Nuk
ცინკოვიდი / Zinkovid

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Idee PharmaWelt GmbH
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: შუშხუნა ტაბლეტი N20
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა: ცინკოვიდის ერთი შუშხუნა ტაბლეტი აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს 15 მგ თუთიის

ციტრატს, 1000 სე ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3), 1000მგ L-ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C) და შემდეგ

დამხმარე ნივთიერებებს:

ფორთოხლის არომატიზატორი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის კარბონატი, სორბიტოლი, პოლიეთილენგლიკოლი,

სუკრალოზა, რიბოფლავინი.

მოქმედების მექანიზმი: 

ცინკოვიდის შემადგენლობაში შემავალი თუთია მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის, მათ

შორის ნახშირწყლებისა და ცილების სინთეზის პროცესში. თუთია ხელს უწყობს იმუნური სისტემის გამართულ

ფუნქციონირებას, შესაბამისად აუმჯობესებს ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი

ინფექციების მიმართ, იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესით გამოწვეული დაზიანებისგან. ორგანიზმში თუთია

არეგულირებს სტეროიდული (სასქესო) ჰორმონების დონეს, მამაკაცებში მონაწილეობს ტესტოსტერონის

გამომუშავების პროცესში და ასევე ზრდის სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარს. თუთია უზრუნველყოფს ძვლის

ქსოვილის ნორმალურ სტრუქტურირებას, მონაწილეობს ჯანსაღი კანის, თმისა და ფრჩხილის ფორმირებაში,

აუცილებელია თვალის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ქოლეკაცლიფეროლი (ვიტამინი D3) – არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ათვისების პროცესს ორგანიზმში,

ხელს უწყობს ამ ელემენტების საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში, ასევე ძვლებსა და კბილებში. იგი

განაპირობებს ძვლოვანი ჩონჩხის ფორმირებას, ზრდის კუნთების ტონუსს. ვიტამინი D3-ის მოქმედების შედეგად

უმჯობესდება მიოკარდიუმის კუმშვითი ფუნქცია, სისხლის შედედების პროცესი, რეგულირდება ნერვული

იმპულსების გატარება. ვიტამინი D3 არეგულირებს იმუნური სისტემის ბალანსირებულ ფუნქციონირებას,

აძლიერებს იმუნურ სისტემას. ის ასევე აუცილებელია პარაფარისებრი ჯირკვლების ნორმალური

ფუნქციონირებისთვის. ვიტამინი D3 არის ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და

სავალდებულო კომპონენტი.

ვიტამინი C, წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელიც არ გამომუშავდება ორგანიზმში და აუცილებელია მისი გარედან

მიღება, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტს - იგი ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს და იცავს

ორგანიზმს მათი დამაზიანებელი ზემოქმედებისგან; აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, ასტიმულირებს

ინტერფერონის გამომუშავებას, რომელიც ხელს უშლის ვირუსის გამრავლებას ორგანიზმში. ვიტამინი C

მნიშვნელოვან როლს ასრულებს კოლაგენის სინთეზის პროცესში, აჩქარებს ჭრილობების და დამწვრობების

შეხორცებას, უზრუნველყოფს ენერგიის გამომუშავებას უჯრედულ დონეზე, მონაწილეობს ატფ-ის სინთეზში,

აუმჯობესებს ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას.


ჩვენება:

თუთიის, ვიტამინი D3-სა და ვიტამინი C-ს დეფიციტი

უკუჩვენება:

შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

სიფრთხილის ზომები: 

ცინკოვიდი არის საკვები დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად.

არ არის რეკომენდებული პირებში რკინის მალაბსორბციით, თირკმლის უკმარისობით ან ჰიპერკალციემიით.

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის სასურველია, მიმართოთ

ექიმს.

მიღების წესი და დოზირება: 

მიიღება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზევით: 1 ტაბლეტი დღეში, ერთჯერადად, 200 მლ გრილ წყალთან

ერთად.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

ვარგისობა და შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ, სინათლის სხივებისგან დაცულ ადგილას.

ინახება ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 

შუშხუნა ტაბლეტი, 20 ტაბლეტი

სად შევიძინოთ?