Nuk
აირების დაგროვება ნაწლავებში

თარიღი: 03 ნოემბერი, 2023

სიმპტომის აღწერა
კუჭიდან სწორ ნაწლავამდე აირების დაგროვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მთელ სიგრძეზე გვხვდება. აირების დაგროვება ნაწლავებში შესამჩნევი ხდება დიდი რაოდენობის შემთხვევაში ან როდესაც იწვევს ტკივილს

 

ჭარბი აირების დაგროვება კუჭში ან საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილში შეიძlება გამოიხატოს ხშირი ბოყინით. ზედმეტი აირების დაგროვება საჭმლის მომნელებელი სისტემის ქვედა ნაწილში გამოიხატება ანუსიდან გაზების გამოთავისუფლებით. გაზების დაგროვებამ კუჭ-ნაწლავის სისტემის ნებისმიერ ადგილას შეიძლება გამოიწვიოს ჩვეულებრივი ან კრუნჩხვითი ტკივილი კონკრეტული დამახასიათებელი ნიშნების გარეშე.

 

ამ სიმპტომის მატარებელ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ან საკვების მონელებისას ახასიათებთ გაზების შემთხვევითი გამოთვისუფლება ან ბოყინი. აირების დაგროვება ნაწლავებში შეიძლება მომნელებელი სისტემის დაავადებაზე მიუთითებდეს

 

გამომწვევი მიზეზი
აირების დაგროვება ნაწლავში შეიძლება გამოიწვიოს ჭამისას დალევისას ან საღეჭი რეზინის ღეჭვისას შემთხვევით გადაყლაპულმა ჭარბმა ჰაერმა. აირები საჭმლის მომნელებელი სისტემის ქვედა ნაწილში ბაქტერიების მიერ დაშლილი საკვების ნორმალური პროდუქტია, რაც ჩვეულებრივ მხოლოდ კოლინჯში გვხვდება. ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი ნაწლავის აირები შედგება, წყალბადისგან, ნახშირბადის დიოქსიდისგან და ხანდახან მეთანისგანაც

 

საჭმელები რაც იწვევს აირების დაგროვებას
ზოგიერთი საკვები შეიცავს ნივთიერებებს, რომლის მონელებაც მთლიანად არ ხდება სანამ მასზე არ იმოქმედებს (მეტაბოლიზდება) ბაქტერიები. ისინი საკვებს მცირე სუბსტანციებად, მათ შორის გაზებად შლიან. საჭმელები და ნივთიერებები რაც იწვევს გაზების დაგროვებას:

• მარცვლეული

• ლაქტოზის შემცველი რძის პროდუქტები

• ფრუქტოზა და სორბიტოლი, რომელსაც შეიცავს ზოგიერთი ხილიდა რომელიც გამოიყენება დამატკბობლად

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები რაც იწვევს აირებს დაგროვებას
ჭარბი აირების დაგროვება – ბოყინი ან გაზებისგან დაცლა დღეში 20-ზე მეტჯერ მიუთითებს მომნელებელი სისტემის დაავადებაზე როგორიცაა:

 

• ცელიაკის დაავადება

• დემპინგ სინდრომი

• საჭმლის აუტანლობა ან ალერგია

• გასტროეზოფაგიალური რეფლუქსი

• კუჭის პარეზი

• გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

• ლაქტოზის აუტანლობა

• კუჭის წყლული

როდის მივმართოთ ექიმს
ნაწლავებში აირების დაგროვება იშვიათადაა სერიოზული პრობლემა. ის დაკავშირებულია დისკომფორტთან და უხერხულობასთან, მაგრამ ეს საჭლის მომნელებელი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების ნაწილი შეიძლება იყოს. თუ თქვენ გაწუხებთ აირები, შეცვალეთ საკვები რაციონი

 

მიმართეთ ექიმს, თუ აირები გაწუხებთ მუდმივად და დაკავშირებულია ღებინებასთან, ფაღარათთან, ყაბზობასთნ, მოულოდნელ წონის კლებასთან, სისხლიან განავალთან ან გულძმარვასთან.