ტენოფორიქს B / Tenoforix B
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): tenofovir disoproxil
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტივირუსული საშუალებები
- მწარმოებელი კომპანია: Vefa Ilaҫ
- მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
- გამოშვების ფორმა: 245მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
- გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მიიღება პერორალურად.
აქტიური ნივთიერებები:
აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 300 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატს, რაც 245 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილის ეკვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, Opadry II ლურჯი 85F30673 (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, ტალკი, ინდიგოკარმინის ალუმინის საღებავი, რკინის შავი ოქსიდი).
რა არის ტენოფორიქს B და რისთვის გამოიყენება იგი?
ტენოფორიქს B 245 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი არის ღია ცისფერი, ნუშის ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი. ტენოფორიქს B 245 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი წარმოდგენილია ბოთლებში, რომლებიც შეიცავს 30 ან 90 ტაბლეტს. თითოეული ბოთლი შეიცავს სილიციუმის კაფსულას ტაბლეტების დასაცავად. არ ამოიღოთ ბოთლიდან სილიციუმის კაფსულა და არ გადაყლაპოთ.
ტენოფორიქს B 245 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი გამოიყენება ქრონიკული B ჰეპატიტის ინფექციის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია B ჰეპატიტით. ტაბლეტების გამოყენება მიზანშეწონილი შემდეგი პაციენტებისთვის:
მოზრდილები,
12-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები.
ტენოფორიქს B 245 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ასევე წარმოდგენს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) ინფექციის სამკურნალო საშუალებას. ტაბლეტების გამოყენება მიზანშეწონილია შემდეგი პაციენტებისთვის:
18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილები.
ის შესაფერისია 12 წლიდან და 18 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდებისთვის, რომლებსაც უკვე ჩატარებული აქვთ მკურნალობა აივ-ის სხვა პრეპარატებით, რომლებიც აღარ არის სრულად ეფექტიანი რეზისტენტობის განვითარების გამო ან იწვევს გვერდით მოვლენებს.
B ჰეპატიტის ვირუსისთვის (HBV) ტენოფორიქს B-ს გამოსაყენებლად აუცილებელი არ არის ჩატარებული გქონდეთ აივ ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა.
ტენოფორიქს B შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ტენოფოვირის დისოპროქსილს. ეს აქტიური ნივთიერება წარმოდგენს ანტირეტროვირუსულ ან ანტივირუსულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება აივ ან HBV ინფექციის ან ორივე მათგანის სამკურნალოდ. ტენოფოვირი არის ნუკლეოტიდის საპირისპირო ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორი, რომელიც ზოგადად ცნობილია როგორც NRTI და მოქმედებს ფერმენტების ნორმალურ მუშაობაში ჩარევით (აივ-ის უკუტრანსკრიპტაზაში; B ჰეპატიტის დნმ პოლიმერაზაში), რომლებიც აუცილებელია ვირუსების რეპროდუცირებისთვის. აივ-ის შემთხვევაში, ტენოფორიქს B ყოველთვის უნდა იქნას გამოყენებული სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად აივ ინფექციის სამკურნალოდ.
აღნიშნული არ ითვალისწინებს აივ ინფექციისგან განკურნებას. ტენოფორიქს B-ის მიღებისას შესაძლოა კვლავ განვითარდეს ინფექციები ან აივ ინფექციასთან დაკავშირებული სხვა დაავადებები.
თქვენ ასევე შეგიძლიათ დაასნებოვნოთ აივ-ით ან HBV-ით სხვები, ამიტომ მნიშვნელოვანია სიფრთხილის სათანადო ზომების მიღება სხვა ადამიანების დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად.
