რა არის პანიკის შეტევა?
თარიღი: 09 ოქტომბერი, 2025
ფიქრობ და გრძნობ, რომ გული ჩერდება, ჰაერი აღარ გყოფნის ან თითქოს ყველაფერი არყოფნაში იძირება? ეს არის პანიკის შეტევა!
DSM-5 (ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის დიაგნოსტიკური სახელმძღვანელო) მიხედვით, პანიკის შეტევა არის ინტენსიური შიშის ან ძლიერ დისკომფორტის მოულოდნელი ტალღა, რომელიც რამდენიმე წუთში მაქსიმუმს აღწევს და თან ახლავს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან, მინიმუმ 4:
გულისცემა, აჩქარებული პულსი
ოფლიანობა
კანკალი ან სხეულის ცახცახი
სუნთქვის გაძნელება ან ჰაერის დეფიციტი
გრძნობა, თითქოს იხუთები
გულმკერდის ტკივილი ან დისკომფორტი
გულისრევა ან მუცლის ტკივილი
თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა, გონების დაკარგვის შიში
სიცივის ან სითბოს ტალღები
დაბუჟება ან ჩხვლეტები (პარესტეზია)
დერეალიზაცია (გარემოს არარეალურობის შეგრძნება) ან დეპერსონალიზაცია (საკუთარი თავისგან "მოშორებულად" ყოფნა)
გაგიჟების შიში
სიკვდილის შიში
პანიკის შეტევა შეიძლება იყოს:
მოულოდნელი (უნცუედ) — ყოველგვარი აშკარა მიზეზის გარეშე
განსაზღვრული სიტუაციით გამოწვეული (ცუედ) — კონკრეტულ მოვლენასთან, ფობიასთან ან სიტუაციასთან დაკავშირებული
ყველა შემთხვევაში აუცილებელია, მიმართოთ ექიმს რათა გამოირიცხოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა!
გახსოვდეს:
პანიკის შეტევა შეიძლება შენს ცხოვრებაში პირველად მოხდეს და გეგონოს, რომ კვდები, ან გიჟდები, მაგრამ ეს არ კლავს!
შეტევა დროებითია, მართვადია და შენ მარტო არ ხარ!
არ დამალოთ შიში, არ გახდეთ სტიგმატიზაციის მსხვერპლი, გადადგით ნაბიჯი და მიმართეთ ოჯახის ექიმს, ნევროლოგს, ფსიქიატრს ან ფსიქოლოგს.
ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, გამორიცხავს სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებას და სწორად წარმართავს მკურნალობას.
თუ გსურთ ნევროლოგთან კონსულტაცია, ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად დარეკეთ ცხელ ხაზზე 032 222 22 11