toto
toto
slot
toto
toto
toto slot
toto
slot
slot
toto
კორტიზოლი F — სტრესის ჰორმონი და მისი გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე | ჯანმრთელობა | vidal.ge
Nuk
კორტიზოლი F — სტრესის ჰორმონი და მისი გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე

თარიღი: 22 თებერვალი, 2026

კორტიზოლი არის ჰორმონი, რომელსაც თირკმელზედა ჯირკვლები გამოიმუშავებენ. ის გადამწყვეტ როლს თამაშობს ორგანიზმის სტრესზე რეაგირებისას, არეგულირებს მეტაბოლიზმს, იმუნურ სისტემას და არტერიულ წნევას. კორტიზოლის დონის განსაზღვრა (კორტიზოლი F) გვეხმარება ორგანიზმის ფუნქციონირების ზუსტ შეფასებაში.

 

რატომ არის კორტიზოლი მნიშვნელოვანი რეპროდუქტოლოგიაში?

 

სტრესი და ნაყოფიერება:
ქრონიკულად მაღალი კორტიზოლის დონე ხელს უშლის რეპროდუქციული ჰორმონების (ესტროგენი, პროგესტერონი, ტესტოსტერონი) გამომუშავებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ოვულაციის პრობლემები, სპერმის ხარისხის გაუარესება და გაართულოს დაორსულება.

 

IVF და კორტიზოლი: 
ინვიტრო განაყოფიერების (IVF) პროცესი თავისთავად სტრესული შეიძლება იყოს. კორტიზოლის მაღალმა დონემ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ემბრიონის იმპლანტაციაზე და წარმატების მაჩვენებელზე.

 

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი (PCOშ): 
კორტიზოლის დისბალანსი ხშირად გვხვდება PჩOშ-ის მქონე პაციენტებში, რაც ამძიმებს სიმპტომებს და ართულებს დაორსულებას.

 

რა იწვევს კორტიზოლის დონის ცვლილებას?
მაღალი დონე: ქრონიკული სტრესი, უძილობა, გარკვეული დაავადებები (მაგ., კუშინგის სინდრომი), ზოგიერთი მედიკამენტი.

 

დაბალი დონე: იშვიათად, მაგრამ შესაძლოა მიუთითებდეს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობაზე (ადისონის დაავადება).

 

როდის არის საჭირო კორტიზოლის კვლევა?
უშვილობის პრობლემების დროს.
მენსტრუალური ციკლის დარღვევისას.
მუდმივი სტრესის ან ქრონიკული დაღლილობის დროს.
PCOშ-ის დიაგნოზისას ან ეჭვის დროს.

 

ჩაიტარეთ ჰორმონალური კვლევა ჟორდანია-ხომასურიძის ინსტიტუტში!

 

ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები დაგეხმარებიან თქვენი ჰორმონალური ბალანსის შეფასებაში, კორტიზოლის დონის განსაზღვრასა და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის გეგმის შედგენაში.

 

იზრუნეთ თქვენს შინაგან სიმშვიდეზე — ის თქვენი ჯანმრთელობის გასაღებია!

მისამართი: თევდორე მღვდლის ქ. 13, მე-7 სართული 

კონსულტაციაზე ჩასაწერად: +995 32 224 00 99