სტიბერილი / STIBERIL
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): naftifine
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები → სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები გარეგანი გამოყენებისათვის_ → სხვა სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები
- მწარმოებელი კომპანია: Farmak JSC
- მწარმოებელი ქვეყანა: უკრაინა
- გამოშვების ფორმა: 1% 15მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი ფლაკონი №1
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი.
ხსნარის 1 მლ შეიცავს ნაფტიფინის ჰიდროქლორიდის 10 მგ-ს, გადაანგარიშებულს 100% მშრალ ნივთიერებაზე.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, ეთანოლი 96%, გაწმენდილი წყალი.
გამოშვების ფორმა
ხსნარი გარეგანი (კანზე) გამოყენებისთვის.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე ხსნარი უფეროდან ღია ყვითელი ფერის შეფერილობამდე, სპირტის სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკოზური (სოკოს საწინააღმდეგო) საშუალება დერმატოლოგიაში გამოსაყენებლად.
ათქ კოდი: D01AE22
მოქმედების მექანიზმი
ფარმაკოდინამიკა
სტიბერილი - ალილამინების კლასის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომლის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ერგოსტეროლის მოქმედების ინჰიბირებასთან.
სტიბერილი აქტიურია დერმატოფიტების, როგორიცაა ტრიქოფიტონი, ეპიდერმოფიტონი და მიკროსპორუმი, საფუარა (ჩანდიდა), ობის (Aსპერგილლუს) და სხვა სოკოების (მაგ.: შპოროტჰრიხ შცჰენცკიი) მიმართ.
დერმატოფიტებისა და ასპერგილის მიმართ ნაფტიფინი ინ ვიტრო ავლენს ფუნგიციდურ მოქმედებას, საფუარა სოკოების მიმართ - ფუნგიციდურ ან ფუნგისტატიკურ აქტივობას, მიკროორგანიზმის შტამიდან გამომდინარე.
სტიბერილი ასევე ავლენს ანტიბაქტერიულ აქტივობას გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, რომელთაც მიკოზურ დაზიანებებთან ერთად, ასევე შეუძლიათ მეორადი ბაქტერიული ინფექციების გამოწვევა.
გარდა ამისა, სტიბერილს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც ხელს უწყობს ანთების სიმპტომებისა და ქავილის გაქრობას.
ფარმაკოკინეტიკა
ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი სწრაფად აბსორბირდება და კანის სხვადასხვა შრეში ქმნის სოკოს საწინააღმდეგო მდგრად კონცენტრაციას. კანზე დატანილი დოზის 4% შეიწოვება, ამიტომ აქტიური ნივთიერების სისტემური მოქმედება ძალიან დაბალია და სისხლის პლაზმაში და შარდში ნაფტიფინის აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ კვალის სახით. მოქმედი ნივთიერება თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება; მეტაბოლიტებს არ ახასიათებთ ანტიმიკოზური აქტივობა და გამოიყოფა შარდის ან ფეკალური მასის საშუალებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი 2-4 დღე-ღამეა.
ჩვენება
ნაფტიფინისადმი მგრძნობიარე პათოგენებით გამოწვეული სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა:
კანისა და კანის ნაოჭების სოკოვანი ინფექციები;
თითებშუა მიკოზები;
ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები (ონიქომიზები);
კანის კანდიდოზები;
ქატოსებრი ლიქენი;
ანთებითი დერმატომიკოზები, თანმხლები ქავილით ან მის გარეშე;
უკუჩვენება
ნაფტიფინისადმი, პროპილენგლიკოლისადმი ან პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ჭრილობაზე. არ გამოიყენება თვალების სამკურნალოდ.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება შესწავლილი არ არის.
უსაფრთხოების ზომები
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის!
პრეპარატი შეიცავს ეთანოლს, ამიტომ თავი უნდა ავარიდოთ ხსნარის თვალში ან ღია ჭრილობაზე მოხვედრისგან.
ხსნარი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შესაძლებელია კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ნაფტიფინის ორსულებში გამოყენების მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგები არ მიუთითებს პრეპარატის არსებით პირდაპირ ან ირიბ დამაზიანებელ გავლენაზე რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ექიმის მიერ სარგებელი/რისკის ზედმიწევნით შეფასების შემდეგ.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
არ ახდენს გავლენას.
დოზის გადაჭარბება
ნაფტიფინის გამოყენებისას დოზის გადაჭარბების მწვავე შემთხვევები აღწერილი არ არის. პრეპარატის გარეგანი გამოყენების და კანიდან აქტიური ნივთიერების უმნიშვნელო რაოდენობით აბსორბციის გამო, სისტემური ინტოქსიკაცია ნაკლებმოსალოდნელია.
პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური თერაპიის დაწყება.
დოზირება და მიღების წესი
სტიბერილის ხსნარი გამოიყენება კანის დაზიანებული უბნისა და მის ირგვლივ კანის დასამუშავებლად ერთხელ დღეში, დაზიანებული უბნის კარგად გასუფთავებისა და გაშრობის შემდეგ. ამასთანავე ხსნარით უნდა დამუშავდეს დაზიანებული უბნის ირგვლივ ჯანმრთელი კანის დაახლოებით 1 სმ-ის ჩათვლით არეალი.
მკურნალობის ხანგრძლივობა: დერმატომიკოზების დროს - 2-4 კვირა (საჭიროებისას 8 კვირამდე); კანდიდოზების დროს - 4 კვირა; ფრჩხილების ინფექციების დროს - 6 თვემდე.
ფრჩხილების სოკოვანი დაავადებების დროს რეკომენდებულია პრეპარატის დღეში 2-ჯერ გამოყენება. პირველად გამოყენების წინ, საჭიროა მაქსიმალურად მოიცილონ მაკრატლით ან ქლიბით ფრჩხილის დაზიანებული ნაწილი (პროცედურის გასაადვილებლად, ნებადართულია ექიმის რეკომენდაციით, ფრჩხილები დამუშავდეს სპეციალური დამარბილებელი საშუალებებით).
რეციდივების თავიდან აცილების მიზნით, პრეპარატით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ძირითადი სიმპტომების გაქრობიდან, არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში.
ბავშვები.
პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ გამოყენების მონაცემები ბავშვთა ასაკში არასაკმარისია, ამიტომ ამ ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის დანიშვნა არარეკომენდებულია.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი რეაქციების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), ზომიერ სიხშირის (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია.
ზოგადი დარღვევები: სიხშირე უცნობია - იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ადგილობრივი რეაქციების გამოვლენა: კანის სიმშრალე, სიწითლე და წვის შეგრძნება, ერითემა, ქავილი, ადგილობრივი გაღიზიანება.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
15 მლ სითხე ფლაკონში. 1 ფლაკონი მეორად შეფუთვაში.