Nuk
უროლოგიკა / Urologica

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: ESI
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #40
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

უროლოგიკა  წარმოადგენს კომბინირებულ მცენარეულ სამკურალო საშუალებას, რომლის თერაპიული ეფექტი განპირობებულია მასში შემავალი აქტიური ინგრედიენტების ფარმაკოლოგიური  თვისებებით.

შემადგენლობაში შემავალი არყის ხის ექტრაქტი და ხარნუყა ხასიათდებიან მკვეთრად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ანტიმიკრობუილი აქტივობით.

ოქროწკეპლა ცნობილია , როგორც ტკივილდამაყუჩებელი, სპაზმის მომხსნელი, შარდმდენი მოქმედების მცენარე, რომელის ეს თვისებაც აქტიურად გამოიყენება ქვემო საშარდე გზების  ანთებითი და ასევე შარდკენჭოვანი დაავადებების დროს  ე.წ. ‘’ ირიგაციულ თერაპიაში“

შვიტა  წარმოადგენს ანტიოქსიდანტიანტს, რომელიც ეფექტურია საშარდე სისტემის ანთებითი დაავადებების, ასვე შარდის შეუკავებლობის დროს.

არყის ხე, ხარნუყა, ოქროწკეპლა და გლერტა  ხასიათდებიან შარდმდენი მოქმედებით, რაც თავის მხრივ აძლიერებს ბაქტერიების ელიმინაციას/ გამოძე ვებას შარდთან ერთად .

შმადგენლობაში შემავალი ელექტროლიტები უზრუნველყოფენ დანაკარგი ელექტროლიტების კომპენსირება.


ჩვენებები
:
უროლოგიკა  გამოიყენება საშარდე გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში, უროლოგიკა ასევე გამოიყენება როგორც კენჭების წარმოქმნის საწინააღმდეგო საშუალება (ასევე პოსტოპერაციულად ახალი კენჭების წარმოქმნის საწინააღმდეგოდ).


მიღების
წესები და დოზები
მოზრდილებში: 1 კაფსულა 2  ჯერ დღეში

გვერდითი მოვლენები
მითითებული დოზირების დაცვის შემთხვევაში გამოვლენილი არ არის.


უკუჩვენება

-
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.


ორსულობა, ლაქტაცია

ასაკი 12 წელამდე,



შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

სად შევიძინოთ?