ალერგიის კონტროლი მარტივად - ესლოტინი სიროფი დისკომფორტის წინააღმდეგ
თარიღი: 30 ოქტომბერი, 2025
ალერგია მხოლოდ სეზონური დისკომფორტი არ არის. ცემინება, თვალების ქავილი და სუნთქვის გაძნელება ხშირად არღვევს ყოველდღიურ რუტინას - განსაკუთრებით სკოლასა და სამსახურში, როცა კონცენტრაცია და ენერგია ჩვეულებრივზე მეტად მნიშვნელოვანია.
სწორედ ამიტომ სულ უფრო მეტი პაციენტი და მშობელი ეძებს გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ეფექტური, უსაფრთხო და მარტივად გამოსაყენებელი. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ესლოტინი - სიროფი დეზლორატადინზე დაფუძნებული ანტიჰისტამინური პრეპარატია, რომელიც ეფექტურია 24 საათის განმავლობაში და ხელს უწყობს ალერგიის ძირითადი სიმპტომების შემცირებასა და კონტროლს.
ესლოტინი სელექტიურად ბლოკავს H1-ჰისტამინურ რეცეპტორებს - სწორედ იმ ბიოქიმიურ გზას, რომელიც პასუხისმგებელია ალერგიული რეაქციების უმეტესობაზე. შედეგად, სუსტდება ცხვირიდან ლორწოს ჭარბი გამოყოფა, ქავილი, ცემინება, თვალების გაღიზიანება და ცრემლდენა. დეზლორატადინის ფარმაკოლოგიური პროფილი კარგადაა შესწავლილი და პედიატრიულ პრაქტიკაშიც ფართოდ გამოიყენება, რის გამოც სიროფის ფორმა მშობლებისთვის ხშირად N1 არჩევნად იქცევა.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ესლოტინი სიროფი კომფორტულია, დოზირების მოქნილობაა. ასაკთან შესაბამისი მოცულობის შერჩევა საზომი ჭიქით ზუსტია და მარტივი. ბავშვებისთვის სასიამოვნო გემო კი მშობლებს იმ დისკომფორტს არიდებს, რაც პატარებისთვის წამლის დალევასთან არის დაკავშირებული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა მკურნალობის ეფექტი უწყვეტობასა და დისციპლინას მოითხოვს. მოზრდილებისთვისაც, ვისთვისაც ტაბლეტები ან კაფსულები არ არის მარტივი მისაღები ყლაპვის გაძნელების გამო, სიროფი შეიძლება უფრო ადვილად მისაღები იყოს.
როგორია ესლოტინის შემადგენლობა?
ესლოტინი 5 მგ ტაბლეტი ძირითად აქტიურ ნივთიერებად შეიცავს დეზლორატადინს, თუმცა ფორმულაში შეიძლება იყოს დამატებითი დამხმარე კომპონენტებიც - მაგალითად, მაგნიუმის სტეარატი, სახამებელი და ლაქტოზა.
ესლოტინის სიროფში თითო 5 მლ-ზე დოზირებულია დეზლორატადინი 2.5 მგ. პრეპარატის შემადგენლობაში ასევე შედის ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი და პროპილჰიდროქსიბენზოატი, ლიმონმჟავის მონოჰიდრატი, გლიცერინი, არომატიზატორები, გასუფთავებული წყალი და საქაროზა.
რისთვის გამოიყენება ესლოტინი?
კლინიკური დანიშნულებები მოიცავს ალერგიულ რინიტს (სეზონურსა და ქრონიკულს) და ქრონიკურ იდიოპათიურ ჭინჭრის ციებას. ორივე მდგომარეობა ქრონიკული მიმდინარეობისაა და დროში გაწერილ მართვას საჭიროებს. სწორად შერჩეული თერაპია, როგორიცაა, მაგალითად, ესლოტინი 5 მგ-იანი ტაბლეტი მოზრდილებში, ამცირებს გამწვავებების სიხშირესა და ინტენსივობას, ხოლო ყოველდღიურ საქმიანობას უბრუნებს ბუნებრივ რიტმს. სეზონური ალერგიისას პრეპარატი სასარგებლოა სიმპტომური პერიოდის განმავლობაში; ქრონიკულ ალერგიულ რინიტის დროს კი ალერგენთან კონტაქტის სამიზნე პერიოდში, საჭიროებისამებრ უწყვეტად.
როგორ და რა დოზით მივიღოთ მედიკამენტი?
ესლოტინი მიიღება პერორალურად, კვებისგან დამოუკიდებლად, მცირე წყლის მიყოლებით. შეფუთვაში მოთავსებული საზომი ჭიქა დოზირების სიზუსტეს უზრუნველყოფს.
1 -5 წლის ასაკი: დღეში ერთხელ 1,25 მგ (სიროფის 2,5 მლ).
6 - 11 წლის ასაკი: დღეში ერთხელ 2,5 მგ (სიროფის 5 მლ).
12+ და მოზრდილები: დღეში ერთხელ ესლოტინი 5 მგ ტაბლეტი (სიროფის 10 მლ).
