Nuk
ვეგაგერდი / VEGAGERD

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია
  • მწარმოებელი კომპანია: Labomar S.R.L
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გამოშვების ფორმა: 10 მლ სუსპენზია საშეში, 20 საშე შეფუთვაში
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:
ვეგაგერდის სუსპენზიის შემცველი თითოეული საშეს  შემადგენლობაში შედის:

აქტიური ნივთიერებები: ზღვის წყალმცენარეების Undaria pinnatifida და  Fucus vesiculosus -ის ექსტრაქტები, რომლის შემადგენლობაშიც შედის ფუკოიდანები (პოლისაქარიდები) და პოლიფენოლები, ალოეს ექსტრაქტი რომელიც შეიცავს მუკოპოლისაქარიდებს, მაგნიუმის კარბონატი და კალიუმის ციტრატი.

დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, ქსანტანის ფისი, სუკრალოზა, ფორთოხლის ეთერზეთი, ვანილის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.

ბიოლოგიური თავისებურებები:
ვეგაგერდის სუსპენზია გამოიყენება გასტროეზოფაგური რეფლუქსის (გერ) საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ. სუსპენზიის მოქმედება ეფუძნება მისი შემადგენელი ნივთიერებების კომბინირებულ ფიზიკურ-ქიმიურ მოქმედებას. ვეგაგერდის  მიღებიდან მალევე წარმოქმნება მდგრადი დამცავი ფენა, რომელიც იცავს ლორწოვან გარსს გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან და ხელს უშლის კუჭის მჟავე შიგთავსის საყლაპავში გადანაცვლებას. ამრიგად, ვეგაგერდის სუსპენზია ამცირებს გასტრო-ეზოფაგურ რეფლუქსთან (გერ) ასოცირებულ სიმპტომებს, როგორიცაა გულძმარვა, ეპიგასტრალური ტკივილი, ყლაპვის გაძნელება, ბოყინი სიმჟავით, გამაღიზიანებელი ხველა, დისფონია.

გარდა ამისა, ვეგაგერდის სუსპენზია იცავს კუჭისა და საყლაპავის ლორწოვან გარსს კუჭის მომატებული მჟავიანობის შემთხვევაში. ვეგაგერდის ბარიერული მოქმედება ხელს უწყობს რეეპითელიზაციას (აღდგენა) ლორწოვანი გარსის მიკროეროზიების შემთხვევაში.

ჩვენებები:
გასტროეზოფაგური რეფლუქსის (გერ) მკურნალობა და პროფილაქტიკა, კუჭის მომატებული მჟავიანობა.

უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;

- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი (რეკომენდებულია გამოყენება ექიმის მეთვალყურეობით).

- არ არსებობს მონაცემები დოზის გადაჭარბების ან სხვა ნივთიერებებთან ურთიერთქმედების შესახებ.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში:
ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებულია სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ გამოყენება.

განსაკუთრებული მითითებები:
ვეგაგერდი არ შეიცავს  გლუტენს და ლაქტოზას.

საშეს გახსნის შემდეგ შიგთავსი მთლიანად უნდა იქნას გამოყენებული . არ გამოიყენოთ თუ საშეს მთლიანობა დარღვეულია. არ გამოიყენოთ მოხმარების ვადის გასვლის შემდეგ.

მიღების წესი:
მიიღება 1 პაკეტი ძირითადი კვების შემდეგ და ძილის წინ, ან ექიმის დანიშნულებისამებრ.

შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?