ზენურიქს ფორტისი / Zenurix Fortis
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Zendel
- მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
- გამოშვების ფორმა: ფლაკონი x 25 მლ. #5
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
საშარდე სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის; D-მანოზა, შტოში და მატიტელა ეფექტურად უმკლავდება ცისტიტის სიმპტომებს ინფექციის მწვავე პერიოდში და ამცირებს რეციდივის რისკს.
სრული ანოტაცია
D-მანოზა
D-მანოზა იმიტირებს შარდის ბუშტის ლორწოვან გარსს, იზიდავს ბაქტერიებს, შედეგად ისინი ებმებიან D-მანოზას და არა შარდის ბუშტის კედელს, შემდეგ კი გამოიდევნებიან შარდთან ერთად.
შტოში (Vaccinium macrocarpon)
შტოში აფერხებს E. coli-ს მიმაგრებას ურეთრის კედელზე 67%-ზე მეტ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, მდგრადია თუ არა ბაქტერია ანტიბიოტიკებზე.უზრუნველყოფს ცისტიტის ეპიზოდების შემცირებას 40–65%-ით.
მატიტელა (Polygonum aviculare)
აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული ეფექტი.
როზმარინი (Rosmarinus officinalis)
ავლენს ანტიმიკრობულ და ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, აქვს ნეფროპროტექტორული ეფექტი.
თუთია
იმუნომოდულატორი, აძლიერებს ანტიმიკრობულ იმუნურ პასუხს.
ვიტამინი C
ხელს უწყობს ინფექციისგან დაცვას.
ვიტამინი E
იცავს უჯრედულ მემბრანებს დაზიანებისგან.
ვიტამინი A
ინარჩუნებს ეპითელიუმის მთლიანობას და ლოკალურ იმუნიტეტს.
ჩვენება
საკვები დანამატი.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ან ცნობილი ალერგიის შემთხვევაში.
სიფრთხილის ზომები
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.
არ უნდა გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
ურთიერთქმედებები
თუ იღებთ ზენურიქს ფორტის, აცნობეთ ექიმს და ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს ან დანამატებს.
დოზირება და მიღების წესი
დოზირების ფორმა: ფლაკონი
მიღების ფორმა: პერორალური
მიღების წესი: 1 ფლაკონი დღეში.
არასასურველი გვერდითი მოვლენები
არ არის აღწერილი გვერდითი მოვლენები.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას.
შეუთავსებლობები
უცნობია.
შეფუთვა
5 ფლაკონი x 25 მლ/ფლაკონი
დეტალები
|
აქტიური ნივთიერებები |
თითო ფლაკონი (25 მლ) |
%NRV* |
|
D-მანოზა |
2000 მგ |
|
|
შტოშის ფხვნილის კონცენტრატი |
280 მგ |
|
|
C ვიტამინი |
80 მგ |
100 |
|
მატიტელას ფხვნილის კონცენტრატი |
60 მგ |
|
|
როზმარინის ფხვნილის კონცენტრატი |
26.6 მგ |
|
|
E ვიტამინი |
12 მგ |
100 |
|
თუთია (თუთიის გლუკონატისგან მიღებული) |
11 მგ |
110 |
|
A ვიტამინი |
800 მკგ |
100 |
NRV* = კვებითი ღირებულება