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი სიმპტომების მიხედვით. სეზონურ ალერგიიის დროს მიღებას წყვეტენ ნიშნების გაქრობისთანავე, ხოლო ქრონიკული ალერგიისას - იმ პერიოდამდე, სანამ ალერგენთან კონტაქტი გრძელდება. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: დოზის თვითნებური გაზრდა ეფექტს არ აჩქარებს. მაგრამ, შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, რაც დამატებითი მკურნალობის მიზეზი შეიძლება გახდეს.
უსაფრთხოება და გვერდითი მოვლენები
როგორ გამოვიყენოთ სწორად ესლოტინი? სიროფი ფართოდ არის გამოყენებული როგორც პედიატრიაში, ისე მოზრდილებში და, როგორც წესი, კარგადაც გადაიტანება. თუმცა, ცხადია, ახლავს გვერდითი მოვლენების რისკი.
ყველაზე ხშირ არასასურველ მოვლენებად აღირიცხა მსუბუქი დაღლა, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი - უმეტესად გარდამავალი ხასიათით. ბავშვებში 2 წლამდე ასაკში შეიძლება გამოვლინდეს ფაღარათი, ცხელება ან უძილობა. იშვიათად აღწერილია თავბრუსხვევა, ძილიანობა ან, პირიქით, უძილობა; საჭმლის მომნელებელი სისტემის დისკომფორტი (გულისრევა, დიარეა); კუნთოვანი ტკივილები. ძალიან იშვიათად აღწერილია მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება), ასევე გულის რიტმის დარღვევები, მათ შორის Qთ ინტერვალის გახანგრძლივება.
თუ სიმპტომები მძაფრდება ან გამოჩნდება უჩვეულო ნიშნები (მაგ., ქოშინი, ძლიერი გამონაყარი, სახის/ყელის შეშუპება), დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. ზედოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი და სიმპტომური თერაპია; ჰემოდიალიზი ამ შემთხვევაში არ არის ეფექტური.
პრეპარატი უკუნაჩვენებია დეზლორატადინის, ლორატადინის ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას, ასევე ფრუქტოზის აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის ან საქაროზა-იზომალტაზის დეფიციტის შემთხვევაში. 1 წლამდე ასაკში სიროფი არ გამოიყენება. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ესლოტინი რეკომენდირებული არ არის - გადაწყვეტილება დალევის შესახებ უნდა მიიღოთ ექიმთან კონსულტაციით, სარგებელ-რისკის შეფასების შემდეგ.
გაითვალისწინეთ, რომ დეზლორატადინმა ძალიან იშვიათად შეიძლება მოიტანოს ძილიანობა; თუ მართავთ მანქანას ან მუშაობთ მექანიზმებთან, უმჯობესია, თავი შეიკავოთ საქმის კეთებისგან.
ხელმისაწვდომობა და არჩევანის კრიტერიუმები
ესლოტინი სიროფის სახით ხელმისაწვდომია ადგილობრივ ქართულ აფთიაქებში და გაიცემა რეცეპტის გარეშე. ფასები განსხვავდება ქსელებისა და აქციების მიხედვით, ამიტომ საუკეთესო შეთავაზების საპოვნელად სასურველია, გადაამოწმოთ რამდენიმე წყარო. არჩევისას ყურადღება მიაქციეთ:
მოქმედების ვადასა და შეფუთვის მთლიანობას;
დოზირების მარტივობას (საზომი ჭიქა);
ოფიციალური იმპორტიორის მარკირებას;
პარალელური მედიკამენტების დანიშვნას - თუ სხვა ანტიჰისტამინურები ან სედაციური საშუალებები გაქვთ, ფარმაცევტთან გაისაუბრეთ, რამდენად შეიძლება კიდევ ერთი პრეპარატის მიღება.
მშობლებისთვის განსაკუთრებით პრაქტიკულია წინასწარ დაგეგმვა: ალერგიული სეზონის წინ შეავსეთ მარაგი, რათა გამწვავებისას მკურნალობა არ გადაიდოს. სწორი, დროული დაწყება მკურნალობისა ხშირად ნიშნავს ნაკლებ შემაწუხებელ სიმპტომს.
რატომ ესლოტინის სიროფი, ან ტაბლეტები?
ალერგიის მართვა გრძელვადიანი სტრატეგიაა, სადაც ეფექტურობა, უსაფრთხოება და მოხერხებულობა თანაბრად მნიშვნელოვანია. ესლოტინი ამ სამივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ერთჯერადი დღიური მიღება, კარგი ტოლერანტობა და პედიატრიაში გამოსაყენებელი სიროფის ფორმა მას ყოველდღიურ, მოსახერხებელ არჩევნად აქცევს.
თუ ეძებთ გადაწყვეტას, რომელიც მარტივად ჩაჯდება თქვენს ან თქვენი ბავშვის რუტინაში და დროულად შეამცირებს ალერგიულ სიმპტომებს, სიროფიცა და ტაბლეტიც პრაქტიკული და სანდო ვარიანტია. მიმართეთ ფარმაცევტს ინსტრუქციის დეტალების მისაღებად და, რაც მთავარია, ექიმს, რათა თქვენი ალერგიის კონტროლი იყოს მარტივი, უსაფრთხო და შედეგიანი.
 
     
                     
                        