Nuk
მაუგლის მეთოდი ანუ როგორ შეიძლება დავმართოთ ბავშვს შენჯღრევის სინდრომი?

თარიღი: 22 თებერვალი, 2024

სტატიის ავტორია - პედიატრი ძმები

მაუგლის მეთოდი ანუ როგორ შეიძლება დავმართოთ ბავშვს შენჯღრევის სინდრომი?!

CDC--ის განმარტება: ბავშვის შენჯღრევის სინდრომი (shaken baby syndrome) არის თავის არიდებადი, მძიმე ფორმის ფიზიკური ძალადობა, რომელიც მოსდევს ხელებით, ფეხებით ან მხრებით ბავშვის შენჯღრევას. შBშ შეიძლება განვითარდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი არ ეჯახება არაფერს. 

 

გამომწვევი მიზეზი?

- უმეტესწილად ბავშვის უშუალო მეურვე (მშობელი, ძიძა და ა.შ.) გამოდის წყობიდან იმის გამო, რომ ბავშვი ტირის, გვიან ღამით მოუწია ჭამა, პამპერსის გამოცვლა და ა.შ., შესაბამისად, ძალადობს

- სხვა მიზნით, აჩქარების მინიჭება ბავშვის სხეულისთვის, როდესაც ბავშვი გვიჭირავს ხელ(ებ)ით, ფეხ(ებ)ით ან მხრებით.

ყველაზე დიდი რისკი არის 2-4 თვემდე ბავშვები, ფიქსირდება 5 წლამდე ბავშვებშიც. აშშ-ში 600-1400 ოფიციალური შემთხვევა დასტურდება წელიწადში.

 

რატომ ვითარდება ამ ასაკში უფრო ადვილად?

- სუსტი კისრის კუნთები და დიდი (მძიმე) თავი (სხეულთან მიმართებაში)

- სისხლძარღვები ადვილად დაზიანებადია

- თავზურგტვინის სითხის ამორტიზაციული ფუნქცია არ არის ისეთი ეფექტიანი, როგორც უფრო დიდი ასაკის ბავშვებსა და ზრდასრულებში

 

შესაძლო არასახარბიელო შედეგები, შეჯახების გარეშე ანუ მყისიერი შენელებისას ან მყისიერი მიმართულების ცვლისას:

- ქალასშიდა სისხლჩაქცევები

- თავის ტვინის დაჟეჟილობა

- აქსონური დაზიანება

- ანოქსიური დაზიანება და მისი შემდგომი მოვლენები (სწრაფი მოძრაობისას სუნთქვა შეიძლება გააჩეროს ბავშვმა)

 

შესაძლო არასახარბიელო შედეგები შეჯახებისას:

- თავის დაზიანებები

- მოტეხილობები

- თვალის დაზიანებები

 

როგორ ავირიდოთ თავიდან?

- მშობლები მოვამზადოთ ბავშვისათვის (წყობიდან გამოსვლის შანსის შემცირება, თვითდამშვიდების ტექნიკები)

- არ დაუტოვო ბავშვი არასანდო მეურვეს ან დაწესებულებას

- არ ჩაატარო ისეთი მოძრაობები, რომელიც მოიცავს ბავშვის სწრაფ აჩქარებას მაშინ, როდესაც ის ხელით, ფეხით ან მხრებით გვიჭირავს!

ნელი და ნაზი რწევა (ხელში ან ფეხზე ჯდომისას) არ არის ასოცირებული ამ სინდრომთან!

 

პედიატრი ძმები - https://www.facebook.com/PediatricianBrothers