ენდოვასკულარული მკურნალობა
თარიღი: 14 მაისი, 2025
ენდოვასკულარული მკურნალობა წარმოადგენს მინიმალურად ინვაზიურ პროცედურას, რომელიც გამოიყენება თავის ტვინის და კისრის სისხლძარღვების დაავადებების სამკურნალოდ, ტრადიციული ღია ქირურგიული ჩარევის გარეშე.
ენდოვასკულარული მეთოდი გულისხმობს სპეციალური მოწყობილობის (მაგალითად, კათეტერის) შეყვანას ბარძაყის ან სხივის არტერიაში, რომელიც მიემართება თავის ტვინის სისხლძარღვებისკენ და ხდება მკურნალობა სპეციალური საშუალებებით.
ენდოვასკულური ნეიროქირურგიის ძირითადი სამიზნე დაავადებებია: თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმები, თრომბოზი (იშემიური ინსულტი), თავის ტვინის ან კისრის სისხლძართვების შევიწროება (სტენოზი), არტერიო-ვენოზური მალფორმაცია, დურალური ფისტულები და სხვა..
ძირითადი მეთოდები:
Coiling (ანევრიზმის სპირალებით ემბოლიზაცია):
თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმაში მიკროკათეტერით ხდება ანევრიზმის შიგნიდან ამოვსება სპირალებით, რის შემდეგაც მასში სისხლის ნაკადი აღარ შედის და შესაბამისად აღარ გასკდება.
Flow diverter stents (ნაკადის გადამამისამართებელი სტენტები):
სტენტები თავსდება ანევრიზმის ყელთან, რათა სისხლის ნაკადი ანევრიზმიდან გადამისამართდეს ნორმალური ფიზიოლოგიური მიმართულებით.
იშემიური ინსულტის დროს, ხდება თრომბის გამოღება თავის ტვინის სისხლძარღვებიდან და შესაბამისად თავის ტვინის ნორმალური სისხლისმიმოქცევის აღდგენა.
უპირატესობები:
ნაკლები ოპერაციული რისკი
განაკვეთის გარეშე.
სწრაფი რეაბილიტაცია
ხანმოკლე ანესთეზია