პროტეფიქსი® / Protefix
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
 - მწარმოებელი კომპანია: Queisser Pharma GmbH & Co
 - მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
 - გამოშვების ფორმა: წებო კრემი Aloe Vera 47 გრ
 - გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
 
    
                            გამოყენება
პროტეფიქსი® წებოვანი კრემი ალოე ვერათი პროტეზისათვის
დოზირება და გამოყენების წესი
დღიური დოზა: 0.8 გრამამდე  წებოვანი კრემი. გაასუფთავეთ პროტეზი ნებისმიერი ნარჩენებისგან  და წაუსვით წყვეტილად პროტეფიქსის® თხელი ფენა სველ პროტეზს  (ზედა და ქვედა პროტეზის  ჩაღრმავებაში,  რომელიც ებჯინება ყბას). დააწექით ტუბს  ქვედა მესამედს ბოლოსთან ახლოს. საჭიროების შემთხვევაში, თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ წაუსვათ  Protefix ® წებოვანი კრემი ალოე ვერათი  ზედა პროტეზის უკანა ზედაპირზე.თქვენ უნდა გამოიყენოთ Protefix® წებოვანი კრემი ექსტრა ძლიერი ეკონომიურად, რადგან ზედმეტმა რაოდენობამ  შეიძლება გამოიწვიოს პროტეზის არასათანადო მიწებება. შემდეგ მოირგეთ პროტეზი და მაგრად დაიჭირეთ რამდენიმე წამით. დაელოდეთ 5 წუთი და საკვები შემდეგ მიიღეთ. წებოვანი კრემი შესამჩნევად არ ცვლის პროტეზის მდებარეობას. კრემის  გამოყენების შემდეგ ტუბი კარგად დაკეტეთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ სანათური იყოს  მშრალი და სუფთა , რადგან  სითხის ნარჩერნმა შეიძლება გამოიწვიოს წებოვანი კრემის გამყარება. წებოვანი კრემის ნარჩენები  მოაშორეთ  საკვებ ზეთში დასველებული ბამბის ბურთით.  იმ შემთხვევაში თუ ზეთი დარჩა , ის არ იქონიებს გავლენას კრემის წებოვნებაზე.  გთხოვთ, უბრალოდ მოაცილეთ ზეთი პროტეზს. წებოვანი კრემის გამოყენება უნდა იყოს დროებითი.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა  რომელიმე   ინგრედიენტის მიმართ.
გვერდითი მოვლენები: ცალკეულ შემთხვევებში, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის  ალერგიული რეაქციები. ჰიპერმგრძნობელობისას  თუ ის არ ცხრება  და თუ თქვენ ექვიობთ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციას, გთხოვთ, მიმართოთ სტომატოლოგს.
შემადგენლობა: მეთილ ვინილ ეთერის თანაპოლიმერის ნატრიუმის და კალციუმის მარილები, მალეის მჟავის ანჰიდრიდი, კარბოქსილმეთილ ცელულოზა, პარფინი,
ვაზელინი, ალოე ვერა ბარბადენსის მილერი, სილიციუმი, მენთოლი, აზორუბინი, p-ჰიდროქსი-ბენზო მჟავა ს მეთილის ეთერი. არ შეიცავს თუთიას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი მნიშვნელოვანი რჩევა:
● უნდა გამოიუენუთ მხოლოდ ჯანმრთელ ლორწოვან გარსზე.
● შეინახეთ ბავშვებისგათვის მიუწვდომელ ადგილას.
● არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.