესობას მშობიარობიდან, 4-5 თვეში ეწყება და საშუალოდ სამი თვის მანძილზე გრძელდება, თუმცა შეიძლება ბავშვის პირველ დაბადების დღემდეც კი გაგრძელდეს.

 

ორსულობის დროს ჰორმონ ესტროგენის ჭარბი რაოდენობა თმის ზრდის ფაზას ახანგრძლივებს. შედეგად – თმა ჯანსაღდება, ხდება უფრო ხშირი.

 

მშობიარობის შემდეგ კი, როდესაც ესტროგენის დონე მკვეთრად ეცემა, გახშირებული თმის ღერები დასვენების ფაზაში გადადიან და 3-5 თვის შემდეგ ცვენას იწყებენ. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია დაბანისა და დავარცხნის დროს, როცა დასუსტებული თმის ღერები აბაზანაში ან სავარცხელზე აღმოჩნდებიან.

 

ყველა ქალი ინდივიდუალურია და მათი ორგანიზმი ცვლილებებზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს. ინტენსიური ცვენა ანემიისა და პოსტსამშობიარო თირეოდიტის სიმპტომია. ორივე ეს მდგომარეობა მკურნალობას საჭიროებს.

 

ფრანგული კომპანია არკოფარმა გვთავაზობს ფორკაპილის კაფსულებს, რომლის გამოყენებაც უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. ფორკაპილის სრულყოფილი ფორმულა აჩერებს თმის ცვენას, თმას ხდის უფრო მტკიცეს, ძლიერს და მბზინვარეს. ფორკაპილი ასევე დადებითად მოქმედებს ფრჩხილის ხარისხზე, რომელიც არანაკლებ შეიძლება დაზიანდეს ამ პერიოდში. აუმჯობესებს ფრჩხილის ხარისხს, ფერს, ამცირებს მტვრევადობას.

 

მწარმოებელი - არკოფარმა, საფრანგეთი. 

მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT სააფთიაქო ქსელში

ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4ა და აბაშიძის ქუჩა 34

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 599 09 09 09