toto toto situs toto toto situs togel toto slot slot slot slot toto
როცა წყვილი „ზედმეტად ჰგავს" ერთმანეთს - რა არის HLA ტიპირება? | ჯანმრთელობა | vidal.ge
Nuk
როცა წყვილი „ზედმეტად ჰგავს" ერთმანეთს - რა არის HLA ტიპირება?

თარიღი: 16 აპრილი, 2026

ხშირად გვსმენია, რომ საპირისპიროები იზიდავენ ერთმანეთს, მაგრამ იცოდით, რომ რეპროდუქციულ მედიცინაში ეს ფრაზა ბიოლოგიურ ჭეშმარიტებას ეფუძნება?

 

ზოგჯერ წყვილს ყველა სტანდარტული კვლევა წესრიგში აქვს, თუმცა ორსულობა მაინც არ დგება. ამ დროს მიზეზი შეიძლება იმუნოლოგიურ „მსგავსებაში" იმალებოდეს.

 

რა არის HLA (ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენი)?
ეს არის ცილების ნაკრები, რომელიც ჩვენს იმუნურ სისტემას ეხმარება გაარჩიოს „თავისი" და „უცხო". ორსულობისას დედის ორგანიზმმა ნაყოფი უნდა აღიქვას, როგორც „ნახევრად უცხო" (რადგან მასში მამის გენეტიკაცაა) და ჩართოს დამცავი მექანიზმი, რათა არ მოხდეს მისი მოცილება.

 

პრობლემა იწყება მაშინ, როცა...
თუ ცოლ-ქმრის HLA ანტიგენები ზედმეტად ჰგავს ერთმანეთს, დედის იმუნური სისტემა ვერ აღიქვამს ნაყოფს როგორც „უცხოს", ვერ რთავს დამცავ რეაქციებს და ორგანიზმი ნაყოფს აღიქვამს, როგორც საკუთარ დაზიანებულ უჯრედს. შედეგად ხდება ორსულობის შეწყვეტა ან იმპლანტაციის წარუმატებლობა.

 

როდის არის საჭირო HLA ტიპირება?
გაურკვეველი მიზეზის უშვილობისას;
ორსულობის განმეორებითი შეწყვეტისას (ჩვეული აბორტი);
ინვიტრო განაყოფიერების (IVF) რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ.

 

გამოსავალი არსებობს!

დიაგნოზი არ არის განაჩენი. როცა მიზეზი ცნობილია, თანამედროვე რეპროდუქტოლოგია გვთავაზობს სპეციალურ იმუნომოდულაციურ თერაპიას, რომელიც ეხმარება დედის ორგანიზმს ორსულობის შენარჩუნებაში.

 

ჟორდანია-ხომასურიძის ინსტიტუტში ჩვენ ვიკვლევთ უშვილობის ყველაზე რთულ და „უხილავ" მიზეზებსაც კი, რათა თქვენს ოჯახში ნანატრი ხმა გაისმას. 
დაგვიკავშირდით: +995 32 224 00 99 / +995 555 03 77 00
მისამართი: თევდორე მღვდლის 13, მე-7 სართული