Nuk
სომნა-რიცი / SOMNA-Ritz


შემადგენლობა 

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს: 100 მგ პასიფლორას (Passiflora incarnata) მშრალ ექსტრაქტს, 60 მგ კატაბალახას (Valeriana officinalis) მშრალ ექსტრაქტს, 50 მგ კრაზანას (Hypericum perforatum) მშრალ ექსტრაქტს, 20 მგ ბარამბოს (Melissa officinalis) მშრალ ექსტრაქტს და 20 მგ კუნელის (ჩრატაეგუს) მშრალ ექსტრაქტს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
სომნა-რიცი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია, რომელსაც ახასიათებს ზომიერი სედატიური მოქმედება. პრეპარატი ამცირებს დაძაბულობას, შფოთვას, გაღიზიანებადობას, ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას, ძილის გაუმჯობესებას, არეგულირებს გულის მუშაობას, აქვს გამოხატული სპაზმოლიზური თვისებები, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის სეკრეციულ აქტივობას. 
სომნა-რიცის ეფექტს განაპირობებს მცენარეული ექსტრაქტების ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ერთობლივი მოქმედება: 
პასიფლორა (ვნების ყვავილი) ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ახასიათებს კრუნჩხვის საწინააღმდეგო და საძილე ეფექტი, გაღვიძებისას უსიამოვნო შეგრძნების გარეშე. 
კატაბალახა ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის დადგომას. დამამშვიდებელი ეფექტი ვითარდება თანდათან და სტაბილურია. კრაზანას ახასიათებს ზოგადმატონიზირებელი მოქმედება, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამცირებს დეპრესიის გამოვლინებებს. 
ბარამბო იწვევს სედატიურ, ჰიპოტენზიურ, ანტიარითმიულ, სპაზმოლიზურ, ღებინების საწინააღმდეგო ეფექტებს. ამშვიდებს და აძლიერებს ნერვულ სისტემას.
კუნელი აძლიერებს გულის კუმშვადობას და, ამასთან, რამდენადმე ამცირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს ძილს, ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას.
სომნა-რიცს ახასიათებს ხანგრძლივი თერაპიული ეფექტი.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის მეტაბოლიტების აღმოჩენა და ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების დადგენა არ არის შესაძლებელი, მისი მცენარეული წარმოშობის გამო.

ჩვენებები
- მოუსვენრობა, შფოთვა;
- ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, შიში, თანმხლები დაძაბულობით, ტაქიკარდიით და ქოშინით; 
- მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა;
- ემოციური დაძაბულობა ან დათრგუნვა;
- კონცენტრაციის დაქვეითება;
- ძილის მოშლა;
- ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი და შაკიკი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
- კლიმაქტერული სინდრომი;
- `მენეჯერის სინდრომი~ (მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობის მდგომარეობა);
- ანგიონევროზი (გულ-სისხლძარღვთა სისტემის) და ვეგეტონევროზი (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია).

მიღების წესები და დოზები
მოზრდილთათვის რეკომენდებულია 1-2 კაფსულა ორ-სამჯერ დღეში, ხანგრძლივად მისაღებად. უფროსი ასაკის ბავშვებისათვის 1 კაფსულა ერთ-სამჯერ დღეში.
კაფსულები მიიღება დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად მომატებული მგრძნობელობის გამოვლინებები.

უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის მიღება ჩვენების მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მიღებისას განსაკუთრებული ხასიათის უსაფრთხოების ზომების დაცვა საჭირო არ არის.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ზოგიერთ შემთხვევაში პრეპარატის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ფსიქომოტორული რეაქციების შენელება, ამიტომ ავტომობილის მართვისა და სხვა აქტიური სამუშაოების შესრულებისას რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სომნა-რიცი აძლიერებს საძილე, სედატიური და სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.
ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, ბავშვები¬სათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე).

სად შევიძინოთ?