რეოკონი / Reocon
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): pancreatine, dimethicone, comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატები
- მწარმოებელი კომპანია: DAEWON Pharm. Co
- მწარმოებელი ქვეყანა: კორეა
- გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #100
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
 
    
                            შემადგენლობა:
რეოკონის ერთი, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული, ტაბლეტი შეიცავს: პანკრეატინი – 175 მგ (ამილაზა 4200 F.I.P. ერთეული, ლიპაზა 5367 F.I.P. ერთეული, პროტეაზა 222 F.I.P. ერთეული), დიმეტიკონი – 25 მგ, ჰემიცელულაზა – 50 მგ, ხარის ნაღვლის ექსტრაქტი – 25 მგ. 
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, სილიციუმის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზას ფტალატი, დიაცეტილირებული მონოგლიცერიდი, საქაროზა, ჟელატინი, კალციუმის კარბონატი, ტიტანის ოქსიდი, კარნაუბის ცვილი.
მოქმედების მექანიზმი: 
პანკრეატინი – წარმოადგენს პანკრეასის ფერმენტს, რომელსაც გააჩნია ამილაზური, ლიპოლიზური და პროტეოლიზური აქტივობა. პანკრეატინის ამილაზა, ლიპაზა და პროტეაზა მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების დაშლაში.
დიმეტიკონი – ცვლის ნაწლავებში არსებული აირების ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, ახდენს მათ გაერთიანებას, რაც განაპირობებს აირების გამოთავისუფლებას.
ჰემიცელულაზა – ახდენს ცელულოზას ჰიდროლიზს, რომელსაც შეიცავს მცენარეთა უჯრედები.
ხარის ნაღვლის ექსტრაქტი (ნაღვლის მჟავები) – ააქტიურებს ფერმენტ ლიპაზას, ხელს უწყობს ცხიმების ემულგაციას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ აბსორბციაში.
ჩვენებები:
- საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება
- მუცლის შებერილობა (სიმპტომური თერაპიის სახით)
- ქრონიკული პანკრეატიტის, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების დამხმარე თერაპია
- ღეჭვის გართულებით გამოწვეული საჭმლის მონელების პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია ასაკთან და/ან კბილის პროთეზთა
- მუცლის ღრუს ორგანოების მომზადება რადიოლოგიური გამოკვლევების წინ 
უკუჩვენება: 
მომატებული მგრძნობელობა რეოკონში შემავალი კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილის ზომები: 
დაუშვებელია ანოტაციაში მითითებული დოზის გადაჭარბება, რეოკონის მიღების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ დადებითი დინამიკის არარსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეოკონის გამოყენება უსაფრთხოა.
მიღების წესი და დოზირება: 
რეოკონი მიიღება 1 ან 2 ტაბლეტი კვების შემდეგ ან უშუალოდ კვების დროს. ტაბლეტი არ უნდა დაიღეჭოს.
გვერდითი მოვლენები: 
იშვიათად პირის ღრუს და ლოყის ლორწოვანი გარსის ანთება, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.
ვარგისობა და შენახვის პირობები: 
რეოკონის ვარგისობის ვადა - 3 წელი. დაუშვებელია მისი მიღება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ! 
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები, 30 ტაბლეტი ბლისტერებში; მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
 
     
                     
                        