Nuk
ჰიპოქსიის შედეგები ოტორინოლარინგოლოგიურ პრაქტიკაში

თარიღი: 22 მარტი, 2022

ევროპის ოტორინოლარინგოლოგთა და თავ-კისერის ქირურგთა ასოციაციის 2022 წლის შემაჯამებელი შეხვედრის საინტერესო ასპექტები!

ჰიპოქსია როგორც წესი მაპროვოცირებადი ფაქტორია ინსულტის,გულის იშემიური დაავადების და ონკოლოგიური დაავადებების განვითარებისთვის.ორგანიზმის ჰიპოქსიისადმი ადაპტაცია დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე და ერთ-ერთი არის: აუტოფაგია.

ბოლო დროს დიდ ყურადღებას იპყრობს ისეთი მექანიზმების შესწავლა,როგორიც არის ჰიპოქსიით გამოწვეულ აუტოფაგიასა და კიბოს უჯრედების მეტაბოლიზმს შორის ურთიერთკავშირის დადგენა. აუტოფაგია "თვითშთანთქმას" ნიშნავს და ის მიმდინარეობს მაშინ, როდესაც შიმშილობთ.შესაბამისად ჰიპოქსიით გამოწვეული აუტოფაგია გულისხმობს ორგანიზმში ჟანგბადის მწვავე დეფიციტს.ჟანგბადი აუცილებელი კომპონენტია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.საწყის ეტაპზე ჰიპოქსიის საპასუხოდ ორგანიზმი რთავს საკომპენსაციო მექანიზმებს რის საფუძველზეც ცდილობს ოქსიგენაციის აღდგენას ორგანიზმში.თუ ჰიპოქსია გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში შესაბამისად იცვლება უჯრედულ დონეზე სწორი ფუნქციონირება უჯრედის შემადგენელი კომპონენტების და საბოლოო ჯამში ორგანოების ,მათი სისტემების და მთლიანი ორგანიზმის ნორმალური ფუქციონირება,გროვდება ტოქსინები და არასასურველი ნივთიერებები,რასაც საბოლოო ჯამში მივყევართ,გადაგვარებული,არანორმალური ონკოუჯრედების გამრავლებამდე.

ყველაფრის გათვალისწინებით აუცილებელია დროულად შეფასდეს ორგანიზმის ჰიპოქსიური მდგომარეობა,და სწრაფად მოხდეს ორგანიზმის გაჯერება ჟანგბადით.

ყველაზე ხშირად ორგანიზმში ჰიპოქსიურ მდგომარეობას ქმნის ისეთი ოტორინოლარინგოლოგიური პატოლოგიები,როგორიც არის ცხვირ-ხახის ქრონიკული ნოზოლოგიები : ცხვირის ძგიდის გამრუდება,ნიჟარების ჰიპერტროფია,ალერგიული რინიტი,ცხვირ ხახის პოლიპოზი,ქრონიკული სინუსიტები და ბავშვთა ასაკში ადენოიდური ქსოვილის ჰიპერტროფია. პანდემიის არსებობის პირობებში ,ქრონიკულ ოტორინოლარინგოლოგიურ ნოზოლოგიებს ემატება კიდევ პირბადის ფაქტორი, რომელიც თავისთავად ამძიმებს ორგანიზმში ჰიპოქსიურ მდგომარეობას.

დღეს ძალიან აქტუალურია ე.წ. ,,ჩექაფის“განხორციელება რაც ჯანმრთელობის პერიოდულ შემოწმებას გულისხმობს.როგორც მცირეწლოვანმა ასევე ზრდასრულმა ადამიანმაც, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ჯანმრთელობის სრული სამედიცინო შემოწმება!

მათ შორის აუცილებელია ოტორინოლარინგოლოგთან ვიზიტიც. თუ ე.წ ,,ჩექაფი“განხორციელდება პერიოდულობით შესაბამისად დროულად იქნება დასმული სწორი დიაგნოზი ( ცხვირის ძგიდის გამრუდება,ჰიპერტროფიული რინიტი,ალერგიული რინიტი,ცხვირ-ხახის ონკოლოგიური წარმონაქმნები,ცხვირის პოლიპოზი ,ქრონიკული სინუსიტების და ბავშვთა ადენოიდური ქსოვილის ჰიპერტროფია),შესაბამისად საწყის ეტაპზევე მოხდება დაავადების თავიდან აცილება, მისი ადრეული დიაგნოსტიკა და განვითარების ადრეულ ეტაპზე მკურნალობა,რაც თავისთავად ბევრად უფრო მარტივი, იაფი და უსაფრთხო იქნება.

კლინიკურად ცხვირ-ხახის ქრონიკული დაავადებების გამოვლენა იწყება,ცხვირით სუნთქვის გაძნელებით ,ცხვირიდან ყელში ჩანადენით,თავის ტკივილებით ,რომელიც საწყის ეტაპზე პერიოდულად ვლინდება,მოგვიანებით ეტაპზე მუდმივი ყრუ ტკივილია თავის მიდამოში,ვლინდება გულის ფრიალი ,არითმიები პერიოდულად,სახე ფერმკრთალია,ქვედა ქუთუთოს მიდამოები ჩავარდლილი და ფერშეცვლილი,ყელში დისკონფორტი სიმშრალის და წვის შეგრძნებით ,რომელიც დილაობით მეტად ვლინდება,ძილი დარღვეული.

პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა ოტორინოლარინგოლოგთან ვიზიტი და შეფასების შემდეგ სწორი მკურნალობის დაგეგმარება. არსებობს მკურნალობის ორი გზა: მედიკამენტოზური და ქირურგიული ,რომელიც უნდა შეირჩეს ექიმთან ვიზიტის დროს პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.