Nuk
შიშები ბავშვებში

თარიღი: 19 ნოემბერი, 2025

ბავშვის შიში ბუნებრივია ,ასაკის მიხედვით შიშები იცვლება. 

 

სამი წლისთვის ეს შეიძლება იყოს ხმაური, სიბნელე ან საწოლის ქვეშ მყოფი მონსტრები; 

 

სკოლის ასაკში კი უფრო სოციალური შიშები ჩნდება, როგორიცაა კლასელების შეფასება, შეცდომის დაშვება, მასწავლებლისგან შენიშვნის მიღება და ა.შ.

 

რატომ აშინებს ბავშვს ყველაფერი უფრო ძლიერად?
ბავშვების ტვინი ჯერ კიდევ სწავლობს:
ემოციების დამუშავებას;
რეალობისა და წარმოსახვის გარჩევას;
უსაფრთხოების შეგრძნებას.

 

რეკომენდაციები: 
ყველაზე გავრცელებული შეცდომაა როცა ბავშვს ვეუბნებით :„ნუ გეშინია, არაფერია".სჯობს ვუთხრათ:  „ვხედავ, რომ შეშინებული ხარ, მესმის შენი. მოდი, ერთად მოვიფიქროთ, როგორ გავუმკლავდეთ."ეს ქმნის უსაფრთხოების განცდას რაც ბავშვს ამ მომენტში ყველაზე მეტად სჭირდება;

 

ბავშვი უნდა ცნობდეს საკუთარ შიშებს ამაში კი დაეხმარება კითხვები:
„სად გრძნობ შიშს სხეულში?"
„თუ მას სახელი დავარქვათ, როგორ დავარქმევთ?"
„როდის მოდის და როდის მიდის?"

 

როცა ბავშვი შიშს აღწერს, ემოცია იკლებს ;
ვიწყებთ პატარა ნაბიჯებით-

 

თუ ბავშვს სიბნელის ეშინია

 

ჯერ ჩვენთან ერთად რჩება სიბნელეში , შემდეგ რამდენიმე წამით მარტო და ვზრდით დროს, თანდათან ტვინი სწავლობს, რომ საფრთხე არ არსებობა;

 

ბავშვს ყველაზე მეტად მშობლის სიმშვიდე ეხმარება,როცა მშობელი მშვიდად და თანაგრძნობით რეაგირებს, ბავშვიც უფრო მშვიდადაა. ამიტომ მშობლის ტონი, თვალის კონტაქტი და  საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია;

 

თამაში  საუკეთესო თერაპია-
ერთად დავხატოთ ის, რაც აშინებთ, გავითამაშოთ სცენარი ,თოჯინები ჩავრთოთ  სცენარში.
თამაში ტვინს აძლევს საშუალებას, ემოცია უსაფრთხოდ დაამუშაოს.