Nuk
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?

თარიღი: 07 იანვარი, 2026

ალკორესტი წარმოადგენს კომბინირებულ საკვებ დანამატს, რომელიც გამოიყენება ალკოჰოლის მიღების შემდეგ განვითარებული დისკომფორტის შესამსუბუქებლად. ალკოჰოლი იწვევს სითხისა და ელექტროლიტების დაკარგვას, ზრდის ღვიძლზე დატვირთვას და ხშირად განაპირობებს ისეთი სიმპტომების განვითარებას, როგორიცაა თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა და საერთო სისუსტე.

 

ალკორესტი არ არის ალკოჰოლის ზემოქმედების აღმომფხვრელი საშუალება და არ ცვლის ჯანსაღ ცხოვრების წესს, თუმცა ხელს უწყობს ორგანიზმის აღდგენით პროცესებს.

 

მოქმედების მექანიზმი
ალკორესტის მოქმედება ეფუძნება მის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების სინერგიულ ეფექტს, რაც მიზნად ისახავს ტკივილის შემცირებას, რეჰიდრატაციასა და ღვიძლის ფუნქციის მხარდაჭერას.

 

თეთრი ტირიფის ქერქი
თეთრი ტირიფის ქერქი წარმოადგენს აცეტილსალიცილის მჟავას ბუნებრივ წყაროს. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება და გამოიყენება თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილის დროს. სუფთა ასპირინისგან განსხვავებით, ნაკლებად აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს.

 

ქოლინი
ქოლინი არის შეუცვლელი ნუტრიენტი, რომელიც მონაწილეობს ღვიძლის უჯრედების მემბრანის სტაბილიზაციასა და რეგენერაციაში. იგი ავლენს ჰეპატოპროტექტორულ მოქმედებას და მონაწილეობს ცხიმების მეტაბოლიზმში.

 

ნატრიუმი და კალიუმი
ნატრიუმი და კალიუმი აუცილებელია წყალ-მარილოვანი ბალანსის შენარჩუნებისთვის. მათი დეფიციტი ხშირად ვითარდება ალკოჰოლის მიღების შემდეგ სითხის დაკარგვის ფონზე. აღნიშნული ელექტროლიტები უზრუნველყოფს ნერვული და კუნთოვანი სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას.

 

გლუკოზა
გლუკოზა წარმოადგენს ენერგიის მნიშვნელოვან წყაროს. იგი ხელს უწყობს ღვიძლის ანტიტოქსიურ ფუნქციას, აუმჯობესებს რეჰიდრატაციას და ამცირებს საერთო სისუსტეს.

 

ვიტამინი B6
ვიტამინი B6 მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში. იგი დადებით გავლენას ახდენს კონცენტრაციასა და საერთო თვითშეგრძნებაზე.

 

ჩვენებები
ალკორესტი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
ნაბახუსევთან დაკავშირებული სიმპტომები (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება)
ალკოჰოლის მიღების შემდეგ განვითარებული დეჰიდრატაცია
ალკოჰოლის ჭარბი მიღებით გამოწვეული ინტოქსიკაცია

 

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ
ჰიპერგლიკემია და შაქრიანი დიაბეტი

 

მიღების წესი და დოზირება
1 შუშხუნა ტაბლეტი იხსნება 200 მლ გრილ წყალში. მიღება უნდა მოხდეს გახსნისთანავე.
მაქსიმალური დღიური დოზა — 3 შუშხუნა ტაბლეტი.

 

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ალკორესტი წარმოადგენს საკვებ დანამატს და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად.