Nuk
გინკო ბილობას გამოყენება დისცირკულატორული ენცეფალოპათიების დროს

თარიღი: 08 თებერვალი, 2023

დისცირკულატორული ენცეფალოპათია ტვინის ქსოვილის პროგრესირებად ორგანულ ცვლილებათა ერთობლიობაა, რომელიც ტვინის სისხლით მომარაგების სხვადასხვა ტიპის დარღვევის გამო ვითარდება. განასხვავებენ ათეროსკლეროზულ, ჰიპერტონიულ, შერეულ (ათეროსკლეროზი და არტერიული ჰიპერტენზია) და ვენურ ენცეფალოპათიებს.

ყველაზე ხშირად გვხვდება დისცირკულატორული ათეროსკლეროზული ენცეფალოპათია, რომელიც კლინიკურად გამოვლინდება ცერებრასთენიული სინდრომით (მეხსიერების დაქვეითება, ემოციური არამდგრადობა, გაღიზიანებადობა, თავის ტკივილი, არასისტემური თავბრუხვევა). დაავადების სხვადასხვა სტადიაზე სიმპტომების სიმძიმე სხვადასხვაგვარია.

დისცირკულატორული ენცეფალოპათიის მკურნალობა კომპლექსურია, იგი ითვალისწინებს: ანტიჰიპერტენზიულ, ჰიპოლიპიდემიურ, ნახშირწყლოვანი ცვლის მოსაწესრიგებელ, ანტითრომბოზულ, ნოოტროპულ, ვაზოაქტიურ და დემენციის საწინ„ააღმდეგო მკურნალობას.

 

გინკო ბილობა წარმოადგენს ბუნებრივ საშუალებას, რომელიც შესაძლებელია ეფექტურად იქნას ჩართული დისცირკულატორული ენცეფალოპათიების მკურნალობაში, როგორც თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისა და  კოგნიტური ფუნქციების გამაუმჯობესებელი, ასევე ანტითრომბული საშუალება.

გინკო ბილობა (Ginkgo Biloba) წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს ხემცენარეს, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. მისი სამკურნალო თვისებების მედიცინაში გამოყენებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. გინკო ბილობას ბიოაქტიური კომპონენტები - ფლავონოიდური გლიკოზიდები, გინკოლიდები და ბილობალიდები აუმჯობესებენ ქსოვილებში სისხლის მიმოქცევას,  თავის ტვინის მომარაგებას ჟანგბადითა და გლუკოზით, აფერხებენ თრომბოციტების აგრეგაციას და მეტაბოლიზმის რეგულაციის გზით იცავენ უჯრედებსა და ქსოვილებს ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული დაზიანებისაგან. 

გინკო ბილობას კომპლექსური შემადგენლობის გამო მისი მოქმედების მექანიზმი ეყრდნობა რამოდენიმე ეფექტს. ექსპერიმენტული მონაცემების თანახმად, ექსტრაქტის შემადგენელ კომპონენტებს აქვს ანტიოქსიდანტური, ანტიაგრეგანტული, ანთების საწინააღმდეგო ეფექტები. ისინი ახდენენ მიტოქონდრიების სტაბილიზაციას, იცავენ ნეირონებს იშემიისგან, ამცირებენ სისხლის წებოვნებას, აფერხებენ ბეტა-ამილოიდის ფორმირებას, აღადგენენ ინსულინის მიმართ უჯრედების მგრძნობელობას, აძლიერებენ ქოლინერგული სისტემის აქტივობას. ალცჰაიმერის დაავადების ლაბორატორიულ მოდელზე დაკვირვებით ექსტრაქტი ასტიმულირებს ნეიროგენეზს, აძლიერებს ჰიპოკამპუსში აცეტილქოლინის გამოთავისუფლებას, ამცირებს ქოლინოლიზური სკოპოლამინით გამოწვეული ექსპერიმენტული ამნეზიის გამოხატულებას.

 

კონტროლირებადი კლინიკური კვლევებით დასტურდება, რომ პაციენტებში უკვე განვითარებული დემენციით გინკო ბილობას ექსტრაქტი აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს, ამცირებს დარღვევების გამოხატულებას.

საქართველოში ხელმისაწვდომია ფრანგული კომპანია არკოფარმას გინკო ბილობას ექსტრაქტი ორი ფორმით: არკოკაფსი გინკო - კაფსულების სახით და არკოფლუიდი გინკო ბილობა - დასალევი ხსნარის სახით ამპულებში.

პრეპარატის რეკომენდებული დოზირება შემდეგია: 2 კაფსულა არკოკაფსი გინკო ან 1 ამპულა არკოფლუიდი გინკო ბილობა დღეში 1-ჯერ.

როგორც არკოკაფსი გინკო, ასევე არკოფლუიდი გინკო ბილობა შეიცავს ორგანული გინკოს ფოთლების ექსტრაქტს. პრეპარატი არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, კონსერვანტებს, საღებავებს და არომატიზატორებს. არის 100%-ით ვეგანური შემადგენლობის, მიღებული აქვს ორგანული პროდუქტის ნიშანი.

 

მწარმოებელი - არკოფარმა, საფრანგეთი

მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT სააფთიაქო ქსელში.

ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4 და აბაშიძის ქუჩა 34 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 599 09 09 09