Nuk
არკოფლუიდი კომფორტული მონელებისთვის - კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოგვარების ბუნებრივი საშუალება

თარიღი: 06 ოქტომბერი, 2022

ტერმინისაჭმლის მონელების დარღვევააერთიანებს სხვადასხვა სახის სიმპტომს, როგორიცაა: შებერილობა, ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნება მუცლის არეში, ბოყინი, გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, შეკრულობა ან ფაღარათი. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა მწვავე ან ქრონიკული დაავადების დროს, ასევე შესაძლოა ჰქონდეს ეპიზოდური ხასიათი, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს გარკვეული ტიპის საკვების მიღებასთან.

 

საჭმლის მონელების დარღვევის სიმპტომები ხშირად საკმაოდ კარგად ემორჩილება მცენარეული შემადგენლობის პრეპარატებს. ამჯერად მინდა განვიხილო ფრანგული ფარმაცევტული კომპანია არკოფარმას პრეპარატიარკოფლუიდი კომფორტული მონელებისთვის“, რომლის შემადგენლობაში შედის 4 მცენარის ექსტრაქტი, რომელთა სხვადასხვაგვარი მოქმედების მექანიზმი ერთდროულად სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას უზრუნველყოფს.

 

არტიშოკი - ცინარინისა და ცინარიდინის შემცველობის გამო ასტიმულირებს ჰეპატოციტების რეგენერაციას. უზრუნველყოფს ღვიძლიდან ტოქსინებისა და ცხიმის ელიმინაციას. მის ფოთლებს აქვთ ნაღვლმდენი ეფექტი.

შავი ბოლოკი - შეიცავს ორგანულ გოგირდს, რომელიც აუმჯობესებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დრენაჟს, უზრუნველყოფს ტოქსინების ელიმინაციას.

როზმარინი - ხასიათდება დადებითი ზემოქმედებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. მისი სპაზმოლიზური მოქმედება უზრუნველყოფს აბდომინალური ტკივილის კუპირებას. აწესრიგებს ნაწლავში ფერმენტაციის პროცესს. იდეალური მცენარეა საჭმლის მონელების პრობლემების მოსაწესრიგებლად, სპაზმის და შებერილობის მოსახსნელად.

ანგელოზა -  განსაკუთრებით ეფექტურია შებერილობის სამკურნალოდ. იგი ხელს უშლის აირების წარმოქმნას ნაწლავებში, ხსნის მუცლის შებერილობას.

ზემოთჩამოთვლილი კომპონენტების მოქმედებით არკოფლუიდი კომფორტული მონელებისთვის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. მას აქვს სპაზმოლიზური მოქმედება, ხსნის აბდომინალურ ტკივილს და მუცლის შებერილობას. პრეპარატი აუმჯობესებს ნაღვლის დრენაჟს, ხელს უწყობს ღვიძლიდან ტოქსინებისა და ცხიმის ელიმინაციას და ასტიმულირებს ჰეპატოციტების რეგენერაციას.

 

არკოფლუიდი კომფორტული მონელებისთვის გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

დისპეპსიური მოვლენები, განსაკუთრებით დღესასწაულების შემდგომ პერიოდში;

არაჯანსაღი საკვების, ალკოჰოლის ხშირი მიღება;

მედიკამენტების ხშირი გამოყენება;

ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების დროს, როგორც დამხმარე საშუალება სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად

 

არკოფლუიდი კომფორტული მონელებისთვის წარმოადგენს დასალევ ხსნარს ამპულებში. რეკომენდებულია დღეში 1 ამპულის მიღება საუზმის წინ. ამპულის შიგთავსი შესაძლებელია გაიხსნას ნახევარ ჭიქა წყალში ან ხილის წვენში. მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია წლიწადში რამოდენიმეჯერ.

 

არკოფლუიდი კომფორტული მონელებისთვის შეძენა შესაძლებელია ჯიპისისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით : 599 09 09 09 . FB- Arkopharma Georgia