ტეტესეპტი ვიტამინი D3 7000 კვირის დეპო / Tetesept Vitamin D3 7000 Wochendepot
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): colecalciferol
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები → D ჯგუფის ვიტამინები
- მწარმოებელი კომპანია: Tetesept Pharma GmbH
- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
- გამოშვების ფორმა: ტაბლეტი # 12
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
 
    
                            ბუნებრივი მზის ნაკლებობის შემთხვევაში მხოლოდ 1 ტაბლეტი კვირაში
ძვლების, იმუნური სისტემისა და კუნთებისთვის
ეფექტი მეცნიერულად დადასტურებულია
D ვიტამინს ძირითადად თავად ორგანიზმი გამოიმუშავებს, მაგრამ მხოლოდ მზის ზემოქმედების ქვეშ. კვლევებით დადგინდა (2008), რომ ქალების 91% და მამაკაცების 82% განიცდის D ვიტამინის დეფიციტს.
ტეტესეპტი ვიტამინი D3 7000 კვირის დეპო იყენებს ორგანიზმის უნარს შეინახოს D ვიტამინი. კვირის დეპო დოზის წყალობით ორგანიზმი ღებულობს 7 დღის მარაგს - კვირაში მხოლოდ ერთი ტაბლეტის მიღებით.
ტეტესეპტი ვიტამინი D3 7000 კვირის დეპო შეიცავს მაღალი დოზით ვიტამინი D - 7000 სე (=175მკგ/შეესაბამება დღიურ დოზას 25მკგ).
ვიტამინი D მნიშვნელოვანია სხეულის ფუნქციების ბალანსისთვის და ხელს უწყობს:
ძვლებისა და კბილების ნორმალური სტრუქტურის შენარჩუნებას
იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
კუნთების ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას
გამოყენების წესი:
მიიღეთ 1 ტაბლეტი კვირაში ერთხელ.
განსაკუთრებული მითითება:
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. მიღება არ უნდა აღემატებოდეს რეკომენდებულ დოზას. დიეტური დანამატები არ წარმოადგენს მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის შემცვლელს.
გამოიყენება მოზრდილებში. დამატებით, არ გამოიყენოთ D ვიტამინის შემცველი სხვა პრეპარატები.
შემადგენლობა:
| აქტიური ნივთიერება | კვირის დოზა | დღის დოზა | %NRV* | 
| ვიტამინი D | 175მკგ | 25მკგ | 500% | 
*მონაცემები მოწოდებულია ევროპის საკვების რეგულირების სააგენტოს (LMIV) მიერ. NRV=ნივთიერებების საკვები ღირებულება. ** LMIV -ის რეკომენდაციის გარეშე.
გამოშვების ფორმა: 12 ტაბლეტი - 3 თვის მარაგი
 
     
                     
                        