Nuk
თირკმლის კენჭის სიმპტომები

თარიღი: 26 ნოემბერი, 2019

ხშირად ტკივილს თირკმლის და საშარდე გზების კენჭებს უკავშირებენ, თუმცა შესაძლოა კენჭის არსებობა ძლიერი ტკივილით ან სიმპტომების გარეშეც მიმდინარეობდეს. ეს ყოველივე დამოკიდებულია კენჭის მახასიათებლებზე, როგორიცაა: კენჭის ზომა, ფორმა, სტრუქტურა და მდებარეობა (თირკმელში ან საშარდე გზებში.)

ძლიერი ტკივილი – ასეთ დროს  კენჭი იჭედება საშარდე მილში და აფერხებს შარდის ნორმალურ გადინებას, შესაბამისად ხდება შარდის დიდი რაოდენობით დაგროვება თირკმელში, რაც იწვევს გაუსაძლის ტკივილს წელის არეში, ტკივილი უკნიდან წინა მხარეს გადმოდის და არ ჩერდება იმ შემთხვევაშიც კი თუ პოზიციას შეიცვლით. თირკმლის კენჭის ტკივილს, ხშირად ადარებენ მშობიარობის ტკივილს.      

სხვა სიმპტომები რაც შეიძლება ახლდეს თან თირკმლის კენჭებს:

- ღებინება
- გულისრევა
- სხეულის ტემპერატურა
- სისხლი შარდში
- მტკივნეული შარდვა

ჩამოთვლილი სიმპტომების დროს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ უროლოგს, განსაკუთრებით მაშინ თუ თქვენი სხეულის ტემპერატურა აიწევს.

დროებითი ტკივილი  – ასეთ დროს თირკმლის კენჭი არ არის გაჭედილი შარდსადინარში და არ ბლოკავს შარდის გადინებას, თუმცა გამოიხატება დროებითი ტკივილით წელის არეში.  ასეთი ტკივილი შესაძლოა თირკმლის სხვა დაავადებებითაც იყოს გამოწვეული, ამიტომ აუცილებელია გარკვეული კვლევების ჩატარება, რათა დადგინდეს ნამდვილად კენჭია თუ არა დისკომფორტის მიზეზი.

უსიმპტომო თირკმლის კენჭი – არსებობს თირკმლის უსიმპტომო კენჭები, რომლის არსებობაც არ გამოიხატება ტკივილით ან სხვა მახასიათებლებით, მის არსებობას მხოლოდ რენტგენოლოგიური კვლევის დროს ვიგებთ, ასეთი კენჭები ხშირ შემთხვევაში პატარა ზომის გახლავთ. უსიმპტომო კენჭების დროს, უროლოგთან ერთად უნდა შეარჩიოთ მკურნალობის ეფექტური მეთოდი, რათა თავიდან აირიდოთ შემდგომი გართულებები.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ თირკმლის კენჭის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. საყოველთაო ჯანდაცვა ნაწილობრივ აფინანსებს ოპერაციის თანხებს! დაგვიკავშირდით: 0322 23 40 23