Nuk
არკოვიტალ აცეროლა - ბუნებრივი პოლივიტამინი

თარიღი: 02 დეკემბერი, 2022

აცეროლა (ბარბადოსული ალუბალი) წარმოადგენს მცენარეს, რომლის ნაყოფიც გარეგნულად ალუბლის, ხოლო თვისებებით - ციტრუსის მსგავსია. აცეროლა ცნობილია ვიტამინებისა და მიკროელემენტების ძალიან მაღალი შემცველობით. იგი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს. ერთი ჭიქა აცეროლას წვენი 50-ჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე იმავე რაოდენობით ფორთოხლის წვენი.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბუნებრივი C ვიტამინი 48%-ით მეტად შეიწოვება და 2-ჯერ ნელა გამოიყოფა, ვიდრე სინთეზური ასკორბინის მჟავა, ბუნებრივია, რომ ადამიანის ორგანიზმის დღიური ნორმის დასაკმაყოფილებლად საკმარისია აცეროლას 2-3 კენკრის მიღება.

 

გარდა C ვიტამინისა, აცეროლა დიდი რაოდენობით შეიცავს:  რეტინოლს (A ვიტამინს), რაც აუცილებელია მხედველობის სიმახვილის შესანარჩუნებლად, კანის, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღისთვის;  B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც ორგანიზმში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში; მიკროელემენტებს: კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, სპილენძს, მაგნიუმს, სელენს, რომლებიც დადებით ზემოქმედებას ახდენენ გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემებზე.

 

მდიდარი შემადგენლობის წყალობით აცეროლას აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები - იგი ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს და ხელს უშლის მათ მავნე ზემოქმდებას ორგანიზმზე, აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ფრანგული კომპანია არკოფარმას პრეპარატი არკოვიტალ აცეროლა შეიცავს 1000მგ აცეროლას ნაყოფის ფხვნილს, რაც შეესაბამება 170მგ ბუნებრივ C ვიტამინს.

არკოვიტალ აცეროლას გამოყენება ეფექტურია: სეზონური ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად ხშირად მოავადე ადამიანებში, ხანგრძლივი და მძიმე დაავადებების შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში, ფიზიკური და გონებრივი გადაღლის დროს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით.

 

არკოვიტალ აცეროლა წარმოადგენს 100%-ით მცენარეულ პროდუქტს. სასიამოვნო გემოს მქონე საღეჭი ტაბლეტები უსაფრთხოა ბავშვებისთვის (მიიღება 6 წლიდან), ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის.

 

მწარმოებელი - არკოფარმა, საფრანგეთი. 

არკოვიტალ აცეროლა მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT სააფთიაქო ქსელში

ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4ა და აბაშიძის ქუჩა 34

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 599 09 09 09