ხელოვნებით თერაპია "თერაპიის სახლში".
თარიღი: 24 ივნისი, 2025
თერაპიის სახლში ხელოვნებით თერაპია უკვე 30 წელია, რაც ადამიანების ჯანმრთელობისა და შინაგანი ბალანსის აღდგენის სამსახურში დგას.
თიხა, სახატავი ნახშირი, ბუნებრივი საღებავები, პასტელები — ეს მასალები აქ მხოლოდ შემოქმედებითი თვითგამოხატვისთვის კი არა, სხეულის და შინაგანი სამყაროს ჯანმრთელი ბალანსის აღდგენისთვის გამოიყენება.
ფერში თერაპიული მუშაობა— ემოციური ბლოკების გადამუშავება, სინათლისა და სიბნელის ძალების გამოყენებით ემოციური დისბალანსის აღდგენა.
თიხით პლასტიური ფორმირება — ნების ძალების გააქტიურება, შინაგანი საყრდენის გაძლიერება.
ფორმების ხატვა - ბუნებრივ რიტმებთან ჰარმონიაში მოსვლა, ორგანიზმის რიტმული სისტემის მხარდაჭერა.
თერაპიული სავარჯიშოები და მასალა ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურად შეირჩევა — ასაკის, მდგომარეობისა და საჭიროებების შესაბამისად.
რა მდგომარეობებს ეხმარება ხელოვნებით თერაპია?
აუტიზმის სპექტრი
ADHD
სწავლისა და ქცევის სირთულეები
განვითარების შეფერხება
შფოთვა, დეპრესია, ბერნაუტი
ფსიქოსომატური დარღვევები
კვებითი აშლილობები
PTSD
აუტოიმუნური და ნევროლოგიური დაავადებები
ქრონიკული ტკივილი
ონკოლოგიური პაციენტების რეაბილიტაცია
''თერაპიის სახლის'' ხელოვნებით თერაპევტი - მარიამ ლორია
მისამართი: კ. კეკელიძის 54ა
ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 011 330