რა უნდა იცოდეთ ტენოფორიქს B-ის მიღებამდე
არ მიიღოთ ტენოფორიქს B
თუ ალერგიული ხართ ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
თუ ეს გეხებათ თქვენ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და არ მიიღოთ ტენოფორიქს B.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ტენოფორიქს B-სთან დაკავშირებით
კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ თირკმელების დაავადება ან თუ რაიმე პათოლოგია გამოვლინდება თირკმელების გამოკვლევის შედეგად. ტენოფორიქს B არ უნდა მიეცეს თირკმელების არსებული პრობლემების მქონე მოზარდებს. მკურნალობის დაწყებამდე, ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზი თირკმელების ფუნქციის შესაფასებლად. ტენოფორიქს B-მ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს თირკმელებზე მკურნალობის განმავობაში. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი მკურნალობის დროს თქვენი თირკმელების მუშაობის შემოწმების მიზნით. თუ ხართ მოზრდილი პირი, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ტაბლეტების ნაკლები სიხშირით მიღება. არ შეამციროთ დანიშნული დოზა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ტენოფორიქს B, როგორც წესი, არ მიიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს თქვენი თირკმელები (იხილეთ პუნქტი „სხვა პეპარატებთან ერთად მიღება“). თუ ეს გარდაუვალია, ექიმი კვირაში ერთხელ შეამოწმებს თქვენს თირკმლის ფუნქციას.
კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენი ასაკი აღემატება 65 წელს. ტენოფორიქს B არ არის შესწავლილი 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. თუ თქვენი ასაკი აღემატება აღნიშნულ ასაკს და დაგენიშნებათ ტენოფორიქს B, თქვენი ექიმი სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვით გააკონტროლებს თქვენს მდგომარეობას.
არ გამოიყენოთ ტენოფორიქს B 12 წლამდე ასაკის აივ ინფიცირებულ ბავშვებში.
არ გამოიყენოთ ტენოფორიქს B 12 წლამდე ასაკის HBV-ით ინფიცირებულ ბავშვებში.
კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ანამნეზში აღგენიშნებათ ღვიძლის დაავადება, ჰეპატიტის ჩათვლით. ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებს, ქრონიკული B ან C ჰეპატიტის ჩათვლით, რომლებიც მკურნალობენ ანტირეტროვირუსული საშუალებებით, აღენიშნებათ ღვიძლის მძიმე და პოტენციურად ფატალური გართულებების მაღალი რისკი. თუ გაქვთ B ჰეპატიტის ინფექცია, თქვენი ექიმი ყურადღებით განიხილავს თქვენთვის საუკეთესო მკურნალობის კურსს. თუ გაქვთ ღვიძლის დაავადების ან B ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციის ანამნეზი, თქვენმა ექიმმა შეიძლება ჩაატაროს სისხლის ანალიზები ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად.
არ შეწყვიტოთ ტენოფორიქს B-ის მიღება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გავლის გარეშე. ტენოფორიქს B-ის შეწყვეტის შემდეგ, აცნობეთ თქვენს ექიმს იმ ახალი, უჩვეულო ან გაუარესებული სიმპტომების შესახებ, რომლებსაც შენიშნავთ. B ჰეპატიტის (მონოინფექცია) ან B ჰეპატიტი და აივ ინფექციის (თანაინფექცია) ერთდროულად არსებობისას, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ჰეპატიტის სიმპტომების ან სისხლის ანალიზის შედეგების გაუარესება ტენოფორიქს B-ის მიღების შეწყვეტის შემდეგ. რეკომენდებულია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა ტენოფორიქს B-ის მიღების შეწყვეტის შემდეგ. შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის ანალიზის ჩატარება მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში.
ტენოფორიქს B-ს მიღების დაწყების შემდეგ ყურადღება მიაქციეთ ლაქტოაციდოზის შესაძლო სიმპტომებს.
