Nuk
თირკმელზედა ჯირკვალი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა

თარიღი: 23 დეკემბერი, 2025

თირკმელზედა ჯირკვალი და რეპროდუქცია — კავშირი, რომელიც არ უნდა უგულებელყოთ!

 

ხშირად, ჰორმონული პრობლემების მიზეზის ძიებისას ყურადღება მხოლოდ საკვერცხეებზე გადაგვაქვს, თუმცა არსებობს ორგანო, რომელიც „კულისებიდან" მართავს ჩვენს ბალანსს — ეს თირკმელზედა ჯირკვალია.

 

რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

 

თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევამ (მაგალითად, ანდროგენების ჭარბმა გამოყოფამ) შესაძლოა გამოიწვიოს:
მენსტრუაციული ციკლის დარღვევა და უშვილობა;
ჭარბთმიანობა (ჰირსუტიზმი) და აკნე;

 

განსაკუთრებით საყურადღებოა: თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია — ეს არის გენეტიკური მდგომარეობა, რომელიც ხშირად ხდება რეპროდუქციული დარღვევების ფარული მიზეზი.

 

დროული დიაგნოსტიკა — წარმატების გარანტია

 

ჟორდანია-ხომასურიძის ინსტიტუტი გთავაზობთ კომპლექსურ კვლევას:
ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა (ექოსკოპია): სტრუქტურისა და ზომის შესაფასებლად.
სპეციფიკური ჰორმონალური კვლევები: მიზეზის ზუსტი იდენტიფიცირებისთვის.

 

ნუ ეცდებით მხოლოდ სიმპტომებთან ბრძოლას. მობრძანდით ჩვენთან, რათა დავადგინოთ რეალური მიზეზი და დავიბრუნოთ ჯანმრთელობა!

 

დაგეგმეთ ვიზიტი ჩვენთან:

ტელეფონი: +995 32 224 00 99; 599 58 41 09.

მისამართი: თევდორე მღვდლის 13, მე-7 სართული