როგორ დავიცვათ თავი თბური ტალღებისგან?
თარიღი: 15 ივლისი, 2025
თბური ტალღა არის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის შენარჩუნება რამდენიმე დღისა და ღამის განმავლობაში. განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე - იწვევს როგორც სხვადასხვა დაავადების განვითარებას, ასევე არსებულის გამწვავებას. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ბავშვები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ადამიანები, ვისაც შენობის გარეთ უხდება მუშაობა.
მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია:
დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი);
გადახურება რომელმაც, შესაძლოა, გააუარესოს გულ-სისხლძარღვთა და რესპირაციული დაავადებების მქონე მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა;
სითბური გამოფიტვა;
სითბური დაკვრა.
როგორ დავიცვათ თავი?
მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლური, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.
საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.
მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას; ამისთვის გამოიყენეთ დღის ყველაზე გრილი პერიოდი დილით, დილის 07:00 სთ-მდე.
ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი, კეპი, ქოლგა, მზისგან დამცავი სათვალე.
თუ შესაძლებელია, გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით.
თუ სახლში სიგრილის შენარჩუნება შეუძლებელია, შეეცადეთ დღის განმავლობაში 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგ: მეტრო, მაღაზია, აფთიაქი და სხვ).
არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში!
გისურვებთ ჯანმრთელობას!