Nuk
სპირულინა - წყალმცენარე გამოხატული იმუნომასტიმულირებელი თვისებებით

თარიღი: 24 მარტი, 2023

ინტერვიუ ექიმ ენდოკრინოლოგთან, სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორთან, ქალბატონ ნინო ჭუმბურიძესთან

 

სპირულინას მრავალფეროვანი სამკურნალო თვისებების გამოყენება მედიცინაში მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის. ბოლო წლებში ამ წყალმცენარის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ექიმების განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს. სპირულინას სამკურნალო თვისებებზე, ასევე მისი გამოყენების სფეროებზე ქალბატონი ნინო ჭუმბურიძე გვესაუბრება:

 

ქალბატონო ნინო, რა არის სპირულინა და რით არის განპირობებული მსოფლიოში გაზრდილი ინტერესი სპირულინას მიმართ?

სპირულინა წარმოადგენს ლურჯ-მწვანე წყალმცენარეს, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს მცენარეულ პიგმენტს - ქლოროფილს და აქვს ფოტოსინთეზის უნარი. მოგვიანებით სპირულინა მიაკუთვნეს ასევე ბაქტერიებს მისი ბიოქიმიური, გენეტიკური და ფიზიოლოგიური თვისებების გამო.

სპირულინას გამოყენებას, როგორც აღნიშნეთ, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მას  ჯერ კიდევ მაიას ტომები იყენებდნენ საკვებად მისი მდიდარი ნუტრიენტული შემადგელობის გამო. 80-იანი წლებიდან დიდი ძალისხმევა იხარჯებოდა ფუნქციური საკვების ან საკვები დანამატების შექმნაზე, რომელსაც ექნებოდა სხვადასხვა დაავადების საპროფილაქტიკო ან სამკურნალო თვისებები. სპირულინა გახდა ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი მრავალფეროვანი დადებითი ეფექტებით ადამიანის ჯანმრთელობაზე. სპირულინას, როგორც საკვები დანამატის ეფექტურობა განიხილებოდა ჰიპერქოლესტერინემიის, ჰიპერგლიკემიის, სხვადასხვა ანთებითი დაავადებების, ალერგიის, სიმსივნის, ინტოქსიკაციის, ვირუსული ინფექციების, კარდიოვასკულური დაავადებების, დიაბეტის და სხვა მეტაბოლური დარღვევების დროს.

 

სპირულინა შეიცავს 18 სახის ამინომჟავას. ასევე ვიტამინების და მიკროელემენტების ფართო სპექტრს. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს სპირულინა რკინას, b ჯგუფის ვიტამინებს, თუთიას, სელენს, კალციუმს და სხვა. სპირულინა წარმოადგენს საკვები ნივთიერებების შემცველობით ყველაზე მდიდარ ბუნებრივ პროდუქტს პლანეტაზე, რის გამოც იგი NASA-ს მიერ რეკომენდებულია როგორც კოსმონავტების საკვები ხანგრძლივი ფრენების დროს.

სპირულინას შემადგენლობის აღსაქმელად საინტერესოა მისი შედარება ჩვენთვის კარგად ნაცნობ პროდუქტ თაფლთან. საკვები ნივთიერებების შემცველობით მდიდარი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტი თაფლი შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, ასევე ამინომჟავებს, ცილებს და მინერალებს. 100გ თაფლში საშუალოდ 80გ შაქარი და 0,5გ ცილაა. სპირულინა ისეთივე მდიდარია ცილით და ამინომჟავებით, როგორც თაფლი ნახშირწყლებით. 100გ სპირულინა შეიცავს 60-70გ ცილას და 10-15% ნახშირწყალს. ნახშირწყლების დაბალი შემცველობის გამო ასეთი მაღალი ენერგეტიკული ღირებულების და მდიდარი შემადგენლობის პროდუქტი შეგვიძლია უსაფრთხოდ გამოვიყენოთ პაციენტებში ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევებით.  

 

რა სამკურნალო თვისებებით ხასიათდება სპირულინა?

