Nuk
როგორ ხდება ჰაიმორიტის მკურნალობა — რა უნდა ვიცოდეთ

თარიღი: 02 ივნისი, 2025

ჰაიმორიტი არის მდგომარეობა, როცა ზედა ყბის წიაღი, ანუ ჰაიმორის ღრუს ანთება მიმდინარეობს. ის ხშირად იწვევს დისკომფორტს და ანთებას, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ადამიანის ცხოვრების ჩვეულ რიტმში გაგრძელებას.

სინუსიტი და ჰაიმორიტი ხშირად ერევათ ერთმანეთში, მაგრამ ამ უკანასკნელს აქვს უნიკალური მახასიათებლები და სიმპტომები. განსხვავებულია ჰაიმორიტის მკურნალობის გზებიც.

როგორ ამოვიცნოთ ჰაიმორიტი?
ჰაიმორიტის სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს მდგომარეობის სიმძიმისა და ხანგრძლივობის მიხედვით, მაგრამ ჩვეულებრივ მოიცავს, მაგალითად, უსიამოვნო შეგრძნებასა და წნევას ლოყებისა და ზედა ყბის ირგვლივ: ეს შეიძლება იგრძნოთ, როგორც ყრუ ტკივილი. საკმაოდ ხშირია ლოკალიზებული თავის ტკივილი, განსაკუთრებით შუბლისა და ლოყის მიდამოებში.

ჰაიმორიტის ნიშნების შეიძლება იყოს ცხვირით ცხვირით სუნთქვის გაძნელება ცხვირის შეშუპების ან ანთებითი პროცესების გამო. შეიძლება გაწუხებდეთ ცხვირიდან სქელი გამონადენი, ხშირად ყვითელი ან მწვანე, რაც მიუთითებს ინფექციაზე ან ანთებაზე.

ჰაიმორიტის სიმპტომები შეიძლება იყოს სუნისა და გემოვნების რეცეპტორების „დაჩლუნგება“, რასაც წიაღებში მიმდინარე ანთება იწვევს ხოლმე. არც თუ იშვიათია ტემპერატურის მატება და დაღლილობა

ეს ნიშნები საყურადღებოდა, რადგან მკურნალობის გადადების შემთხვევაში, შეიძლება, ქრონიკული ჰაიმორიტი ჩამოგიყალიბდეთ. ამიტომაც, სიმპტომებიც გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ შესაბამის სპეციალისტს.

ასევე, ხშირია შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, სხვადასხვა პაციენტში რამდენად განსხვავებულად შეიძლება გამოვლინდეს პრობლემა. მაგალითად, როგორია ჰაიმორიტი ბავშვებში, ან ასაკოვან პაციენტებში. როგორც წესი, მისი მიმდინარეობა ზემოხსენებული სიმპტომებით მიმდინარეობს და, მაგალითად, ჰაიმორიტი ორსულებში რაიმე სხვა ნიშნებით არ ვლინდება.

რა იწვევს ჰაიმორიტს?

ჰაიმორიტის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია. მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ტიპის ინფექციების გადატანის შემდეგ, იქნება ეს ბაქტერიული, ვირუსული თუ სოკოვანი - პათოგენებმა შეიძლება გამოიწვიოს წიაღებში ანთება.

გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს ალერგიაც - იქნება ეს სეზონური ალერგენების მოქმედება თუ დამაბინძურებლებზე ორგანიზმის რეაქცია, წიაღებში ანთებითი რეაქცია შეიძლება ასეც განვითარდეს. ამგვარადვე მოქმედებს მტვერი, კვამლი და სხვა ქიმიური ნივთიერებები თუ დამაბინძურებლები.

ჰაიმორიტი შეიძლება სტომატოლოგიური პრობლემებითაც იყოს გამოწვეული - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ზედა კბილების ან ყბის ინფექციები გვაწუხებს. 

გამომწვევ მიზეზად შეიძლება მოგვევლინოს ცხვირის პოლიპებიც, როცა ცხვირის არხების სტრუქტურული პრობლემები იწვევს სითხის დაგროვებასა და შემდგომ ანთებას.

როგორ ვუმკურნალოთ დაავადებას?

ჰაიმორიტის თერაპია მნიშვნელოვანი პროცესია, ამიტომაც არ მიმართოთ თვითმკურნალობის გზას და გაიარეთ კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტთან. როგორ წარიმართება მკურნალობის პროცესი, რა იქნება თქვენი ჰაიმორიტის სამკურნალო საშუალება და მრავალი სხვა ასპექტი სწორედ ექიმმა უნდა განსაზღვროს.

მაგალითად, შესაძლებელია, სირთულიდან გამომდინარე, ექიმმა ჰაიმორიტის ანტიბიოტიკით მკურნალობა გადაწყვიტოს - რომელი მედიკამენტი იქნება შერჩეული თქვენს შემთხვევაში, ჩვენებებისა და თქვენი სამედიცინო ისტორიის მიხედვითაა გადასაწყვეტი. ჰაიმორიტის სამკურნალო ანტიბიოტიკად მრავალი პრეპარატი შეიძლება იქნას გამოყენებული. 

იმის მიხედვით, რამ გამოიწვია და როგორ მიმდინარეობს, შეიძლება ექიმმა სოკოს საწინააღმდეგო ან ანტივირუსული მედიკამენტებიც გამოგიწეროთ. ჰაიმორიტის წამალი უნივერსალური სახით არ არსებობს და ჩვენებების მიხედვით განსხვავებული პრეპარატები შეიძლება დაგჭირდეთ.

ჰაიმორიტის ცხვირის წვეთები, (ან უბრალოდ ჰაიმორიტის წვეთები) ე.წ. დეკონგესტანტები ინიშნება იმისათვის, რომ შეამციროს შეშუპება არხებში, ხელი შეუწყოს ლორწოს გადინებას და შეამციროს წნევა. თითქმის იმავე მიზეზით, არხებში ანთების შესამცირებლად, ექიმები ხშირად იყენებენ სპრეიებსაც. მაგალითად, დეფლიუ სინუსი, რომელსაც ხშირად ჰაიმორიტის სპრეისაც უწოდებენ, ხელს უწყობს ცხვირის სინუსების გასუფთავებასა და აქვს ანტისეპტიკური მოქმედებაც. ეს პრეპარატი საკმაოდ ხშირად გამოიყენება ჰაიმორიტის სამკურნალოდ.

თუმცა, მთავარი მაინც ისაა, რომ გვახსოვდეს - ჰაიმორიტის მედიკამენტები ცალკე, უნივერსალურ ჯგუფად იშვიათად გვხვდება. დაავადების მკურნალობა ხშირად სიმპტომურია და ემსახურება, ერთი მხრივ, ჩაკეტილი წიაღების გათავისუფლებას, მეორე მხრივ კი - გამოწვეული სხვადასხვა დისკომფორტის მოხსნას.

მძიმე ან ქრონიკულ შემთხვევებში ჰაიმორიტის დროს შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა ცხვირის პოლიპების მოსაშორებლად ან სტრუქტურული დარღვევების გამოსასწორებლადაც, როგორიცაა, მაგალითად, გადახრილი ძგიდე, რაც ხელს უწყობს განმეორებით ჰაიმორიტს.

წყარო: https://shorturl.at/CoVeP