Nuk
გულის სისხლძარღვების მდგომარეობის შემოწმება ინვაზიური ჩარევის გარეშე სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი

თარიღი: 23 თებერვალი, 2026

იცით თუ არა, რომ გულის სისხლძარღვების მდგომარეობის შემოწმება უკვე ინვაზიური ჩარევის გარეშე, სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი?

 

წარმოგიდგენთ მსოფლიო დონის ტექნოლოგიას ,  640 შრიან  კომპიუტერულ ტომოგრაფს  სპექტრული ფუნქციით  -  Canon Aquilion ONE INSIGHT Edition-ს, რომელიც CT კორონაროგრაფიას ახალი სტანდარტით გვთავაზობს:
ერთი გულისცემის  სკანირება  -  აპარატს შეუძლია მთლიანი გულის გადაღება სულ რაღაც ერთ ფაზაში (ერთი პულსის დროს), რაც გამორიცხავს ხარვეზებს.

კომფორტი -  პროცედურა არის სრულიად უმტკივნეულო და არ საჭიროებს ხანგრძლივ მომზადებას.

ზუსტი დიაგნოზი - ხელოვნური ინტელექტის უახლესი პროგრამები ეხმარება ექიმს უმცირესი კალციფიკაციისა და სტენოზის აღმოჩენაში.

2-ჯერ უსაფრთხო - ხელოვნურ ინტელექტზე  დაფუძნებული სისტემა უზრუნველ ყოფს გამოსახულების უმაღლეს ხარისხს ყველაზე დაბალი  დოზის რენტგენის ენერგიით.

 

Precise IQ Engine (PIQE) — უნიკალური AI ალგორითმი. აღნიშნული ტექნოლოგია უზრუნველყოფს მკვეთრ, დეტალურ და არტეფაქტებისგან თავისუფალ გამოსახულებას.

DLR  რეჟიმი - მნიშვნელოვნად აუმჯობესებს  კორონარული არტერიების, სტენტებისა და ათეროსკლეროზული ფოლაქების გამოსახულებას  დასხივების  დოზის გაზრდის გარეშე, რაც გვაძლევს უკეთეს დიაგნოსტიკურ შედეგს და აუმჯობესებს პაციენტის უსაფრთხოებას .

Advanced intelligent Clear-IQ Engine (AiCE | CT) — ღრმა კვლევის  ტექნოლოგია, რომელიც ამცირებს გამოსახულების ხარვეზებს  და აძლიერებს სიგნალს, რის შედეგადაც მიიღება მაღალი ხარისხის, მკაფიო და ერთგვაროვანი გამოსახულებები.

CLEAR Motion Cardiac — ტექნოლოგია ,რომელიც  განკუთვნილია გულის ჩთ ანგიოგრაფი ისთვის (CCTA) და  უზრუნველყოფს პირველადი მონაცემების (raw data) მოძრაობის კორექციას.

 

ტექნოლოგია განსაკუთრებით ეფექტურია:
მაღალი გულისცემის დროს (ტაქიკარდია)
არარეგულარული გულის რიტმისას (არითმიები)
პაციენტებისთვის, ვისთვისაც ბეტა-ბლოკერების მიღება დაუშვებელია
მომავლის დიაგნოსტიკა თქვენი გულისთვის!
გაიგეთ სიმართლე თქვენი გულის სისხლძარღვების შესახებ მარტივად და უსაფრთხოდ.

 

რა არის CT კორონაროგრაფია და როდის უნდა ჩავიტაროთ იგი?
ხშირად პაციენტებს აშინებთ სიტყვა „კორონაროგრაფია", თუმცა თანამედროვე ჩთ კორონაროგრაფია სრულიად განსხვავებული, არაინვაზიური მეთოდია.

 

ჩვენს კლინიკაში დანერგილი ჩანონ Aქუილიონ ONE INშIGHთ Eდიტიონ საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ გულის გვირგვინოვანი არტერიები მაქსიმალური დეტალური სიზუსტით . ეს ტექნოლოგია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც აქვს:
მაღალი არტერიული წნევა;
გენეტიკური წინასწარგანწყობა;
შაქრიანი დიაბეტი;
ჭარბი წონა ( უკვე შესაძლებელია 315 კმდე პაციენტის კვლევა ) ან ქოლესტერინის მაღალი დონე.

 

იზრუნეთ გულზე დღეს, რომ მშვიდად იყოთ ხვალ!