შაქრიანი დიაბეტი და კიდურები
თარიღი: 21 სექტემბერი, 2025
ტერფის პათოლოგიებს შორის,შაქრიანი დიაბეტით გამოწვეულ პათოლოგიებს დიდი ადგილი უჭირავს.
აღნიშნული დაავადების გართულებებს შორის ხშირია დიაბეტური ტერფის სინდრომი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად , დაიბეტური ტერფი, ეს არის ინფექცია, წყლული , ასევე ქსოვილებზე ღრმა დესტრუქციული ცვლილებები. დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს:
ქვემო კიდურების სისხლძარღვების დაზიანებით
სისხლის მიმოქცევის მოშლით
ნეიროპათიული მდგომარეობით.
გაითვალისწინეთ:
დარწმუნდით, რომ წელიწადში ერთხელ მაინც (ან უფრო ხშირად) სტუმრობთ ანგიოლოგს, თუ რისკის ქვეშ ხართ.
თუ თქვენ კიდური გიბუჟებათ ან ატყობთ მცირე ცვლილებებს – თქვენ მაღალი რისკის ქვეშ ხართ, რომ განგივითარდეთ წყლული.
ისწავლეთ როგორ გაისინჯოთ და მოუაროთ კიდურებს.
თქვენ უნდა დაითვალიეროთ ტერფები ყოველდღიურად, დაიცავით ჰიგიენის წესები და გაიმშრალოთ საგულდაგულოდ.
ატარეთ შესაბამისი ფეხსაცმელი.
ქალების 50%, ხოლო მამაკაცების 27 %, რომლებიც დაავადებულნი არიან შაქრიანი დიაბეტით ატარებენ ფეხსაცმელს, რომელიც სახიფათოა ტერფებისთვის
პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე სპეციალისტთან დროული ვიზიტი მნიშვნელოვანია
ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 032 288 09 09
მის:ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5