Nuk
არკოლევურეს ეფექტურობა დიარეით მიმდინარე დაავადებების დროს

თარიღი: 02 თებერვალი, 2023

არკოლევურე წარმოადგენს სინბიოტიკს - პრობიოტიკის (საქარომიცეს ბულარდი) და პრებიოტიკის (ვარდკაჭაჭას ინულინი) კომბინაციას, რომელიც ეფექტურად გამოიყენება ნაწლავის მიკროფლორის დარღვევით მიმდინარე დაავადებების სამკურნალოდ.

 

ნაწლავის მიკროფლორის დარღვევა შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა მიზეზით, როგორიცაა:

არაბალანსირებული კვება, ანტიბიოტიკების,  ჰორმონული და ქიმიოთერაპიული 

პრეპარატების მიღება, მწვავე ვირუსული და ბაქტერიული ნაწლავური ინფექციები, ინტოქსიკაციები, კუჭ-ნაწლავის მწვავე და ქრონიკული დაავადებები.

 

საქარომიცეს ბულარდი წარმოადგენს სამედიცინო საფუარს, რომლის სამკურნალო თვისებები კარგად არის შესწავლილი და დადასტურებული კლინიკური კვლევებით. დადასტურებულია საქარომიცეს ბულარდის დადებითი ზემოქმედება დიარეით მიმდინარე დაავადებების დროს: იგი ხელს უწყობს სასარგებლო მიკროფლორის ზრდას და პათოგენური და პირობითად-პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდის დათრგუნვას, დადებითად მოქმედებს მსხვილი და წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსზე, აძლიერებს იმუნოგლობულინების გამომუშავებას და აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს: ასტიმულირებს სეკრეტორული იმუნოგლობულინი A-ს (IgA) გამომუშავებას და აუმჯობესებს ტროფიკულ პროცესებს ნაწლავებში, რითაც, ბლოკავს ვირუსის ზემოქმედებას ნაწლავის ლორწოვან გარსზე და სწრაფად აღადგენს მას. საქარომიცეს ბულარდი აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორულ ფუნქციას, უმჯობესებს საკვების შეწოვას.

 

ასტიმულირებს საკვები ნივთიერებების გადამუშავებას და აქტიური ნივთიერებების შეწოვას (კალციუმი, ვიტამინები და ა.შ.). მას აქვს პირდაპირი ანტიმიკრობული მოქმედება, როგორც პათოგენური, ასევე პირობითად პათოგენური ბაქტერიების მიმართ.

 

არკოლევურე გარდა პრობიოტიკის, ანუ საქარომიცეს ბულარდისა, შეიცავს პრებიოტიკსაც ვარდკაჭაჭას ინულინის სახით, რომელიც წარმოადგენს საკვებს სასარგებლო ბაქტერიებისთვის, ხელს უწყობს ლაქტო- და ბიფიდობაქტერიების ზრდას, რითაც აძლიერებს საქარომიცეს ბულარდის ეფექტურობას.

 

არკოლევურე წარმატებით გამოიყენება დიარეით მიმდინარე დაავადებების დროს: მწვავე ვირუსული და ბაქტერიული დიარეა, მოგზაურთა დიარეა, ინტოქსიკაციები, კრონის დაავადება, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.

 

არკოლევურე გამოიყენება ბავშვებში 3 წლიდან, ორსულებში მე-2 ტრიმესტრიდან და მეძუძურ დედებში.

მიიღება 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში.

მწარმოებელი - არკოფარმა, საფრანგეთი
მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT სააფთიაქო ქსელში.
ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4 და აბაშიძის ქუჩა 34 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 599 09 09 09