Mg – მაგნიუმი: მნიშვნელოვანი ფაქტები და დეფიციტის ნიშნები
თარიღი: 04 იანვარი, 2026
მაგნიუმის დონე სისხლის შრატში განისაზღვრება, თუმცა ანალიზს დიდი ინფორმატიულობა არ აქვს, რადგან ორგანიზმი ყოველთვის ცდილობს, შრატში მაგნიუმის შემცველობა მაღალი იყოს. დაეცემა თუ არა შრატში ამ ელემენტის დონე, უჯრედებიდან მაშინვე გამოთავისუფლდება მაგნიუმი და შრატში გადადის. შრატში მაგნიუმის დონის დაცემა კი ამ ელემენტის შორს წასულ დეფიციტზე მიგვანიშნებს.
მაგნიუმი უჯრედშიდა იონია. ის როგორც კოფაქტორი სჭირდება უჯრედულ მეტაბოლიზმსა და უჯრედულ ციკლში ჩართულ 200-მდე ფერმენტს;
ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ნაყოფის/ჩვილის მაგნიუმით მომარაგებაზეც უნდა იზრუნონ. განსაკუთრებით მაღალია მაგნიუმის დეფიციტის რისკი ორსულობის 28-ე კვირიდან .
სპორტსმენებს მაგნიუმის დეფიციტი ორმაგი საფრთხის წინაშე არიან აქტიურად მომუშავე კუნთები მეტ მაგნიუმს მოიხმარს, მეორე მხრივ, ძლიერი ოფლიანობა მაგნიუმის დანაკარგს ზრდის, დიაბეტიანებში სისხლში შაქრის დონის მატება იწვევს შარდში მეტი მაგნიუმის გამოყოფას. შედეგად დიაბეტით დაავადებულებს ხშირად აქვთ დაქვეითებული მაგნიუმის დონე.
მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომები:დაღლილობა, სისუსტე, გაღიზიანება. უმადობას, ყაბზობა გულისრევის შეგრძნება.
დეფიციტის ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომია კრამპი – "ძარღვის გაკვანძვა";,დაბუჟების, ჩხვლეტის, ქავილის, მთელ სხეულში ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნებით;თავბრუხვევა;გულის რიტმის დარღვევა, გულისცემის აჩქარება, ჰიპერტენზია გულმავიწყობა და კონცენტრაციის გაუარესება .
მაგნიუმით მდიდარია თხილეული და შავი შოკოლადი . მათი კვების რაციონში არსებობა საჭიროა , თუმცა მაინც დანამატის სახით ხდება მაგნიუმის დეფიციტოს პროფილაქტიკა.