ტენოფორიქს B იწვევს ლაქტოაციდოზს (ლაქტოაციდოზის უმეტესობა თქვენს სისხლში) ჰეპატოსპლენომეგალიით. ცხოველებსა და ადამიანებზე დაკვირვების შედეგად მიღებულმა მონაცემებმა გამოავლინა ლაქტოაციდოზის დაბალი რისკი ტენოფორიქს B-თი მკურნლობის დროს. ლაქტოაციდოზის განვითარება შეიძლება გამოვლინდეს არასპეციალური სიმპტომებით, როგორიცაა ჰიპერპნოე, ჰიპოკინეზი, გულისრევა, პირღებინება და მუცლის ტკივილი.
აღნიშნული იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი მოვლენები ზოგჯერ ფატალურია. ნუკლეოზიდის ანალოგებით გამოწვეული ლაქტოაციდოზი უფრო ხშირია ქალებში, განსაკუთრებით ჭარბწონიანებში. თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება, შეიძლება გქონდეთ ამ დაავადების განვითარების უფრო მაღალი რისკი. ტენოფორიქს B-ით მკურნალობისას, თქვენი ექიმი ყურადღებით შეგამოწმებთ ლაქტაციდოზის ყველა სიმპტომზე.
დაიცავით სიფრთხილის სათანადო ზომები, რომ არ დააინფიციროთ სხვა ადამიანები. ტენოფორიქს B არ ამცირებს HBV-ის ან აივ ინფექციის სხვა ადამიანებზე გადაცემის რისკს სქესობრივი კონტაქტის ან სისხლის დაბინძურების გზით. თქვენ უნდა განაგრძოთ სიფრთხილის ზომების მიღება აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად.
სხვა გაფრთხილებები
აივ ინფექციის მკურნალობის დროს, კომბინირებულმა ანტირეტროვირუსულმა მკურნალობამ (მათ შორის ტენოფორიქს B-მ) შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრისა და ლიპიდების დონის მომატება (ჰიპერლიპიდემია), სისხლის ლიპიდების ცვლილება და ინსულინის მიმართ რეზისტენტობა (იხილეთ პუნქტი 4, შესაძლო გვერდითი მოვლენები)
თუ გაქვთ დიაბეტი, ჭარბი წონა ან ქოლესტერინის მაღალი დონე, კონსულტაცისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
იყავით ფრთხილად ინფექციებთან. თუ დაავადებული ხართ პროგრესირებადი აივ ინფექციით (შიდსით) და გაქვთ სხვა ინფექცია, შეიძლება განვითარდეს ანთების სიმპტომები ან არსებული ანთება შეიძლება გაუარესდეს ტენოფორიქს B-ით მკურნალობის დაწყების შემდეგ. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს, რომ თქვენი სხეულის გაუმჯობესებული იმუნური სისტემა ებრძვის ინფექციას. გამოიჩინეთ სათანადო სიფრთხილე ანთების ნიშნებზე ტენოფორიქს B-ს მიღების დაწყებიდან მალევე. თუ შეამჩნევთ ანთების სიმპტომებს, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.
ოპორტუნისტული ინფექციების გარდა, ავტოიმუნური დარღვევები (მდგომარეობა, რომელიც თავს იჩენს მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა უტევს სხეულის ჯანსაღ ქსოვილს) შეიძლება ასევე განვითარდეს მას შემდეგ, რაც დაიწყებთ აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატების მიღებას. ავტოიმუნური დარღვევები შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან მრავალი თვის შემდეგ. თუ შეამჩნევთ ინფექციის რაიმე სიმპტომს ან სხვა ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა კუნთების სისუსტე, სისუსტე, რომელიც იწყება ხელებსა და ტერფებში და მიემართება სხეულის სიგრძეზე, პალპიტაცია, კანკალი ან ჰიპერაქტიურობა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რათა შეგირჩიოთ საჭირო მკურნალობა.
C ან D ჰეპატიტის თანაინფექცია: არ არსებობს მონაცემები ტენოფოვირის ეფექტიანობის შესახებ C ან D ჰეპატიტით თანაინფიცირებულ პაციენტებში.
