Nuk
ქსიმელინი ეკო მენთოლით / Xymelin Eco with Menthol


გამოყენების   ინსტრუქცია

ქსიმელინი ეკო მენთოლით

სარეგისტრაციო ნომერი:

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: ქსიმელინი ეკო მენთოლით

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება:
ქსილომეტაზოლინი

 

სამკურნალო ფორმა:
ცხვირის სპრეი დოზირებული

 

შემადგენლობა:

1 დოზა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი – 140 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

სორბიტოლი – 1,96 მგ

აბუსალათინის ზეტი ჰიდრირებული – 350 მკგ

ლევომენთოლი – 42 მკგ

ცინეოლი (ევკალიპტოლი) – 28 მკგ

ნატრიუმის ქლორიდი – 728 მკგ

ნატრიუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი – 280 მკგ

ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი – 280 მკგ

დინატრიუმის ედეტატი – 70 მკგ

გასუფთავებული წყალი – 140 მკლ-მდე

 

აღწერილობა

გამჭვირვალე ან ოდნავ მაოპალესცირებელი, უფერო ან ოდნავ შეფერილი სითხე დამახასიათებელი სუნით.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

დეკონგესტატური საშუალება – ვაზოკონსტრიქტორი (ალფა-ადრენომიმეტური).

კოდი ათქ: R01AA07

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ქსილომეტაზოლინი მიეკუთვნება ადგილობრივ სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების ჯგუფს (დეკონგესტანტებს) ალფა-ადრენომიმეტური მოქმედებით, იწვევს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვთა შევიწროებას, შედეგადაც, ხსნის ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ჰიპერემიას და შეშუპებას. ამსუბუქებს ცხვირით სუნთქვას რინიტების დროს.

თერაპიულ კონცენტრაციებში არ აღიზიანებს ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსს, არ იწვევს ჰიპერემიას. მოქმედება იწყება რამოდენიმე წუთის შემდეგ და გრძელდება 10-12 საათის განმავლობაში.

 

ფარმაკოკინეტიკა

ადგილობრივი გამოყენებისას პრაქტიკულად არ აბსორბირდება, შრატში კონცენტრაციები იმდენად მცირეა, რომ მათი განსაზღვრა შეუძლებელია თანამედროვე ანალიზური მეთოდებით.

 

გამოყენების ჩვენება

მწვავე რესპირატორული დაავადებები რინიტის (სურდო), მწვავე ალერგიული რინიტის, პოლინოზის, სინუსიტის, ევსტაქიიტის, შუა ყურის ანთების სიმპტომებით (ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად). ავადმყოფის მომზადება ცხვირის სავალი გზების დიაგნოსტიკური მანიპულაციებისთვის.

 

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, გამოხატული ათეროსკლეროზი, გლაუკომა, ატროფიული რინიტი, თირეოტოქსიკოზი, ქირურგიული ჩარევა თავის ტვინის გარსზე (ანამნეზში), ორსულობა, 10 წლამდე ბავშვთა ასაკი.

 

სიფრთხილით

შაქრიანი დიაბეტი, III-IV ფუნქციური კლასის დაძაბვის სტენოკარდია, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია. 

ლაქტაციის დროს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ დედისთვის სარგებლისა და ბავშვისთვის რისკის თანაფარდობის სათანადო შეფასების შემდეგ,  დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

 

გამოყენების წესი და დოზები

ინტრანაზალურად.

მოზრდილებში და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში:

1 შესხურება თითოეულ ნესტოში (საჭიროებისას შესაძლებელია გამეორება); დღეში გამოიყენება არაუმეტეს 3-ჯერ;

მკურნალობის ხანგრძლივობა – არაუმეტეს 10 დღე.

 

გვერდითი მოქმედება

ხშირი და/ან ხანგრძლივი გამოყენებისას – ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის სიმშრალე და/ან გაღიზიანება, წვა, პარესთეზია, ცემინება, ჰიპერსეკრეცია.

იშვიათი – ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია, არითმია, არტერიული წნევის მატება, თავის ტკივილი, ღებინება, უძილობა, მხედველობის დარღვევა; დეპრესია (მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას).

 

ჭარბი დოზა

სიმპტომები: გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

მკურნალობა სიმპტომატური.

 

ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

შეუთავსებელია მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან.

 

განსაკუთრებული მითითებები

არ უნდა მოხდეს გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მაგალითად, ქრონიკული რინიტის დროს. თუ დაავადების სიმპტომები უარესდება ან პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ქსიმელინი ეკო მენთოლით გამოყენების 3 დღის განმავლობაში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან მოწყობილობებთან მუშაობის უნარზე

ქსიმელინი ეკო მენთოლით არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან მოწყობილობებთან მუშაობის უნარზე.

გამოშვების ფორმა

ცხვირის სპრეი დოზირებული 140 მკგ/დოზა.

პრეპარატის 10 მლ (არაუმეტეს 60 დოზა) პლასტიკატის ფლაკონში, აღჭურვილია ტუმბოვანი დოზირებული მოწყობილობით და პოლიეთილენის დამცავი თავსახურით. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

2,5 წელი. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?