Nuk
როდის არის აუცილებელი ხანგრძლივი ჰოლტერ მონიტორინგი?

თარიღი: 21 ოქტომბერი, 2025

ხშირად,  ინსულტის მიზეზი შეიძლება იყოს დამალული (უსიმპტომო) გულის არითმია -არარეგულარული გულისცემა, რომელსაც მოციმციმე არითმია - იგივე წინაგულთა ფიბრილაცია ეწოდება. პაციენტი ამას ვერ გრძნობს, მაგრამ სწორედ ეს მდგომარეობა იწვევს ტვინის სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნას და შესაძლოა გახდეს განმეორებითი ინსულტის მიზეზი.

 

ხანგრძლივი ჰოლტერ მონიტორინგი (7 დღე, 14 დღე ან 1 თვე) საშუალებას გვაძლევს ზუსტად დავაფიქსიროთ მსგავსი „დამალული“ არითმიები და თავიდან ავიცილოთ სერიოზული გართულებები. 

 

კვლევების მიხედვით, გრძელვადიანმა მონიტორინგმა არითმიების გამოვლენის სიხშირე ხუთჯერ გაზარდა სტანდარტულ 24-საათიან კვლევასთან შედარებით. 

 

თუ ინსულტის მიზეზი ბოლომდე არ არის გარკვეული ან გაქვთ თავბრუსხვევა, გონების დაკარგვის ეპიზოდები ან პულსის არარეგულარულობა, ეს კვლევა აუცილებელია - თქვენი გულის და ტვინის უსაფრთხოებისთვის. 

 

გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში დანერგილია უახლესი, ინოვაციური აპარატურა და ტექნოლოგიები - თანამედროვე მოწყობილობები, რომლებიც უზრუნველყოფენ პაციენტის უწყვეტ მონიტორინგს ერთ თვემდე პერიოდში.

 

7–12 დღიანი მონიტორინგისას გამოიყენება უკაბელო, კომფორტული მოწყობილობები, რომლებიც პაციენტს აძლევს სრულ მოძრაობის თავისუფლებას;

 

14 და 30 დღიანი მონიტორინგისას გამოიყენება კაბელიანი მოდელები, რაც საშუალებას იძლევა კიდევ უფრო ხანგრძლივი და დეტალური მონაცემების მიღება.

 

ასე ხდება გულის რიტმის ზუსტი და უსაფრთხო კონტროლი - ინდივიდუალურად შერჩეული ტექნოლოგიით თითოეული პაციენტისთვის. 

 

ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 240 23 22

 

ჩვენი მისამართია: თბილისი, ნინო ჯავახიშვილის ქ. №1