აივ-ით და B ჰეპატიტით თანაინფექცია: ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატი გამოიყენება მხოლოდ შესაბამისი ანტირეტროვირუსული კომბინაციის ნაწილის სახით, აივ ინფექციით / B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებში აივ ინფექციის მიმართ რეზისტენტობის განვითარების რისკის გამო.
ძვლის პრობლემები: აივ ინფექციით დაავადებულ ზოგიერთ მოზრდილ პაციენტს, რომლებიც იტარებენ კომბინირებულ ანტირეტროვირუსულ მკურნალობას, შეიძლება გაუნვითარდეს ძვლის დაავადება, რომელსაც ეწოდება ოსტეონეკროზი (ძვლის ქსოვილის სიკვდილი, გამოწვეული ძვლისთვის სისხლის მიწოდების დაკარგვით). კომბინირებული ანტირეტროვირუსული მკურნალობის ხანგრძლივობა, კორტიკოსტეროიდების გამოყენება, ალკოჰოლის მოხმარება, მძიმე იმუნოსუპრესია და სხეულის მასის მაღალი ინდექსი, სხვათა სიმპტომებთან ერთად, შეიძლება წარმოდგენილი იყოს ამ დაავადების განვითარების მრავალი რისკ-ფაქტორიდან. ოსტეონეკროზის ნიშნებია სახსრების სიმტკიცე, ტკივილები (განსაკუთრებით ბარძაყის, მუხლის და მხრის) და მოძრაობის გაძნელება. თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომიდან რომელიმეს, აცნობეთ თქვენს ექიმს.
ძვლის პრობლემები (რომლებსაც ზოგჯერ მოჰყვება მოტეხილობები) შეიძლება ასევე განვითარდეს თირკმლის მილაკოვანი უჯრედების დაზიანების გამო (იხილეთ პუნქტი 4, შესაძლო გვერდითი მოვლენები).
არ შეწყვიტოთ მკურნალობა თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს, თუ ზემოთ მითითებული შემთხვევები აღგენიშნათ წარსულში ნებისმიერ დროს.
მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
მიიღეთ ტენოფორიქს B საკვებთან ერთად (მაგალითად, ძირითად საკვებთან ან ხემსთან ერთად).
ორსულობა
ტენოფორიქს B-ს გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.
თქვენ არ უნდა მიიღოთ ტენოფორიქს B ორსულობის დროს, თუ კონკრეტულად არ განიხილება თქვენს ექიმთან. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კლინიკური მონაცემები ტენოფორიქს B-ს ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ, ის, როგორც წესი, არ გამოიყენება, გარდა აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევებისა.
შეეცადეთ თავი აარიდოთ ორსულობას ტენოფორიქს B-ით მკურნალობის დროს. თქვენ უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი, რათა არ დაორსულდეთ.
თუ დაორსულდებით ან გეგმავთ დაორსულებას, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს თქვენი ანტირეტროვირუსული მკურნალობის პოტენციური სარგებლისა და რისკების შესახებ თქვენთვის და თქვენი შვილისთვის.
თუ ორსულობის დროს ღებულობდით ტენოფორიქს B-ს, თქვენმა ექიმმა შეიძლება მოითხოვოს სისხლის ანალიზების და სხვა დიაგნოსტიკური ტესტების რეგულარულად ჩატარება თქვენი ბავშვის განვითარების მონიტორინგისთვის. იმ ბავშვებში, რომელთა დედებიც ორსულობის დროს ღებულობდნენ NRTI-ებს, ვირუსისგან დაცვის სარგებელი აღემატებოდა გვერდითი ეფექტების რისკს.
თუ მკურნალობის დროს დადგინდება, რომ ორსულად ხართ, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
ტენოფორიქს B-ის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეწყვიტეთ ძუძუთი კვება ტენოფორიქს B-ით მკურნალობის დროს. აღნიშნულის მიზეზია ის, რომ ამ პრეპარატში შემავალი აქტიური ნივთიერება გადადის ადამიანის დედის რძეში.
