toto toto situs toto toto situs togel toto slot slot slot slot toto
მიხეილ სარჯველაძე ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების რისკებზე საუბრობს | ჯანმრთელობა | vidal.ge
Nuk
მიხეილ სარჯველაძე ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების რისკებზე საუბრობს

თარიღი: 21 აპრილი, 2026

მიხეილ სარჯველაძე: „კითხვებზე პასუხების საჭიროების გამო იკავებენ თავს ევროპული სახელმწიფოები და არა იმის გამო, რომ რომელიმე სკანდინავიურ სახელმწიფოს ემპათია აკლია ან ენანება ერთ პაციენტზე, წლიურად, 2.5 მილიონიანი წამლის დაფინანსება“

 

„კითხვებზე პასუხების საჭიროების გამო იკავებენ თავს ევროპული სახელმწიფოები ამ დრომდეც და არა იმის გამო, რომ, მაგალითად, ვთქვათ, რომელიმე სკანდინავიურ სახელმწიფოს ემპათია აკლია ან ენანება ერთ პაციენტზე, წლიურად, 2.5 მილიონიანი წამლის დაფინანსება“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

 

მინისტრის განცხადებით, სწორედ ამ რისკებისა და საკმარისი მონაცემების არქონის გამო, საქართველოზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც კი თავს იკავებენ ამ მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსებისგან.

 

„არსებობენ ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც არიან საქართველოზე ბევრად მძლავრი, ვეებერთელა ფინანსური შესაძლებლობებით, ბევრად დაწინაურებული ჯანდაცვის სისტემებით. მაგალითად, ნორვეგია, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ლიხტენშტაინი. არ არის სწორი და ლოგიკური, რომ დავსვათ რიტორიკული კითხვა: ამ სახელმწიფოებს რა მიზეზით არ აქვთ ამ დრომდე შეტანილი საკუთარი ჯანდაცვის პროგრამაში ამ მედიკამენტების დაფინანსება?! - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.