სპირულინა გარდა მაღალი საკვები ღირებულებისა, შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენტებს - ბეტა-კაროტინს, ფიკოციანინს, ტოკოფეროლებს და სხვ. აღნიშნული კომპონენტები ავლენენ სხვადასხვა სამკურნალო თვისებებს, მათ შორის - ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, იმუნომოდულატორული, ჰიპოლიპიდემიური, ჰიპოგლიკემიური, სიმსივნის საწინააღმდეგო...

 

არსებობს რაიმე კვლევები რაც ადასტურებს სპირულინას სამკურნალო თვისებებს და მის უსაფრთხოებას ადამიანის ორგანიზმისთვის?

სპირულინაზე გაზრდილი ინტერესის გამო არსებობს უამრავი კვლევა მის სხვადასხვა დადებითი ეფექტის, ასევე უსაფრთხოების დასადასტურებლად ჩატარებულია როგორც ინ-ვიტრო, ასევე პრე-კლინიკური და კლინიკური კვლევები. თუმცა ბევრი საკითხი ჯერ კიდევ საჭიროებს ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარებას. (*Baicus C, Baicus A. Spirulina did not ameliorate idiopathic chronic fatigue in four N-of-1 randomized controlled trials. Phytotherapy Research2007;21(6):570–573. [PubMed[Google Scholar] [Ref list]; **Yang H-N, Lee E-H, Kim H-M. Spirulina platensis inhibits anaphaylactic reaction. Life Sciences1997;61(13):1237–1244. [PubMed[Google Scholar] [Ref list]; *** Hayashi K, Hayashi T, Maedaa M, Kojima I. Calcium spirulan, an inhibitor of envelope virus replication, from a blue-green alga Spirulina platensis . Journal of Natural Products1996;59:83–7. [PubMed[Google Scholar] [Ref list]; **** Ramamoorthy A, Premakumari S. Effect of supplementation of Spirulina on hypercholesterolemic patients. Journal of Food Science and Technology1996;33(2):124–128. [Google Scholar] [Ref list]; ***** Mani UV, Desai S, Iyer U. Studies on the long-term effect of Spirulina supplementation on serum lipid profile and glycated proteins in NIDDM patients. Journal of Nutraceuticals, Functional and Medical Foods2000;2(3):25–32. [Google Scholar] [Ref list]; ****** Reddy MC, Subhashini J, Mahipal SVK, et al. C-Phycocyanin, a selective cyclooxygenase-2 inhibitor, induces apoptosis in lipopolysaccharide-stimulated RAW 264.7 macrophages. Biochemical and Biophysical Research Communications2003;304(2):385–392. [PubMed[Google Scholar] [Ref list])

 

სეზონური ინფექციების მატებასთან ერთად განსაკუთრებით აქტუალური ხდება იმუნიტეტის გაძლიერების საკითხი ბავშვებსა თუ მოზრდილებში. შეგვიძლია თუ არა სპირულინას გამოყენება როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალების და რა მექანიზმი უდევს საფუძვლად მის ასეთ მოქმედებას?

სპირულინას იმუნომოდულატორული აქტივობა დადასტურებულია in vivo კვლევებით. იგი ასტიმულირებს T უჯრედების, სეკრეტორული IgA-ს პროდუქციას, ზრდის NK-უჯრედების აქტივობას. (Hirahashi T, Matsumoto M, Hazeki K, Saeki Y, Ui M, Seya T. Activation of the human innate immune system by Spirulina: augmentation of interferon production and NK cytotoxicity by oral administration of hot water extract of Spirulina platensis . International Immunopharmacology2002;2(4):423–434. [PubMed[Google Scholar] [Ref list]) სპირულინას ზოგადგამაჯანსაღებელი ეფექტი ასევე განპირობებულია მისი, როგორც ნატურალური პოლივიტამინის მოქმედებით და დადასტურებული ანტიოქსიდანტური მოქმედებით. სეზონური ინფექციების დროს მნიშვნელოვანია სპირულინას ანტივირუსული ეფექტიც, რომელიც ასევე დადასტურებულია კვლევებით სხვადასხვა ვირუსთან მიმართებაში. (Hayashi K, Hayashi T, Maedaa M, Kojima I. Calcium spirulan, an inhibitor of envelope virus replication, from a blue-green alga Spirulina platensis . Journal of Natural Products1996;59:83–7. [PubMed[Google Scholar] [Ref list])

 

ეფექტურია თუ არა სპირულინას გამოყენება ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის დროს და რით აიხსნება მისი ეფექტურობა?

ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის დროს სპირულინას გამოყენება საჭიროებს დამატებითი კვლევების ჩატარებას. თუმცა სპირულინას შემადგენელი ნუტრიენტები ამ პროდუქტს ხდიან სასურველ შემადგენელ კომპონენტად ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალო და საპროფილაქტიკო საშუალებებთან ერთად. სპირულინას დადასტურებული ანტიოქსიდანტური აქტივობა ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების პრევენციას და მის დაცვას თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისგან. სპირულინა ასევე მდიდარია მინერალების, მათ შორის სელენის შემცველობით, ეს უკანასკნელი კი კარგად არის ცნობილი მისი ფარისებრ ჯირკვალზე დადებითი ზემოქმედების კუთხით. სპირულინა ასევე მდიდარია ვიტამინი ბ12-ით, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი ვიტამინია ზემოთაღნიშნული დაავადებების დროს.

 

რას გვეტყვით არკოკაფსი სპირულინას შესახებ - თქვენთვის, როგორც ექიმისთვის რა გამოარჩევს მას სხვა ანალოგებისგან?

არკოკაფსი სპირულინა ეს არის უმაღლესი ხარისხის ორგანული სპირულინას ფხვნილი კაფსულირებულ ფორმაში. როდესაც ზღვის პროდუქტებზე და მათგან მიღებულ საკვებ დანამატებზე ვსაუბრობთ, უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების საკითხი - არსებობს ზღვის პროდუქტების დაბინძურების და მათში მძიმე მეტალების შემცველობის მაღალი ალბათობა. ამიტომ არკოკაფსი სპირულინა, რომელიც იწარმოება საფრანგეთში მრავალწლიანი გამოცდილების (დაარსდა 1980 წელს) და მაღალი სანდოობის კომპანია არკოფარმას მიერ (2022 წელს არკოფარმას მიენიჭა #1 კომპანიის წოდება საფრანგეთში საკვები დანამატების მწარმოებელთა შორის. (Data source : GERS - SOG Early France - Pharmacy  channel - Family  health  and Derma-cosmetics market defined by Arkopharma Laboratories - Health  food supplements category. Data MAT June 2022 in value.)) არკოკაფს სპირულინას მიღებული აქვს ორგანული პროდუქციის ნიშანი (ორგანული, ანუ „ბიო“ ნიშანი მიენიჭა 1993 წლიდან), წარმოადგენს უსაფრთხო, ეფექტურ და სანდო პროდუქტს.

 

როგორია არკოკაფსი სპირულინას დოზირება?

არკოკაფსი სპირულინას 3 კაფსულა შეიცავს 1176 მგ ორგანული სპირულინას ფხვნილს. ეს არის სპირულინას ეფექტური დღიური დოზა - დღეში 3 კაფსულა. მკურნალობა ხანგრძლივია და სასურველია გაგრძელდეს 1-3 თვის განმავლობაში.

 

ქალბატონო ნინო, როგორია იოდის შემცველობა არკოკაფს სპირულინაში? ხომ არ საჭიროებს იოდის კონტროლს მისი მიღების შემთხვევაში?

არკოკაფს სპირულინა ტიტრირებულია 0,1% იოდით. მისი დღიური დოზა (3 კაფსულა) შეიცავს 1176მგ სპირულინას ფხვნილს, რაც შეესაბამება 2,35მკგ იოდს. ეს კი ძალიან მცირე დოზაა იმისთვის, რომ ორგანიზმში იოდის დონის ცვლილება გამოიწვიოს.

 

ინიშნება თუ არა არკოკაფსი სპირულინა ბავშვებში და როგორია დოზირება?

არკოკაფსი სპირულინა ინიშნება ბავშვებში 6 წლის ასაკიდან. დოზირება აქაც ისეთივეა, როგორც მოზრდილების შემთხვევაში - 3 კაფსულა დღეში.