აივ ან (HBV) ინფექციით დაინფიცირებულმა ქალმა უარი უნდა თქვას ძუძუთი კვებაზე, რათა თავიდან აიცილოს ვირუსის ბავშვისთვის გადაცემა დედის რძით.
ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება
ტენოფორიქს B-მ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. თუ ტენოფორიქს B-ს მიღებისას იგრძნობთ თავბრუსხვევას, არ მართოთ ავტომობილი ან ველოსიპედი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყო ან დანადგარი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტენოფორიქს B-ში შემავალი დამხმარე ნივთიერების შესახებ
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ლაქტოზას ან სხვა შაქრის აუტანლობა. ტენოფორიქს B შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. აცნობეთ თქვენს ექიმს ტენოფორიქს B-ს მიღებამდე, თუ თქვენ გაქვთ ლაქტოზას ან სხვა შაქრის აუტანლობა.
სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები.
ტენოფორიქს B-ს მიღების დაწყებისას, არ შეწყვიტოთ თქვენი ექიმის მიერ დანიშნული აივ-ის საწინააღმდეგო პრეპრატები, თუ გაქვთ HBV და აივ.
არ მიიღოთ ტენოფორიქს B, თუ უკვე ღებულობთ ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატის შემცველ სხვა პრეპარატებს. არ მიიღოთ ტენოფორიქს B ადეფოვირის დიპივოქსილის შემცველ პრეპარატებთან ერთად (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ქრონიკული B ჰეპატიტის სამკურნალოდ).
ძალიან მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ სხვა პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს თირკმელებს.
ესენია:
ამინოგლიკოზიდები (ბაქტერიული ინფექციისთვის),
ამფოტერიცინი B (სოკოვანი ინფექციისთვის),
ფოსცამეტი (ვირუსული ინფექციისთვის),
განციკლოვირი (ვირუსული ინფექციისთვის),
პენტამიდინი (ინფექციისთვის)
ვანკომიცინი (ბაქტერიული ინფექციისთვის)
ინტერლეიკინ-2 (კიბოს სამკურნალოდ),
ციდოფოვირი (ვირუსული ინფექციისთვის)
ადეფოვირის დიპივოქსილი (HBV-სთვის),
ტაკროლიმუსი (იმუნური სისტემის დათრგუნვისთვის),
დიდანოზინის შემცველი სხვა პრეპარატები (აივ ინფექციისთვის): ტენოფორიქს B-ის მიღებამ სხვა ანტივირუსულ საშუალებებთან ერთად, რომლებიც შეიცავს დიდანოზინს, შეიძლება გაზარდოს დიდანოზინის შემცველობის დონეები სისხლში და შეამციროს CD4 უჯრედების რაოდენობა. იშვიათად, პანკრეასის ანთება და ლაქტოაციდოზი (ჭარბი რძემჟავა სისხლში), რომელიც ზოგჯერ გარდაცვალების შემთხვევებს იწვევდა, აღინიშნა ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატისა და დიდანოზინის შემცველი პრეპარატების ერთად მიღებისას. თქვენი ექიმი ყურადღებით განიხილავს, ჩაგიტაროთ თუ არა მკურნალობა ტენოფოვირისა და დიდანოზინის კომბინაციით. ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატთან და დიდანოზინთან კომბინაცია არ არის რეკომენდებული.
სამმაგი თერაპია ნუკლეოზიდით/ნუკლეოტიდით: მაღალი სიხშირის ვირუსოლოგიური უკმარისობა და ადრეული სტადიის რეზისტენტობის განვითარება დაფიქსირდა აივ ინფექციის მქონე პაციენტებში, როდესაც ტენოფოვირის დისოპროქსილის ფუმარატი კომბინირებული იქნა დღეში ერთხელ ლამივუდინისა და აბაკავირის ერთჯერად დოზასთან, აგრეთვე ლამივუდინთან და დიდანოზინთან.
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ახლახანს მიიღეთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი დანიშნულებით ან მის გარეშე.
ტენოფორიქს B-ს მიღების მეთოდი
გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/სიხშირე:
1 ტაბლეტი ყოველ დღე საკვებთან ერთად (მაგალითად, ძირითად საკვებთან ან ხემსთან ერთად).
მიღების წესი და მეთოდი:
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
გადაყლაპვასთან დაკავშირებით პრობლემის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ კოვზის წვერი ტაბლეტის დასაფშვნელად. შემდეგ მიღებული ფხვნილი შეურიეთ დაახლოებით 100 მლ (ნახევარ ჭიქა) წყალს, ფორთოხლის წვენს ან ყურძნის წვენს და დალიეთ დაუყოვნებლივ.
ყოველთვის მიიღეთ ტენოფორიქს B ზუსტად თქვენი ექიმის მითითებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული დოზა. ეს კეთდება იმისთვის, რომ დარწმუნდეთ თქვენი პრეპარატის სრულად ეფექტიანობაში და შეამციროთ მკურნალობის მიმართ რეზისტენტობის განვითარების რისკი. არ შეცვალოთ დოზა, თუ ექიმი არ გეტყვით ამის გაკეთებას.
თუ გაქვთ აივ ინფექცია, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ტენოფორიქს B-ს სხვა ანტირეტროვირუსულ საშუალებებთან ერთად. თუ გაქვთ როგორც B ჰეპატიტი, ასევე აივ ინფექცია (თანაინფექცია), მნიშვნელოვანია ტენოფორიქს B-ის მიღება თქვენი ექიმის მიერ დანიშნულ სხვა ანტირეტროვირუსულ საშუალებებთან ერთად. თუ თქვენ გაქვთ B ჰეპატიტი, თქვენმა ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ სისხლის ანალიზი აივ ინფექციაზე, როგორც B ჰეპატიტის, ასევე აივ ინფექციის დიაგნოსტირების მიზნით.
ამ პრეპარატის მიღების შესახებ სახელმძღვანელო ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ პაციენტის საინფორმაციო შეფუთვის ჩანართი სხვა ანტირეტროვირუსული პრეპარატების შესახებ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები, რომლებიც იწონიან მინიმუმ 35 კგ-ს და დაავადებულნი არიან HBV ინფექციით: 1 ტაბლეტი ყოველ დღე, ჭამის დროს.
12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები, რომლებიც იწონიან მინიმუმ 35 კგ-ს და დავადებულნი არიან აივ ინფექციით: 1 ტაბლეტი ყოველ დღე, ჭამის დროს.
არ გამოიყენება HBV ინფექციით დაავადებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
არ გამოიყენება აივ ინფექციით დაავადებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
სპეციალური გამოყენების შემთხვევები:
თუ ზრდასრული ხართ და აღგენიშნებათ თირკმელების პრობლემები, თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ტენოფორიქს B-ის ნაკლები სიხშირით მიღება.
ტენოფორიქს B-ის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში:
თუ თქვენ შემთხვევით მიიღეთ ძალიან ბევრი ტენოფორიქს B-ის ტაბლეტი, თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ამ პრეპარატის შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის წინაშე (იხილეთ პუნქტი 4, შესაძლო გვერდითი მოვლენები).
კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ ტაბლეტის ბოთლი, რათა ადვილად აღწეროთ, თუ რა მიიღეთ.
ტენოფორიქს B-ის დოზის გამოტოვების შემთხვევაში
მნიშვნელოვანია, რომ არ გამოტოვოთ ტენოფორიქს B-ის დოზა. თუ გამოტოვებთ დოზას, გამოთვალეთ, რამდენი ხანი გავიდა პრეპრატის მიღების დროიდან.
თუ ჩვეულებრივი მიღების დროიდან 12 საათზე ნაკლებია გასული, მიიღეთ პრეპარატი შეძლებისდაგვარად სწრაფად და შემდეგ მიიღეთ მომდევნო დოზა რეგულარულ დროს.
