Nuk
პროიმუნოლაიფი / Proimunolife

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Biotrex Nutraceuticals
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა N30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

პროიმუნოლაიფი კაფს N30 – აქვს უნიკალური ფორმულირება რომელიც შედგება  30 მილიარდი CFU 16 უნიკალური პრობიოტიკური შტამისგან, რომელიც ყველაზე სასარგებლოა თქვენი ნაწლავების ჯანმრთელობისა  და იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. პრობიოტიკს შეუძლია გაათავისუფლოს ორგანიზმი გაზებისგან, შებერილობისა და სიმძისგან.  ჯანსაღი ნაწლავური სისტემა ასევე დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.


ჩვენებები:

-         ორგანიზმში ბაქტერიული მიკროფლორის დისბალანსი

-         დაქვეითებული იმუნიტეტი

-         არაბალნსირებული კვება

 

მოქმედების მექანიზმი:
პრობიოტიკები წარმოადგენენ ცოცხალ მიკროორგანიზმებს, მათი  სარგებელი ეფუძნება ბაქტერიული შტამების ფართო სპექტრს. 12 სხვადასხვა შტამის კომბინაცია და თითოეული შტამის მაღალი რაოდენობრივი შემცველობა (30 მილიარდი) ხელს უწყობს ბაქტერიების უფრო ინტენსიურ კოლონიზაციას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.

პრობიოტიკები - პათოგენური მიკრობების ანტაგონისტებია და მათი ფუნქციაა:

-         ნაწლავური მიკროფლორის მოწესრიგება

-         მეტეორიზმის შემცირება

-         კალციუმის, ფოსფორისა და რკინის შეწოვის გაძლიერება

-         ვირუსოციდული მოქმედება

-         ორგანიზმის გამძლეობის გაძლიერება დაავადებების განვითარების მიმართ

-         ნაწლავებში ციტოკინების (ინტერლეიკინი 1, 6, 10, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფა) გამომუშავება

-         ფაგოციტებისა და ნატურალური ქილერების (NK) აქტივობის გაზრდა

 

შემადგენლობა

1 კაფსულა

პრებიოტიკური ფრუქტოოლიგოსაქარიდები                   100მგ

პრობიოტიკების ნაზავი შეიცავს შემდეგ 16 შტამს

L. Plantarum                     L. Gasseri                        L. Fermentum                  B. Lactis

L. Acidophilus                   B. Infantis                      L. Casei                             B. Longum

L. Rhamnosus GG             B. Bifidum                      L. Reuteri                          B. Breve

L. Salivarius                       S. Thermophiles             L. Paracasei                      S. Boulardi

 

გამოყენების წესი:  1-2  კაფსულა დღეში სასურველია ჭამის დროს ან ექიმის მითითებით, მისი გამოყენება შესაძლებელია 3 წლის ასაკიდან.

უკუჩვენება და გვერდითი ეფექტები:
გამოვლენილი არ არის.

შენახვა:
ინახება გრილ და მშრალ ადგილას
არაუმეტეს 30ºC-ზე.

დაიცავით პირდაპირი სინათლის, სიცხისა და ტენიანობისგან.

შეინახეთ ყველა მედიკამენტი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

 

სად შევიძინოთ?