თუ მიღებისთვის განსაზღვრული დროიდან 12 საათზე მეტი გავიდა, გამოტოვეთ ეს დოზა. დაელოდეთ და მიიღეთ მომდევნო დოზა რეგულარულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.
თუ ტენოფორიქს B-ის მიღებიდან 1 საათზე ნაკლებ დროში გაქვთ ღებინება, მიიღეთ კიდევ ერთი ტაბლეტი. თქვენ არ გჭირდებათ კიდევ ერთი ტაბლეტის მიღება, თუ ღებინებას ადგილი ექნება ტენოფორიქს B-ის მიღებიდან 1 საათზე მეტი ხნის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ორმაგი რაოდენობა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
ტენოფორიქს B-ის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში
არ შეწყვიტოთ ტენოფორიქს B-ის მიღება თქვენს ექიმის კონსულტაციის გავლის გარეშე. ტენოფორიქს B-ით მკურნალობის შეწყვეტამ შესაძლოა შეამციროს თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული მკურნალობის ეფექტიანობა. მიმართეთ თქვენს ექიმს, სანამ რაიმე მიზეზით შეწყვეტთ ტენოფორიქს B-ს მიღებას, განსაკუთრებით, თუ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა ან გაქვთ სხვა დაავადება. ტენოფორიქს B ტაბლეტების მიღების განახლებამდე, დაუკავშირდით ექიმს.
თუ გაქვთ B ჰეპატიტი ან აივ ინფექცია და B ჰეპატიტი ერთად (თანაინფექცია), ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შეწყვიტოთ ტენოფორიქს B-ით მკურნალობა ექიმთან წინასწარ კონსულტაციის გავლის გარეშე. ზოგიერთი პაციენტის სისხლის ანალიზი ან სიმპტომები მიუთითებს, რომ მათი ჰეპატიტი გაუარესდა ტენოფორიქს B-ის შეწყვეტის შემდეგ. შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის ანალიზების ჩატარება მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში (იხილეთ პუნქტი 2). ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის დაავადება ან ციროზი, არ არის რეკომენდებული მკურნალობის შეწყვეტა, ვინაიდან აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს ჰეპატიტის გაუარესება.
კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, სანამ ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტთ ტენოფორიქს B-ის მიღებას, განსაკუთრებით რაიმე გვერდითი მოვლენის გამოვლენის ან სხვა დაავადების შემთხვევაში.
ტენოფორიქს B ტაბლეტების მიღების განახლებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ფიქრობთ, რომ ტენოფორიქს B-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან სუსტია, გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ტენოფორიქს B-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში.
სერიოზული შესაძლო გვერდითი მოვლენები: დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს:
ლაქტოაციდოზი (რძემჟავას ჭარბი რაოდენობა სისხლში) იშვიათია (შეიძლება განვითარდეს ყოველი 1,000 პაციენტიდან არაუმეტეს 1 პაციენტში), თუმცა მძიმე გვერდითი მოვლენაა, რომელიც შეიძლება ფატალურადაც დასრულდეს. შემდეგი გვერდითი მოვლენები შეიძლება წარმოადგენდეს ლაქტოაციდოზის სიმპტომებს:
ღრმა, გახშირებული სუნთქვა
ძილიანობა
გულისრევა, ავად ყოფნა და კუჭის ტკივილი.
თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება გქონდეთ ლაქტოაციდოზი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
სხვა სერიოზული შესაძლო გვერდითი მოვლენები
შემდეგი გვერდითი მოვლენები არახშირია (შეიძლება განვითარდეს ყოველი 100 პაციენტიდან არაუმეტეს 1 პაციენტში):
მუცლის ტკივილი, გამოწვეული პანკრეასის ანთებით.
შემდეგი გვერდითი მოვლენები იშვიათია (შეიძლება განვითარდეს ყოველი 1,000 პაციენტიდან არაუმეტეს 1 პაციენტში).
შარდის ცვლილებები და ზურგის ტკივილი, გამოწვეული თირკმლის პრობლემებით, მათ შორის თირკმელების უკმარისობით
ძვლების დარბილება (ძვლის ტკივილით და ზოგჯერ მოტეხილობებით), რაც შეიძლება განვითარდეს თირკმლის მილაკოვანი უჯრედების დაზიანების გამო
ცხიმოვანი ღვიძლი
სხეულის ფორმის შეცვლა
აივ ინფექციის მკურნალობის დროს, ანტირეტროვირუსულმა კომბინირებულმა მკურნალობამ (მათ შორის ტენოფორიქს B-ით) შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ფორმის შეცვლა სხეულის ლიპიდების განაწილების მეთოდის შეცვლის მიზეზით. თქვენ შეგიძლიათ დაკარგოთ ლიპიდები ფეხებიდან, მკლავებიდან და სახიდან. თქვენი მუცელი (მუცლის ღრუ) და შინაგანი ორგანოები შეიძლება გასუქდეს, მკერდი გაიზარდოს ან კისრის უკანა მხარემ მიიღოს ლიპიდური კვანძის ფორმა („კამეჩის კეხი“). ამგვარი ცვლილებების მიზეზი და მათი ეფექტი გრძელვადიან პერსპექტივაში უცნობია.
თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება აღგენიშნებათ რომელიმე აღნიშნული სერიოზული გვერდითი მოვლენა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები
შემდეგი გვერდითი მოვლენები ძალიან ხშირია (შეიძლება განვითარდეს ყოველ 100 პაციენტიდან მინიმუმ 10 პაციენტში):
დიარეა, ავად ყოფნა (გულისრევა), ავად ყოფნის შეგრძნება (პირღებინება), თავბრუსხვევა, გამონაყარი, სისუსტის შეგრძნება
ანალიზებმა შეიძლება ასევე აჩვენოს:
სისხლში ფოსფატის დონის შემცირება
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები
შემდეგი გვერდითი მოვლენები ხშირია (შეიძლება განვითარდეს ყოველი 100 პაციენტიდან არაუმეტეს 10 პაციენტში):
თავის ტკივილი, კუჭის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, შებერილობის შეგრძნება, მეტეორიზმი
ანალიზებმა შეიძლება ასევე აჩვენოს:
ღვიძლის პრობლემები
შემდეგი გვერდითი მოვლენები არახშირია (შეიძლება განვითარდეს ყოველი 100 პაციენტიდან არაუმეტეს 1 პაციენტში):
კუნთების დაშლა, კუნთების ტკივილი ან სისუსტე
სისხლში კალიუმის შემცველობის შემცირება
სისხლში კრეატინინის მომატება
პანკრეასის პრობლემები
კუნთების დაშლა, ძვლების დარბილება (ძვლის ტკივილით და ზოგჯერ მოტეხილობებით), კუნთების ტკივილი, კუნთების სისუსტე და სისხლში კალიუმის ან ფოსფატის დაქვეითება შეიძლება განვითარდეს თირკმლის მილაკოვანი უჯრედების დაზიანების გამო.
შემდეგი გვერდითი მოვლენები იშვიათია (შეიძლება განვითარდეს ყოველი 1,000 პაციენტიდან არაუმეტეს 1 პაციენტში):
ტკივილი მუცლის არეში, გამოწვეული ღვიძლის ანთებით;
სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება.
აივ ინფექციის მკურნალობის დროს ანტირეტროვირუსულმა კომბინირებულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ლიპიდების და ინსულინის მიმართ რეზისტენტობის გაზრდა. თქვენი ექიმი შეგამოწმებთ ამ ცვლილებებზე.
თუ თქვენ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ასევე გულისხმობს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ იქნება აღწერილი წინამდებარე ჩანართში.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ტენოფორიქს B-ის შენახვის წესი
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და თავის შეფუთვაში.
ინახება 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.